LIFE

რატომ აღიქვამდნენ ადამიანები ცნობილი კაბის ფერს განსხვავებულად? - ფენომენი მეცნიერებმა ორი წლის შემდეგ ამოხსნეს

რატომ აღიქვამდნენ ადამიანები ცნობილი კაბის ფერს განსხვავებულად? - ფენომენი მეცნიერებმა ორი წლის შემდეგ ამოხსნეს

ორი წლის წინ სოციალური ქსელების მომხმარებლები უჩვეულო კაბამ საგონებელში ჩააგდო. ადამიანები მის ფერს სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. მათი ნაწილი ამბობდა, რომ ის ოქროსფერი იყო, ხოლო ნაწილის აზრით - ლურჯი.

ყოველივეს დისკუსია მოჰყვა, თუმცა საზოგადოება საკითხზე ვერ შეთანხმდა.

თემა ორი წლის შემდეგაც აქტუალურია. ამჯერად მეცნიერები, ნეიროფიზიოლოგები შეეცადნენ ამოეხსნათ კაბის ფერის ფენომენი.

როგორც ისინი წერენ, კაბის ფერის განსხვავებულად აღქმა სურათის ექსპოზიციას უკავშირდება. ფოტოზე ნათლად არ ჩანს საიდან ეცემა სინათლე და ჩრდილი, ამიტომაც ადამიანთა გონება მის ფერს განსხვავებულად აღიქვამს.

რატომ აღიქვამდნენ ადამიანები ცნობილი კაბის ფერს განსხვავებულად? - ფენომენი მეცნიერებმა ორი წლის შემდეგ ამოხსნეს

„ფერების აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩრდილებს, ხოლო თავის მხრივ, ჩრდილების აღმა ჩვენი ცხოვრების წესს უკავშირდება“, - წერს მკვლევარი პასკალ ვალიში.

ვალიში აღნიშავს, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ სინათლე და ძირითად დროს ნათელ ფერებში ატარებენ, კაბას ლურჯად აღიქვამენ, ხოლო ისინი, ვისაც არ უყვარს შუქში ყოფნა, ოქროსფრად.

ვალიშმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13 000-მა ადამიანმა. მათ თავიდან აჩვენეს კაბის ფოტო და სთხოვეს ეთქვათ, რა ფერის იყო ის. აზრი კვლავ ორად გაიყო. ადამიანების 80%-მა ჩათვალა, რომ კაბა ოქროსფერი იყო, ვინაიდან აღიქვამდნენ ჩრდილებს, ხოლო დანარჩენები ამბობდნენ რომ კაბა ლურჯი იყო (მათ საერთოდ არ ჰქონდათ ჩრდილების აღმქა).

„უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, ხართ კლუბში და იქაური განათების პირობებში არათუ კაბის ფერის აღქმააა განსხვავებული, არამედ მისი სილუეტისაც, ვინაიდან შუქ-ჩრდილები განსხვავებულია. სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე „თავსატეხი ფერის“ კაბის შემთხვევაშიც“, - წერს მკვლევარი.



<a href="http://www.slate.com/">http://www.slate.com/</a>