LIFE

ჯეკი კენედის სილამაზის წესები ფილმში Jackie

ჯეკი კენედის სილამაზის წესები ფილმში Jackie

ამერიკის ელეგანტურობის სიმბოლო — ჟაკლინ კენედი-ონასისი არაერთმა ვარსკვლავმა განასახიერა ფილმებში, მათ შორის — ლეგენდარულმა ჟაკლინ ბისემ. გასულ წელს კი ამერიკის #1 პირველი ლედის როლი ნატალი პორტმანმა შეასრულა, ფილმში — Jackie, რომელიც ჯეკის ყველა სახასიათო ნიშანს ასახავს, დაწყებული ჩაცმულობით, დასრულებული ვარცხნილობით და ზომიერი, ელეგანტური მაკიაჟით.

აი, რას გვირჩევს ფილმის მთავარი ვიზაჟისტი სარაი ფიზელი, რომელმაც ნატალი პორტმანი ჟაკლინ კენედის სტილში გარდაქმნა:

ჯეკი კენედის სილამაზის წესები ფილმში Jackie

1. იპოვე ვარცხნილობის განსხვავებული სტილი

ჯეკის ვარცხნილობის — მბრწყინავი „ბუფას“ ავტორი ლეგენდარული სტილისტი კენეთია. ამ ვარცხნილობის დამსახურებით, ჯეკის ყველგან ცნობდნენ, სადაც არ უნდა წასულიყო, ამერიკული პრესა კი წერდა: „ჯეკიმ ბრუნეტებისთვის ფიფქიას შემდეგ ყველაზე მეტი გააკეთაო.“ ნატალი პორტმანს ჟაკლინის ხასიათის გათავისებაში ვარცხნილობით სტილისტი კატრინ ლებლანი დაეხმარა.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადი ბმულზე