ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეების განსაკუთრებულად აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების მიზნით, საქართველოში უკვე მე-4 სეზონია ყოველწლიური ფესტივალი Tbilisi Wedding Fair იმართება.
რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ პირადი, განუმეორებელი ფესტივალი მოიწყოს? - იდეა, შემოქმედი და გარემო. სწორედ მათ აღმოსაჩენად "Triangle“-სა და მეიდან ჯგუფის ერთობლივი თანამშრომლობით საქორწილო ფესტივალი ყოველწლიურად ეწყობა. ფესტივალის საერთაშორისო პრაქტიკა უკვე წლებია სხვა ქვეყნებში არსებობს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში, როგორც მონაწილეთათვის, ასევე სტუმრებისთვის, Wedding Fair ფასიანია. ფესტივალის ქართული ვერსიას კი ორგანიზატორები, მონაწილეებსაც და სტუმრებსაც უსასყიდლოდ სთავაზობენ.
Tbilisi Wedding Fair მიზანი ის არის, რომ ნიჭიერი, საავტორო ხედვის მქონე ადამიანებს საშუალება მისცეს ფართო საზოგადოების წინაშე გამოიტანოს მისი შემოქმედება თუ იდეა. ამ დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ წამყვანი ივენთ კომპანიების, დიზაინერების, ფლორისტების, დეკორატორების, მხატვრების, ვიზაჟისტებისა და კონდიტერების შემოქმედება საქორწილო თუ სადღესასწაულო თემაზე. ფესტივალის ორგანიზატორების მთავარი მიზანია, მასში მონაწილე ყველა კომპანიის ნოვატორული ხედვა და ახალი საქორწილო კონცეფციები წარუდგინოს დამთვალიერებელს და საჭიროების, სურვილის შემთხვევაში შესთავაზოს მათ კონსულტაციაც.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დროის სვლასთან ერთად ვითარდება და იხვეწება, ცდილობს დღესასწაულების ახალი ხედვა და იდეა შესთავაზოს ნებისმიერ მსურველს, ეს არანაირად არ მოდის წინაარმდეგობაში არსებულ ტრადიციებთან.
"როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებები იმართება, დაინტერესებული ადამიანების უმრავლესობა პროდუქტზე ორიენტირებულია. შესაბამისად, ფესტივალში მონაწილე ნებისმიერ პირს, იქნება ეს ფლორისტი, ფოტოგრაფი, მხატვარი, დეკორატორი, დიზაინერი, კონდიტერი თუ სხვა, ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე, საშუალება ეძლევათ თავიანთი შესაძლებლობებისა და ხედვების დემონსტრირება მოახდინონ პოტენციური მომხმარებლის წინაშე" - განმარტავს TREND.-თან საუბარში ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი დეა მაჭავარიანი.
ორგანიზატორები ვერ იხსენებენ ერთ შემთხვევასაც კი, როცა ფესტივალში მონაწილე ივენთ კომპანიები თუ დამოუკიდებელი პირები, წლიდან წლამდე გამოთიშოდნენ ფესტივალს. იგი ყოველწლიურად იხვეწება და ყოველ ჯერზე ფესტივალის ახალ, განვითარებულ ვერსიას სთავაზობს სტუმრებს.
Tbilisi Wedding Fair-ის უპირატესობა ისიც არის, რომ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს სტარტაპ პროექტებს და სრულ თავისუფლებას აძლევს ნებისმიერ შემოქმედს საჯარო და რეალური გახადოს ის, რაზეც ოდესმე უფიქრია, რისი განხორციელების სურვილიც ოდესმე გასჩენია. გამომდინარე აქედან, ფესტივალი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ნებისმიერი შინაარსის სადღესასწაულო დღის მსურველის, იქნება ეს ქორწილი, ნიშნობის საღამო, დაბადებისდღე, კორპორატიული საღამო თუ სხვ., გემოვნების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.
Tbilisi Wedding Fair 2017-ს 30 მაისს, ილიას ბაღის კომპლექსი და მასში მდებარე "Garden Hall“ უმასპინძლებს, რომელიც, თავის მხრივ, ისტორიული თვალსაზრისითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, მე-19 საუკუნის შენობა-ნაგებობაა და როგორც სივრცე, მონაწილეთათვის, ფრთების გაშლის საშუალებასაც იძლევა. გარემოში ერთმანეთთან ინტეგრირებულია, როგორც შიდა ასევე ღია სივრცეები.
ფესტივალილს ფარგლებში სასტუმროები, შატოები, კაფეები თუ რესტორნები, ინსცენირებული ლოკაციების სახით წარმოადგენენ ალტერნატიულ ხედვებს. ტურისტული კომპანიები და ავიაკომპანიები წარადგენენ საქორწილო მოგზაურობების ხედვებს, გამოფენის სახით წარმოდგენილი იქნება ძველი მანქანების კოლექციაც. შეფ მზარეულები, კონდიტერები და “food stylist”-ები წარმოგვიდგენენ საქორწილო და სადღესასწაულო მაგიდის დიზაინს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასვხა საქორწილო და სადღესასწაულო დიზაინერის საქორწილო კაბების კოლექცია, ფოტო და ვიდეო გადაღების ახალი კონცეფციები. ეს უკანასკნელი, გამოდგება, როგორც პოტენციური მომხმარებლის სადღესასწაულო იდეად, ასევე ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გართობის საშუალებადაც.
მაგალითად, სტუდიო "ქლიქი", რომელიც სტარტაპია და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფოტო მომსახურებას ნებისმისმიერ, მისთვის სასურველ სივრცეში სთავაზობს, პირველად იღებს მონაწილეობას ფესტივალში და ფესტივალის ოფიციალურ პარტნიორადაც გვევლინება.
შესაძლოა ითქვას, რომ Tbilisi Wedding Fair პოზიტივის, სილამაზის, ღიმილისა და განწყობის ფესტივალია, ვინაიდან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადამიანს, მონაწილეს, ორგანიზატორსა თუ სტუმარს იგი განსაკუთრებული სარგებლის მიღების შესაძლებლობას უქმნის. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია და ორგანიზატორების თქმით, ახალ მე-4 სეზონზე, ფესტივალი, როგორც სტუმრებს, ასევე მონაწილეებს ძალიან ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.
თემები: ქორწილი, განსხვავებული, ინოვაციური სამზარეულო, ინოვაცია, ფესტივალი, Tbilisi Wedding Fair 2017, იდეა, ახალი
Trend.ge