1. ვერძი - ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ბავშვებმა ჭამეს, საშინაო დავალება შეასრულეს და არ აგვიანებენ სკოლაში, სხვანაირად ვერ მოისვენებთ. თქვენ დაგყავთ შვილები მუზეუმში შაბათ-კვირას. სრულყოფილი დედის მაგალითი ხართ.
2. კურო - გსურთ, რომ შვილებს ჰქონდეთ დაუვიწყარი ბავშვობა და ცდილობთ მათი ყოველი დღე დღესასწაულად აქციოთ. გიყვართ ფოტოების გადაღება ბავშვებისთვის და მათ ყოველ წამს ფოტოებზე აღბეჭდავთ.
3. ტყუპები - გარდა იმისა, რომ ხართ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე დედა, ამასთან ხართ ძალიან მხიარული, დედა, რომელსაც შეუძლია ითამაშოს შვილებთან ერთად და უყუროს საბავშვო ფილმებს. არასოდეს გეზარებათ წაიყვანოთ ბავშვები პარკში, გასართობ ცენტრებში და მშვენივრად ერთობით მათთან ერთად.
4. კირჩხიბი - ხართ მშობელი, რომელიც შვილის გამო უკან არაფერზე იხევს, რომელიც შვილის ნებისმიერ სურვილს ასრულებს და შეიძლება ამით ათავხედებთ კიდეც მას, თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შეგიძლიათ. კირჩხიბები შვილების საუკეთესო მეგობრები არიან.
5. ლომი - თქვენ იყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ აჩვენოთ მთელ მსოფლიოს რა კარგები, ნიჭიერები და წარმატებულები არიან თქვენი შვილები. აქვეყნებთ მათ ფოტოებს სიამაყით. თქვენ ამაყი დედა ხართ.
6. ქალწული - ბოლომდე ხართ ჩართული შვილების ცხოვრებაში და იცით მათი ყველა ნაბიჯი. დადიხართ მათთან ერთად სასკოლო ექსკურსიებზე, მსჯელობთ და ჭორაობთ სხვადასხვა საკითხებზე. შვილები გეთაყვანებიან.
7. სასწორი - შვილებს აძლევთ უფლებას იყონ ისინი ვინც სინამდვილეში არიან და არ ცდილობთ მათ გარდაქმნას. თქვენ ზარმაცი დედა ხართ, რომელსაც ეზარება გამუდმებით შვილების მოწესრიგებაზე, სისუფთავზე ზრუნვა. ზარმაცი სასწორი შვილს არსად არ მიჰყვება და ამიტომ ის დამოუკიდებელ პერსონად ყალიბდება.
8. მორიელი - თქვენ ხართ დედა, რომელიც გამუდმებით ზრუნავს შვილებზე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ცდილობს, ყველა სიტუაციაში დაეხმაროს. „გიჟი დედა“ - სწორედ მორიელებზეა ნათქვამი.
9. მშვილდოსანი - გსურთ, რომ თქვენმა შვილმა სამყარო ადრეული ასაკიდანვე შეიცნოს და საკუთარი თვალით ნახოს მსოფლიოს ულამაზესი ადგილები. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და განათლებული ადამიანი გაიზარდოს. მათ აძლევთ უფლებას ადრეული ასაკიდანვე მარტო იმოგზაურონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ.
10. თხის რქა - თუ ვინმე შეესაბამება ფრაზას „კლასიკური დედა“, ეს თხის რქაა. თქვენ ამზადებთ საჭმელებს შვილებისთვის და ამით სიამოვნებას იღებთ, მიგყავთ სკოლაში ისინი და მიდიხართ გამოსაყვანად და ამ საქმეს არავის უთმობთ, უკითხავთ წიგნებს ძილის წინ.
11. მერწყული - ნებას აძლევთ შვილებს მიჰყვნენ ოცნებებს. შეიძლება მათი სურვილები თქვენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ყოველთვის პატივს სცემთ შვილების არჩევანს. ყოველთვის ესაუბრებით შვილებს ცხოვრებისეულ პრობლემებზე, ასწავლით წარმატების მიღწევის გზას.
12. თევზები - გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს რაც შეიძლება ექსპრესიული და დიდ ყურადღებას უთმობთ მის სულიერ განვითარებას. გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა ბავშვობის ყოველი წუთი შეიგრძნონ. ძალიან მზრუნველი დედა ხართ.
თემები: დედები და შვილები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, დედა
<a href="http://ideaspots.com/">http://ideaspots.com/</a>