ჯანმრთელობა

რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში - რა მოხდება თუ ნორმას გადააჭარბებთ

რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში - რა მოხდება თუ ნორმას გადააჭარბებთ

ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. განსაკუთრებულად დილას, ახალგაღვიძებულზე ყავა ყველაზე უკეთ აფხიზლებს ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფ ადამიანს. არჩევანი დიდია, თურქული, ხსნადი, დარიჩინით, სანელებლებით, კაპუჩინო... - მმმ, რთულია ამ დროს ცდუნებას გაუძლო.

დადებითი თვისებები

კოფეინი - ძლიერი აღმგზნებია, რომელიც პირველ რიგში ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. ააქტიურებს ტვინის აქტივობას, გხდით უფრო მობილიზებულს, აუმჯობესებთ საქმიანობის ხარისხს, ყურადღებიანი და კონტცენტრირებულები ხდებით

მაგრამ...

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შესაძლოა მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს ორგანიზმში. 24 საათის მანძილზე ორი, სამი ჭიქა ყავის დალევა ნორმალურია, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ დალევთ ოთხ, ხუთ ან მეტ ჭიქა ყავას?

რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში - რა მოხდება თუ ნორმას გადააჭარბებთ

უარყოფითი თვისებები

ექსპერტები თანხმდებიან რომ დღეში მხოლოდ 300 მგ კოფეინის მოხმარებაა დაშვებული. ყავის დიდი რაოდენობით მიღებას განსაკუთრებულად მოზარდები უნდა ერიდონ, რომლებიც ასევე რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევენ.

ყავის რაოდენობა უნდა შეამცირონ ორსულმა ქალებმაც, ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული კოფეინი.

რას იწვევს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება?

ყოველ დღე 300 მგ-ზე მეტი კოფეინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს "კოფეინის შფოთვა", რა დროსაც ადამიანი ძალიან გაღიზიანებულია, აქვს გაუაზრებელი შფოთვა, უძილობა. ასევე იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

კოფეინს გააჩნია შარდმდენი ეფექტი და თუ წყალს დიდი რაოდენობით არ მიირთმევთ შესაძლოა ორგანიზმის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

როგორ შევამციროთ ყავის რაოდენობა დღის განმავლობაში

თუ ძალიან გიჭირთ ყავის გარეშე და ეს უკვე ჩვევად გექცათ, ფაქტია, რომ უარის თქმა ან ზემოთმოყვანილ პრობლემებთან შეგუება მოგიწევთ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მაგრამ თუ გადაწყვიტეთ ყავის დღიური ნორმა შეამციროთ პირველ დღეებში კუნთების გაუგებარ ტკივილს იგრძნობთ, რაც ერთ კვირაში სრულად გაგივლით, მაგრამ დისკომფორტის მოსახსნელად, ჩვეულებრივი ყავა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უკოფეინო ყავით.

რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში - რა მოხდება თუ ნორმას გადააჭარბებთ



<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>