ელვა შესაკრავი უკანალთან - ჯინსის შარვლების ახალი მოდა დემნა გვასალიასგან
- 15.04.2017
Vetemants-ის მთავარი დიზაინერის, დემნა გვასალიას გაზაფხულის კოლექცია, მისი სხვა კოლექციების მსგავსად, რეზონანსული აღმოჩნდა. პრესისგან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა Vetemants-ისა და levi’s-ის თანამშრომლობის შედეგად შექმნილ ჯინსის შარვლებს.
დიზაინერები გვთავაზობენ შარვლებს უკანალთან ელვა შესაკრავით.
შარვლები, რომელთა ფასიც 1 870 დოლარიდან იწყება, უკვე გახდა სეზონის ჰიტი.
როგორც დიზაინერები ამბობენ, უჩვეულო დიზაინის შარვლები ძალიან მოსახერხებელია განსაკუთრებით, საპირფარეშოთი სარგებლობის დროს.
შარვლები შექმნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
თემები: მოდა, ჯინსი, ტრენდი, დემნა გვასალია
<a href="http://www.out.com">http://www.out.com</a>