ბოლო დროს, უნისექსურ ეპოქაში ბევრი დიზაინერი აღნიშნავს ქალური სილუეტების ნაკლებობის შესახებ, ჩვენ კი ქალური არომატის შეგრძნება გვენატრება, განსაკუთრებით — გაზაფხულის რომანტიკულ სეზონზე.
ამ ამოცანაზე Cartier-ს სახლისთვის 2011 წლიდან პარფიუმერი მატილდა ლორანი მუშაობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სუნამოების ისტორიაში პირველად, ლილიის და ორქიდეის ექსტრაქტები გამოიყენა: 2011-ში ლილიის ბაზაზე დამზადებული არომატი — Baiser Volé-ი („მოპარული კოცნა“) შექმნა, 2017-ში კი Baiser Fou („ვნებიანი კოცნა“): ყვავილოვანი, რომანტიკული არომატი ორქიდეას აფროდოზიაკის ეფექტით.
პარფიუმერული მაღაზიების ქსელმა „ისი პარიმ“ Baiser Fou-ს წარსადგენა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრეს-ლანჩზე გადაწყვიტა: სტუმრებმა სუნამოს ერთ-ერთი ნოტის — თეთრი შოკოლადის შთაგონებით შექმნილი ნამცხვრები დააგემოვნეს და სამახსოვრო დაფაზე წითელი ტუჩის საცხის ანაბეჭდები — საკუთარი კოცნა დატოვეს.
Baiser Fou-ს არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ კოცნის სუნი აქვს: თეთრი შოკოლადის ნოტები ტუჩის საცხის ასოციაციებს ქმნიან, ორქიდეა კი ყვავილოვან, რომანტკულ განწყობას. სუნამოს მთავარი ნოტი ჟოლოა, გულის ნოტი — ორქიდეა, საბაზისო ნოტების ფუნქციას კი ვანილი და თეთრი შოკოლადი ითავსებენ. საბოლოო ჯამში, ტკბილი, ინტენსიური სურნელი მიიღება, რომელსაც სანელებლების მწარე ნოტები ანეიტრალებს.
Cartier-ს Baiser Volé-ების სერია TREND-ის არჩევანი არა მხოლოდ განსაკუთრებულად ქალური სურნელის, არამედ — ბრენდის 170-წლიანი ისტორიის დამსახურებაცაა: Cartier 1847 წლიდან ქალების საუკეთესო მეგობრებით — ბრილიანტებით გაფორმებულ უძვირფასეს სამკაულებს და საათებს ქმნის და დღემდე მონარქების და წითელი ხალიჩის ვარსკვლავების ფავორიტად რჩება: „მეფეთა იუველირი და მეფე იუველირებს შორის“, — ასე დაახასიათა ედუარდ მე-7-მ მოდის სახლი მას შემდეგ, რაც სამეფო გვირგვინი დაუმზადეს.
მოკლედ, ნებისმიერი ქალის საგაზაფხულო ჩაცმულობა 3 შტრიხით უნდა დაგვირგვინდეს: წითელი ტუჩის საცხით, სადა, ძვირფასი სამკაულით და Baiser Fou-ს სურნელით.
თემები: სტილი, მოდა, ისი-პარი, Ici-Paris, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, Cartier, Baiser Fou, Baiser Vole, ახალი სუნამო, საგაზაფხულო ტენდენცია