იანვარი
ეს ყველაზე მომთმენი და თავშეკავებული ქალების თვეა. ამასთანავე ასეთ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ მამაკაცური ხასიათი. მათ არ უყვართ წუწუნი, ურჩევნიათ ამაყად და თავად გაუმკლავდნენ პრობლემებს. იანვრის ქალები ნიჭიერები არიან კულინარულ ხელოვნებაში, სამაგიეროდ არ უყვართ სახლის დალაგება.
თებერვალი
ეს რთული ხასიათის დაჟინებული და ჯიუტი ქალების დაბადების თვეა. მათ არასოდეს არ ეშინიათ სიძნელეების გადალახვის და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის არ არის სწორი. კარგად მანიპულირებენ ადამიანებით, ამიტომაც კარიერულად ყოველთვის მომგებიან პოზიციაში არიან.
მარტი
ყველაზე მგრძნობიარე ქალების დაბადების თვეა. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან. გარდა ამისა, ეჭვიანებიც და საკუთარ თავს უბედურად თვლიან. ამ ქალებს ნამდვილად უძნელდებათ წარმატების მიღწევა საკუთარი სიმორცხვის გამო. ბუნებამ დააჯილდოვა მარტის ქალები სინაზით და მომხიბვლელობით, ამიტომაც ასე იზიდავენ ისინი მამაკაც-დამცველებს.
აპრილი
აპრილის ქალი გამოირჩევა გაბედულობით, ჟინიანობითა და მიზანდასახულობით. იდეალურ დანამატს წარმოადგენს ჯანსაღი აზროვნება და პრაქტიკულობა. ამ ქალებმა ყოველთვის იციან, რა უნდათ, ამიტომ ნელა, მაგრამ სწორად აღწევენ სასურველს, მაგრამ განსაკუთრებულად ვერ იტანენ არასტაბილურობას.
მაისი
ძალაუფლების მოყვარულები და მომთხოვნები, უკომპრომისო და გაბედული ქალები არიან. არ პატიობენ წყენას, ამიტომ ადვილად შეუძლიათ გაშორდნენ ქმარს, თუმცა მერე ნანობენ. ისინი არიან ჯიუტი ქალები ლიდერის თვისებებით. პირველ ადგილზე აყენებენ მატერიალურ კეთილდღეობას.
ივნისი
ზაფხულის პირველ თვეში დაბადებული ქალების მთავარი თვისებაა - სიფრთხილე. ხშირად ასეთი ადამიანები ძალიან მგრძნობიარე და ეჭვიანები არიან, მაგრამ ამასთან ისეთი კეთილები, რომ არასოდეს დაიწყებენ შურისძიებას. არ უყვართ კონფლიქტები, გააჩნიათ კარგი ინტუიცია.
ივლისი
ამ თვეში იბადებიან ყველაზე მოკრძალებული და მორცხვი ქალები. ისინი ხშირად განიცდიან და მუდმივად დაკავებულები არიან თვითანალიზით. არიან რომანტიკულები, ღრმად გრძნობენ და განიცდიან ყველა სასიყვარულო ურთიერთბას, მაგრამ არასოდეს ამას არ აჩვენებენ სხვებს. სახლი და ოჯახი ივლისის ქალებისთვის - მთავარია ცხოვრებაში.
აგვისტო
ყველაზე ამაყი და დამოუკიდებელი ქალები იბადებიან ამ თვეში. ისინი ასევე კეთილები და ალტრუისტები არიან, მაგრამ ძალაუფლების მოყვარულები და ბუნებით ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იზიდავენ მამაკაცებს, ძალიან აფასებენ ოჯახურ ურთიერთობებს. ძალიან პატიოსნები არიან, ამიტომ ხშირად მოტყუებულები რჩებიან.
სექტემბერი
ამ თვის ფიცხი და ემოციური ქალები განსხვავდებიან მიზანდასახულობითა და ანგარიშიანობით. ძალიან თავმოყვარეები არიან და ცოტათი ძუნწები, ამიტომ ძნელად ელევიან ვალებს. უყვართ კომპანიებში ყოფნა, მაგრამ ყოველთვის ახსოვთ საკუთარი სარგებელის შესახებ. ძალიან ეჭვიანები და დამოუკიდებლები არიან, სისუფთავის მოყვარულები, პედანტურები და ძალიან გემრიელად ამზადებენ.
ოქტომბერი
ურთიერთობებში უბრალო, ძალიან მომხიბვლელი ქალები. პრაქტიკულები, მაგრამ მეგობრებთან უანგარო და სულგრძელები. გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ საგულდაგულო ფიქრის შემდეგ. ეს ქალები ძალიან პრინციპულები არიან და არ პატიობენ ღალატს, თუმცა ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ ოჯახი.
ნოემბერი
ძალიან ანგარებიანი, თავმოყვარე და ეგოისტური ქალები. მათი მეუღლეები უნდა შეეგუონ იმას, რომ მათ აზრს იშვიათად თუ გაითვალისწინებენ. მომჭირნე და ეკონომიურები არიან. სიყვარულში ძალიან ვნებიანები არიან, სექსუალური და ტემპერამენტიანები. შეუძლიათ ღრმა და ძლიერი სიყვარული.
დეკემბერი
ემოციური ქალები ფეთქებადი ხასიათით. ჟინიანები და უშიშრები, დამოუკიდებელი და პირდაპირები, მიზნის მისაღწევად ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავენ. დეკემბრის ქალები ძალიან კომუნიკაბელურები არიან, რომანტიკულები, იდეალისტები, კარგი მეგობრები. არ გამოირჩევიან მომჭირნეობით და ფიცხები არიან, ამიტომ ოჯახურ ცხოვრებაში ხშირად განიცდიან სიძნელეებს.
თემები: სექსუალური ქალი, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>