1. ყურადღების უკმარისობა
შენ უკვე დაგავიწყდა ბოლოს როდის გამოგიგზავნა შეტყობინება სიტყვებით „დილა მშვიდობისა“ ან „მიყვარხარ“, მისი ზარები კი რახანია ფუფუნების საგანია. პაემნის გადატანა მისთვის ჩვევად იქცა, საკუთარ ქცევას კი აბრალებს უამრავ საქმესა და მოუცლელობას.
2. მეგობრები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია
რა შეიძლება იყოს საყვარელ ქალთან შეხვედრაზე უკეთესი? რასაკვირველია, ფეხბურთი, ლუდი, თევზაობა და მეგობრები. ყოველი შემთხვევისთვის, შენი შეყვარებული ასე ფიქრობს. ვინ კამათობს იმაზე, რომ მამაკაცების მეგობრობა - წმინდა საქმეა? მაგრამ ურთიერთობების დავიწყებაც არ შეიძლება. გამოსავალი ერთია - შეხვდე მას თქვენი საერთო მეგობრების წრეში. ან საერთოდ არ შეხვდე.
3. სიძუნწე
რესტორნები, ლაშქრობა კინოსა და თეატრში აუხდენელ ოცნებად გექცა. საჩუქრები და ყვავილები კი საერთოდ დაგავიწყდა. სამაგიეროდ არავინ არ უშლის მას გაინებივროს საკუთარი თავი ძვირფასი საჩუქრებით. როგორც ჩანს, ის არ არის მზად დაიხარჯოს შენს გამო. და მისი ქცევა ბევრზე მეტყველებს.
4. თქვენ სასაუბრო თემაც აღარ გაქვთ
თქვენი საუბრები ახლა იფარგლება ყოფითი პრობლემების განსჯით, საერთო ნაცნობებზე ჭორებით და სხვადასხვა თემებზე კამათით. მას არ აინტერესებს შენი ცხოვრება. სამაგიეროდ, ერთი საათიც არ ეყოფა საკუთარი პრობლემების ან სამსახურში ჩადენილი „გმირობების“ მოსაყოლად.
5. გულგრილობა
სიტყვები „რა კარგად გამოიყურები“ შენ სხვა მამაკაცებისგან გესმის, და არა მისგან. სამსახურში შეგვიანება და ღამის ზარები შენ ტელეფონზე მას სულაც არ აინტერესებს. იმედი აღარ გაქვს მის დახმარებაზე და მხარდაჭერაზე. პრობლემის არსებობა, გაციება ან უბრალოდ ცუდი განწყობა გაიძულებს დაურეკო შენს მეგობრებს, და არა მას.
6. ინტერესი სხვა ქალების მიმართ
სულ უფრო ხშირად ამჩნევ, როგორ უყურებს გამვლელ გოგონებს. არავინ არ უარყოფს მტკიცებას, რომ შესანიშნავი სქესის წარმომადგენლების ყურება - ჩვეული საქმეა მამაკაცებისთვის. ეს წმინდა წყლის ფიზიოლოგიაა. მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა კარგი.
7. უსაფუძვლო ეჭვიანობა
ის დღეში ხუთჯერ გირეკავს და აკონტროლებს ყოველ შენს ნაბიჯს. საეჭვოა, რომ ეს მეტყველებდეს უსაზღვრო სიყვარულზე. უფრო სწორად, უნდობლობაზე მეტყველებს. ის შენ საკუთრებად გთვლის, და საეჭვოა რომ ოდესმე შეცვალოს საკუთარი აზრი.
8. მას არ სურს სერიოზული ურთიერთობები
მისი დევიზია - შეგხვდეს, დრო გაატაროს და დაგშორდეს. ის არ ჩქარობს გაგაცნოს თავისი მეგობრები და ნათესავები. შენ აბსოლუტურად არ გაწყობს ასეთი ვითარება, და ახლო მომავალში ალბათ ეს ყველაფერი მოგბეზრდება. შენ გსურს გქონდეს საკუთარი ოჯახი, შვილები, მას კი ასეთი იდეა გულზე არ ეხატება. საუკეთესო ვარიანტია - ჰკითხო მას თქვენი ერთობლივი ცხოვრების მომავალი გეგმების შესახებ. თუ მას არ მოუნდება არაფრის შეცვლა, მაშინ ღირს დაფიქრება - გჭირდება ეს ყველაფერი?
9. ვნებების შენელება
სად წავიდა ის ნაპერწკალი და მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, რომელსაც მუდმივად განიცდიდით? შენ აღარ განიცდი ეიფორიას მისი ერთი გამოხედვიდად. თუ გიმძიმს და არ იცი, საით მიექანება თქვენი ურთიერთობები, უბრალოდ გაუშვი ადამიანი ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად.
10. უგულებელყოფა
მას მუდმივად ეცვლება გეგმები, შენ კი ამის შესახებ სრულიად შემთხვევით იგებ. შენ მუდმივად იჭერ მას ტყუილში. მას შეუძლია არაფერი აგიხსნას, უცებ შეკრას ბარგი და გაემგზავროს. თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხარ, ის არ გაქრება ერთი კვირით მხოლოდ იმიტომ, რომ მას უბრალოდ მარტო ყოფნა უნდოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ის აუცილებლად შეგატყობინებს საკუთარი გეგმების შესახებ და არ დაგტოვებს მარტო გაურკვევლობასთან.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>