სრულყოფილი ამქვეყნად არავინაა, მაგრად როდესაც შეყვარებულები ვართ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პარტნიორი იდეალურია.
გთავაზობთ 10 ნიშანს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საუკეთესო მეუღლე გყავთ:
1. მას არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის მზად არის პრობლემების გადასაჭრელად - ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ კი არ საუბრობს, არამედ მოქმედებს და რთულ სიტუაციებში ისყოველთვის მზად არის მხრის ქვეშ შეგიფაროთ.
2. მას შეუძლია თავად მოამზადოს საუზმე - თანამედროვე ქალები ფიქრობენ, რომ თუ მამაკაცს შეუძლია საჭმლის მომზადება, ის იდეალური ქმარი იქნება და სხვა განსაკუთრებული თვისება არ სჭირდება. ასეთ კაცს შეუძლია ქალი ბედნიერი გახადოს.
3. ის ყოველთვის მხარს გიჭერთ, მაშინაც კი. თუ სერიოზულ შეცდომას უშვებთ - ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომას და როცა ეს ხდება, საყვარელი ადამიანი ამ დროს გვერდით უნდა იყოს, მაშინაც კი, თუ მართალი არ ხართ. ნებისმიერ სიტუაციაში ქმარმა მხარი უნდა დაგიჭიროთ.
4. ის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას - ეს არ ნიშნავს, რომ ქმარმა ცოლის ცხოვრების ყველა დეტალი უნდა იცოდეს, ან ახსოვდეს რა გეცვათ იმ დღეს როცა ერთმანეთი გაიცანით. მაგრამ მან აუცილებლად უნდა იცოდეს რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაყაროს ყავაში, რომელსაც თქვენთვის ამზადებს, უნდა იცოდეს, რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა.
5. ის უბრალოდ ჭკვიანი კი არა, ბრძენია - ალბათ კარგია, როცა ვიღაცას შეუძლია გესაუბროს კვანტური ფიზიკის შესახებ, მაგრამ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია იპოვოს გამოსავალი ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემებიდან. თუ თქვენს ქმარს შეუძლია მოგცეთ სასარგებლო რჩევა, როცა დავუშვათ დედასთან გაქვთ კონფლიქტი, გილოცავთ, თქვენი ქმარი იდეალურია.
6. იცის როგორ გაგაცინოთ - როცა თავს ცუდად გრძნობთ, მას უნდა შეეძლოს გაგამხიარულოთ, იცოდეს როგორ იხუმროს და როგორ გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან.
7. მას შეუძლია კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკება - იდეალური მამაკაცი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ატირებულ ქალთან. მას შეუძლია საშინელ მეზობელთანაც კი დიპლომატიურად მოაგვაროს ურთიერთობა.
8. მას თქვენი პრობლემები არ ავიწყდება სახლიდან გასვლისთანავე - მოსიყვარულე ქმრისთვის თქვენი პრობლემები პრიორიტეტულია და მაშინაც კი, როცა სახლიდან გასულია, ფიქრობს, როგორ დაგეხმაროთ.
9. თქვენს აზრს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ცოლისა და ქმრის ურთიერთობა მხოლოდ ერთად ცხოვრება არაა. ისინი ერთმანეთის მეგობრები და მრჩევლები არიან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება ბედნიერი ქორწინების გასაღებია.
10. ის გეხმარებათ სახლის საქმეებში - თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ, არასოდეს იფიქრებთ მასთან ცხოვრების დროს რომ მისი პირადი მოსამსახურე ხართ. ის ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ სახლის დალაგებაში და სხვადასხვა საოჯახო საქმეებში.
თემები: სიყვარული, ოჯახი, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ქმარი
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>