სილამაზე

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

სტრესულ გარემოში მუშაობა, ძილის ნაკლებობა, ჯანმრთელობის პრობლემები - ყოველივე სახეზე და კანზე აისახება.

გთავაზობთ 5 ნიღაბს კანისთვის, რომელიც მას ძველებურ იერს დაუბრუნებს.

1. კარტოფილისა და ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები: 1 ცალი კარტოფილი, ½ ლიმონის წვენი.

მომზადების წესი - დააბლენდერეთ კარტოფილი და შეურიეთ მას ლიმონის წვენი.

წაისვით სახეზე ნაზავი ხელის წრიული მოძრაობით, გაიჩერეთ 20 წუთი და დაიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი ეფექტურია ლაქების წინააღმდეგ, რომლებიც გარუჯვის შემდეგ რჩება.

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

2. კიტრის ნიღაბი

ინგრედიენტები: 1 კიტრი, და 1 კვერცხის ცილა.

მომზადების წესი - შეურიეთ ერთმანეთს დაბლენდერებული კიტრი და კვერცხის ცილა. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.

ნიღაბი აახლებს სახის კანს, ავიწროებს ფორებს და ასევე ის არის საუკეთესო თვალთან ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

3. ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები: 1 ლიმონი, 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი - შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე ხელის ნაზი მოძრაობით. გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღაბი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში, ატენიანებს გამომშრალ კანს და მას უფრო ხასხასას ხდის.

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

4. შვრიის ნიღაბი

ინგრედიენტები - 1 ჩაის კოვზი შვრია, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი კეფირი, 1 ლიმონის წვენი.

მომზადების წესი: გახეხეთ ვაშლი. აიღეთ 3 პატარა თასი. ერთში გააკეთეთ შვრიისა და ზეითუნის ზეთის მიქსი, მეორე თასში ერთმანეთს აურიეთ გახეხილი ვაშლი და თაფლი, მესამეში ერთმანეთს შეურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი.

ჯერ წაისვით შვრიის და ზეითუნის ზეთის ნარევი და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ გახეხილი ვაშლისა და თაფლის ნაზავი წაისვით და გაიჩერეთ ასევე ხუთი წუთი, და ბოლოს წაისვით ის, რაც მესამე თასში გაქვთ - კეფირისა და ლიმონის წვენის ნაზავი. აცადეთ კიდევ ხუთი წუთი.

საერთო ჯამში, ნიღაბი სახეზე გაქვთ 15 წუთი. ამის შემდეგ დაიბანეთ სახე. ნიღაბი სახეს წმენდს მკვდარი უჯრედებისგან და ასევე აქრობს აკნეს.

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს

5. კურკუმას ნიღაბი

ინგრედიენტები: ¼ ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი ავოკადო, 1 ჩაის კოვზი კეფირი, ან იოგურტი.

მომზადების წესი: ავოკადო დააბლენდერეთ, დაუმატეთ მას კურკუმას ფხვნილი, შედეგ იოგურტი და პატარა თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთი და დაიბანეთ.

ეს ნიღაბი არბილებს კანს, ასევე მკურნალობს დამწვრობას, ამცირებს ანთებას და კანის სიწითლეს.

5 ნიღაბი სახისთვის, რომელიც ნამდვილად მუშაობს - კანს ატენიანებს, გლუვს ხდის და აქრობს აკნეს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>