11 წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში 2017 წელს
- 18.04.2017
1. შავი, ტყავის კლასიკური ფეხსაცმელი, რომლიც ჩაცმაც როგორც ოფისში, ასევე ნებისმიერ საღამოზეც შეგიძლიათ. ეს თქვენ დახვეწილობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
2. „ბალეტკები“
განსაკუთრებულად კომფორტულია ზაფხულში და მისი მოხდენა ძალიან ბევრ ტანსაცმელზე შეგიძლიათ. ის ერთნაირად უხდება ჯინსებს, მოკლე და გრძელ ქვედაბოლოებს.
3. შავი ჩექმა, დაბალი ყელით
ყველა ზამთარი როდია ისეთი კომფორტული რომ თავი ბოტფორდებით ან სექსუალური ჩექმებით მოიწონოთ. ცუდ ამინდებში შავი, დაბალყელიანი ჩექმა დაგეხმარებათ. ეს სტილი ასევე კომფორტულია მოგზაურობის დროს.
4. სანდლები - ტერფის სამაჯური
ამ სტილის სანდლები ძალიან მომხიბვლელია ფეხზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ პრეტენზიულიცაა.
5. სანდლები - პლატფორმა
თუ სიმაღლის პრობლემა გაქვთ, ცუდი აზრი არ იქნება რომ ყოველდღიურად პლატფორმა-სანდლები გამოიყენოთ. ფეხზე ძალიან ლამაზად გამოიყურება და რაც მთავარია, სიმაღლესაც გმატებთ.
6. შემთხვევითი კედები
ასე ჰქვია ამ სპორტულ ფეხსაცმელს, რომლიც ძალიან კომფორტულია და არჩევანიც დიდია. ძალიან უხდება ჯინსებს, როგორც ფერადი, ასევე ნეიტრალური ფერები, თეთრი ან შავი.
7. შეცვალე „ბალეტკები“
ბევრი ქალი „ბალეტკებს“ ძალიან უბრალო ფეხსაცმელად თვლის და მისი გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამისთვის შესანიშნავი არჩევანია სქელძირიანი, შედარებით კლასიკური ფორმის მამაკაცური ფეხსაცმელი, რომელიც უფრო სერიოზულს გახდის თქვენს ჩაცმულობას.
8. მაღალი სანდლები
ძალიან კარფია ზაფხულისთვის. ეს სტილი განსაკუთრებულად უხდება ყვავილებიან კაბებს, შორტებს და მოკლე ქვედაბოლოებს.
9. სექსუალური ფეხსაცმელი
ეს ყველა ქალს სჭირდება, რადგან დიდია იმის შანსი, რომ თქვენმა მეწყვილემ უჩვეულო გართობა შემოგთავაზოთ. მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი, ლეოპარდის ანაბეჭდებიანი ტყავით, ნეონის ფერებში ან სულაც სეხსუალური დეტალებით საღამოს დედოფლად გაქცევთ.
10. „შლოპანცები“
მართალია, მამაკაცების დიდ ნაწილს არ უყვარს როდესაც ქალს ფეხსაცმლიდან თიტები უჩანს, მაგრამ წარმოუდგენელია ზაფხული ამ უბრალო ფეხსაცმელის გარეშე.
11. შიშველი ფეხსაცმელი
დიახ, ამ დროს ფეხი თითქმის შიშველია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თუ საღამოს სწორად კაბას შეუხამებთ, თქვენი ფეხები გრძელი და ძალიან ლამაზი გამოჩნდება.
თემები: როგორ ჩავიცვათ, ფეხსაცმელი, ქალები, რჩევები, 2017 წლის ტენდენციები
<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>