როგორი შეყვარებულები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 25.04.2017
1. ვერძი - არიან პატიოსანი და წესიერი ნატურები. არ ამბობენ ტყუილს და ვერც პარტნიორისგან ეგუება ამას. არის კომფორტული ადამიანი და ძალიან პრაგმატული. ზოგჯერ პარტნიორები ვერ უგებენ იმის გამო, ძალიან მყარად დგანან მიწაზე და რომანტიკისგან შორს არიან.
2. კურო -პრაქტიკული ადამიანია. არაა მოსაწყენი და უყვარს რისკის გაწევა. რთულია მათი ამოცნობა, ამიტომ ყოველთვის ინტერესს იწვევთ. არასოდეს არიან ბოლომდე გახსნილები.
3. ტყუპები - არიან კომუნიკაბელური და სასიამოვნო ადამიანები. როცა ტყუპი შეყვარებულია, კიდევ უფრო თბილი და მხიარული ხდება. მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს და მოსაბეზრებელი არ გახდეს.
4. კირჩხიბი - კირჩხიბები მერყევები არიან. ერთ დღეს შეიძლება ფიქრობდნენ, რომ უგონოდ არიან შეყვარებულები, მეორე დღეს კი, გაიღვიძონ და მიხვდნენ, რომ არ უყვართ. მას უყვარს, როცა შეყვარებულს პრობლემების გადაჭრაში ეხმარება და რჩევებს აძლევს.
5. ლომი - როცა ლომი შეყვარებულია, ის თავს სამყაროს ცენტრად თვლის და ჰგონია, რომ ნამდვილი ვარსკვლავია. ცდილობს, განსაკუთრებულ ფორმაში იყოს ყოველთვის და შესაშურად გამოიყურებოდეს.
6. ქალწული - როცა ქალწული შეყვარებულია, მას უყვარს ბოლომდე და შეუძლია, რომ თავი გასწიროს საყვარელი ადამიანისთვის. ის კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. ქალწულებს სურთ, რომ ყოველი წამი საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარონ, რაც ზოგჯერ ურთიერთობას მოსაწყენს ხდის.
7. სასწორი - ისინი განუწყვეტლივ ბოდიშებს უხდიან პარტნიორს, ზოგჯერ უმიზეზოდაც კი. ჰგონიათ, რომ რაღაც დააშავეს, რაღაც არასწორად გააკეთეს. სასწორებს ძნელად უყვარდებათ და ისინი უმეტესად მდიდარ პარტნიორებს ეძებენ.
8. მორიელი - მორიელთან პაემანი სახალისოა, რადგანაც ყველა ადამიანი არის ცოტათი მაზოხისტი. მორიელები საშინლად ეჭვიანები არიან. თვითონაც იტანჯავენ თავს და პარტნიორსაც სტანჯავენ. ყველა სიტუაციაში ეჭვიანობენ.
9. მშვილდოსანი - მხიარული ნატურის მშვილდოსანი შეყვარებულობის დროს კიდევ უფრო მხიარული და დაუოკებელი ხდება. შეყვარებული მშვილდოსანი ადამიანში მხოლოდ საუკეთესოს ხედავს.
10. თხის რქა - თქვენ ძალიან სერიოზული ადამიანი ხართ და შეყვარებულობის დროსაც ინარჩუნებთ ამ იმიჯს. არ იღებთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს და გეგმას მიჰყვებით. თქვენს ცხოვრებაში სპონტანურად არაფერი ხდება. შეიყვარებთ და დაქორწინდებით იმიტომ, რომ ეს თქვენი გეგმის ნაწილი იყო.
11. მერწყული - ისინი სრულიად სხვა ადამიანები ხდებიან. ბოლომდე ტკბებიან სიყვარულით და სჩადიან ათასგვარ სიგიჟეს საყვარელი ადამიანისთვის. არიან ძალიან რომანტიკულები და საყვარელ ადამიანს სიურპრიზებით ანებივრებენ.
12. თევზები - ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. შეყვარებულთან მცირე კამათის გამოც კი შეიძლება მთელი დღე ცრემლები ღვარონ. როცა შეყვარებულები არიან ისინი განსაკუთრებით მომხიბვლელები ხდებიან. უბრალოდ ბრწყინავენ, არიან უფრო კეთილები და უხარიათ, როცა სხვებს ახარებენ.
თემები: სიყვარული, წყვილი, ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.cosmopolitan.com/">http://www.cosmopolitan.com/</a>