მეგან მარკლის მამის გარშემო სკანდალი მძიმდება - ჰარისა და მეგანს შესაძლოა სასახლე კიდევ უფრო გაემიჯნოს
- 26.10.2026
მეგან მარკლის ოჯახში ატეხილმა სკანდალმა შესაძლოა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ურთიერთობა სამეფო ოჯახთან კიდევ უფრო გაართულოს. თომას მარკლ უფროსს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მასალების შენახვაში ადანაშაულებენ.
ბრალდებები მისმა ვაჟმა, თომას მარკლ უმცროსმა, გაახმაურა.
გამოცემა Page Six-ის წყაროების ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლე შესაძლოა ჰარისა და მეგანს ამჯერადაც გაემიჯნოს, რათა სკანდალში არ ჩაერთის და მონარქიის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.

სამეფო ოჯახის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა კინსი სკოფილდმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა მეფე ჩარლზ III უფრო მკაცრი პოზიციის დაკავება აიძლოს საკუთარი ვაჟისა და რძლის მიმართ.
„სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კერძო პირები არიან და, დროა, სასახლემ ეს გამიჯვნა ყველასთვის ნათელი გახადოს“, - განაცხადა სკოფილდმა.
მისი თქმით, ბუკინგემის სასახლე, სავარაუდოდ, ამ ამბავზე განცხადებას არ გააკეთებს, რადგან საქმე კერძო პირებს ეხება და სამეფო ოჯახს მათი ქცევის ახსნა ან დაცვა არ ევალება.
რა ხდება მეგან მარკლის ოჯახში
გასულ კვირას თომას მარკლ უმცროსმა მამამისი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მასალების შენახვაში დაადანაშაულა. ამ განცხადებას ოჯახში უთანხმოება მოჰყვა. მეგანის დამ, სამანტა მარკლმა, ძმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის შესაძლოა ამ გზით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობდეს.
მეგან მარკლმა კი განმარტა, რატომ გაწყვიტა მამასთან ურთიერთობა. მისი თქმით, მამის შესაძლო კავშირების შესახებ იცოდა და შვილების უსაფრთხოების გამო მასთან კონტაქტი შეწყვიტა.
„იმედი მაქვს, ახლა ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მამასთან დისტანცირებისა და ჩვენი შვილებისთვის მასთან ურთიერთობის აკრძალვის ერთადერთი მიზეზი მათი დაცვა იყო“, - დაწერა მეგანმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, გადაწყვეტილება სწორედ შვილების უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, მეგანმა მამის შესახებ შესაძლო ბრალდებების შესახებ რვა წლის წინ შეიტყო. მაშინ სამეფო დაცვის სამსახურში ანონიმური წერილი მივიდა, რომელიც მოგვიანებით მას გადასცეს.
მედიის ინფორმაციით, წერილის ავტორი თომას მარკლის პირველი მეუღლე, როსლინ ლავლესი იყო. ისინი 1964-1975 წლებში იყვნენ დაქორწინებული და ორი შვილი - სამანტა და თომას უმცროსი - ჰყავდათ.
The New York Post-ის ცნობით, წერილში ლავლესი ამტკიცებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ფილიპინებში გაემგზავრა, რადგან იქ, მისი სიტყვებით, „12 წლის ასაკში სექსუალური ურთიერთობა კანონიერია“. ფილიპინებში სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის კანონით განსაზღვრული ასაკი 2022 წელს 16 წლამდე გაიზარდა.
რას ამბობდა თომას მარკლის პირველი მეუღლე
2019 წელს, პრინც არჩის დაბადების შემდეგ, როსლინ ლავლესმა The Mirror-თან ინტერვიუში ყოფილ მეუღლეს „საშინელი მამა“ უწოდა. მისი თქმით, მეგანი შეცდებოდა, თუ მამასთან ურთიერთობას გააგრძელებდა, რადგან კარგად იცნობდა მის ხასიათს.
ლავლესის მტკიცებით, თომასი მას არაერთხელ ღალატობდა, აგრესიულად იქცეოდა, შვილების შესანახად ფულს არ აძლევდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა. ის ამბობდა, რომ მეგანს მამის ნდობა არ უნდა ჰქონოდა და პრინც არჩის მშვიდ ოჯახურ გარემოში გაზრდის უფლება ეკუთვნოდა.

როსლინ ლავლესი 2024 წელს გარდაიცვალა. თომას მარკლთან განქორწინების შემდეგ, 1979 წელს, ის დორია რაგლენდზე დაქორწინდა — მეგანის დედაზე. მათი ქორწინება რვა წელს გაგრძელდა. მოგვიანებით დორიამ თომასს მშობლის უფლებები ჩამოართვა, თუმცა მეგანმა მოზარდობის ასაკში მამასთან ურთიერთობა აღადგინა.
თომას მარკლი ბრალდებებს უარყოფს
თომას მარკლი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. Daily Mail-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ არასოდეს ჰქონია სქესობრივი კავშირი 18 წლამდე ასაკის პირთან. ბრალდებებს მან „ავადმყოფური ტყუილი“ უწოდა და თქვა, რომ არ ესმის, რატომ მოექცა მას საკუთარი ვაჟი ასე.
ამჟამად თომას მარკლი სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება, სადაც ინსულტის შემდეგ მკურნალობას გადის.
თემები: მეგან მარკლი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია