თბილისის მოდის კვირეულის 5 დღიანი თავგადასავალი ქართველი დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდა. ორგანიზატორებმა როგორც კვირეულის გახსნის, ასევე, მისი დახურვის საღამოს საკმაოდ სანახაობრივი და ორიგინალური ვერსია შემოგვთავაზეს.
ჩვენება განახლებულ აღმაშენებელზე გაიმართა და დიზაინერმა ულამაზესი, 2017/2018 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
როგორც თავად ლაშა ჯოხაძემ TREND.-თან საუბარში აღნიშნა, ისევე, როგორც წინა, ახალი კოლექციაც ბუნების თემატიკას ეძღვნება და თუ წინა კოლექციას თოლიები ამშვენებდნენ, ამჯერად 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის ინსპირაცია წყალქვეშა სამყარო გახდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ კოლექციის კაბების უმრავლესობას ზღვის ვარსკვლავი ამშვენებს. ლაშა ჯოხაძის თქმით, იგი მომდევნო კოლექციებშიც ბუნების თემატიკის გაგრძელებას გეგმავს.
"ვეცადე, ახალი კოლექცია სადა და ელეგანტური ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, უპირატესობა თბილ, პასტელურ ფერებს მივანიჭე" - აცხადებს დიზაინერი, ლაშა ჯოხაძე. კითხვაზე, თუ როგორია ქალი, რომელიც მის კოლექციებს მოირგებს, იგი გვპასუხობს, რომ ეს ქალი, აუცილებლად არის ნაზი, მიმზიდველი და დახვეწილი.
TREND. გთავაზობთ ლაშა ჯოხაძის ჩვენების ფოტოებს:
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, TFW, Lasha Jokhadze
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია