ჯანმრთელობა

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

უმეტესი ჩვენგანი შვებულებაზე ოცნებას შვებულებიდან დაბრუნების მეორე დღესვე იწყებს. სამსახური სტრესთანაა დაკავშირებული და ქვეცნობიერად გვიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა. დროთა განმავლობაში კი, ორგანიზმი ავლენს ნიშნებს, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება და მიუთითებს იმაზე, რომ უნდა დაისვენოთ.

გთავაზობთ რვა ნიშანს - თუ საკუთარ თავში რომელიმე მათგანი აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მოითხოვეთ შვებულება:

1. თავის ტკივილი - თქვენი სხეული გაძლევთ სიგნალს, რომ დასვენება გჭირდებათ. თქვენი გონება გადაღლილია. აუცილებელია დასვენება, თუ გრძნობთ ყოველ საღამოს თავის ძლიერ ტკივილს, ასევე ტკივილს კისრის არეში და თვალებში. უფრო მეტიც, თუ არ დაისვენებთ, სტრესმა შეიძლება შაკიკი გამოიწვიოს.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები - როცა უკვე დიდი ხანია თქვენი გონება სრული დატვირთვით მუშაობს, ამას ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემა განიცდის. ეს თქვენი ორგანოებისთვის ერთგვარი შოკია. ყველაზე უფრო გავრცელებულია ამ დროს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

3. ხშირი გაციება - სტრესი აჩქარებს გულისცემასა და სისხლის მიმოქცევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და წარმოშვას იმუნური პრობლემები, რის გამოც ხშირად გაცივდებით.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

4. სხეულის შეუსაბამო წონა - მძიმე სტრესი ხშირად იწვევს წონის მომატებას. ეს გამოწვეულია კორტიზოლის ჰორმონის ზრდით, რის გამოც თქვენ გსურთ შეჭამოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

5. მუცლის ტკივილი - სტრესი იწვევს მუცლის ტკივილს და გულის რევის შეგრძნებას.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

6. დაღლილობა - დილით, როცა იღვიძებთ თავს თუ ისევ დაღლილად გრძნობთ და გიჭირთ საწოლიდან ადგომა, ძილი გელანდებათ, გინდათ, რომ სულ იწვეთ, ეს თქვენი გადატვირთული სამუშაო რეჟიმის ბრალია და აუცილებლად გესაჭიროებათ დასვენება.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

7. ტკივილი გულ-მკერდის არეში - გულ-მკერდის არეში ტკივილსაც იწვევს მწვავე სტრესი და ხშირად მას არანაირი კავშირი არ აქვს გულის პრობლემებთან. თუ გრძნობთ ასეთ ტკივილს, უნდა სცადოთ პირველ რიგში, განტვირთვა. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობაც. ასეთ დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება

8. მცირდება სექსუალური აქტივობის უნარი - სტრესის დროს ორგანიზმი წყვეტს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ იყოთ სექსუალურად აქტიური. ადამიანმა შეიძლება სექსის სურვილი საერთოდ დაკარგოს.

8 ნიშანი იმისა, რომ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>