LIFE

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. საქმე ისაა, რომ 39 წლის მაკრონის მეუღლე, ბრიჯიტ ტრონიე 64 წლისაა. ბრიჯიტი მაკრონის მასწავლებელი იყო.

წყვილის ასაკობრივი სხვაობის შესახებ თავიანთ შეფასებებს დიდი მღელვარებით წერენ „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ისტორია არც პირველია და არც უკანასკნელი.

Trend.ge გთავაზობთ 9 ცნობილ ქალბატონს, რომლებიც თავისზე ასაკით პატარა მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები:

1. ტინა თერნერი - 2013 წელს მომღერალი დიდი ხნის სიყვარულზე, ერვინ ბაჰზე დაქორწინდა. ქორწინების დროს თერნერი 78 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 58-ის.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

2. მერი ტაილერ მური - მური რობერტ ლევინზე დაქორწინდა 1983 წელს. ის 47 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 29-ის. წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს. 

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

3. დემი მური - დემი მური დაქორწინდა ეშტონ კატჩერზე 2005 წელს. დემი მაშინ 43 წლის იყო, ხოლო ეშტონი 27-ის. 2013 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

4. ჯოან კოლინსი - 2002 წელს, 69 წლის ასაკში, მსახიობი დაქორწინდა 37 წლის პერსი გინსონზე. ისინი კვლავ ქორწინებაში არიან. 

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

5. ელიზაბეტ ტეილორი - ტეილორი ლარი ფორტენსკიზე დაქორწინდა 1991 წელს. ელიზაბეტი 59 წლის იყო, ხოლო ლარი 39-ის. წყვილი 1996 წელს გაშორდა.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

6. კეროლ ბარნეტი - ბარნეტი ბრაიან მილერზე 2001 წელს დაქორწინდა. პატარძალი 68 წლის იყო, ხოლო მისი ქმარი 45-ის. წყვილი კვლავ ერთადაა.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

7. ივანა ტრამპი - ივანა როსანო რუბიკონდიზე 2008 წელს დაქორწინდა. ტრამპი ქორწინების დროს 59 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 36-ის. ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. ივანა სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მეორე ქმარი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გახლდათ.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

8. ნორმა შირერი - შირერი 1948 წელს 46 წლის ასაკში დაქორწინდა 26 წლის მარტინ აროუზე. წყვილი ნორმას სიკვდილამდე 1983 წლამდე ერთად ცხოვრობდა.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ

9. ედიტ პიაფი - ის ტეო სარაპოზე 1962 წელს დაქორწინდა. პიაფი 46 წლის იყო ქორწინების დროს, ხოლო მისი ქმარი 26-ის. პიაფისთვის ეს მეორე ქორწინება იყო.

9 ვარსკვლავი ქალი, რომლებსაც თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქმრები ჰყავთ



<a href="http://www.ranker.com/">http://www.ranker.com/</a>