სტილი

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

გთავაზობთ 10 ვარსკვლავის ფოტოს, რომელთა ცხოვრებაც, ვფიქრობთ, სავსეა ცხოვრებისგან ტკბობითა და სიამოვნების მიღებით, ვიდრე მტანჯველი დიეტებით და რაც მთავარია, ჭარბი წონა მათ სულაც არ ადარდებთ.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

1. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი - ის ორი შვილის დედაა და წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ჯენიფერი ამბობს, რომ ეს მას არ აწუხებს. ის ამბობს, რომ თავს ახლა უფრო ბედნიერად და უფრო ქალურად გრძნობს, ვიდრე ოდესმე და არ აპირებს წონაში დაკლებას.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

2. ევა ლონგორია - ეს მშვენიერი ქალბატონი 2016 წელს მესამედ დაქორწინდა და ისე გაიტაცა თაფლობის თვემ, რომ მას ყველაფერი დაავიწყდა რაც დიეტასა და ფიგურის გაფრთხილებას უკავშირდება. თუმცა ეს არც ევასა და არც მის ქმარს არ ადარდებთ. ისინი ყოველთვის ერთად არიან და პაპარაცების წინაშე ვნებიან ალერსს არ ერიდებიან.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

3. კელი კლარკსონი - მომღერალი ყოველთვის პუტკუნა იყო, მაგრამ ის ვარჯიშითა და დიეტით ახერხებდა ფორმის შენარჩუნებას. როდესაც კელი დაქორწინდა და ორი შვილის დედა გახდა, მან შეწყვიტა დარდი წონაში მატებაზე. მიუხედავად კრიტიკისა, ის დღეს ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებულია და რაც მთავარია, აღარ იტანჯება დიეტით.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

4. რასელ ქროუ - ამ ადამიანში რთულია ცნობილი გლადიატორის ამოცნობა, მაგრამ რასელი ყოველთვის მზად არის, რომ როლისთვის შეიცვალოს და ძველ ფორმას დაუბრუნდეს. სხვა შემთხვევაში მსახიობს თავისი წონა არ ადარდებს. რასელ ქროუ ამბობს, რომ ზედმეტი კილოგრამები სასიამოვნოც კია.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

5. ტაირა ბენკსი - მისი წონა მოდელობისთვის ყოველთის გადაჭარბებულად მიიჩნეოდა. 2006 წლის შემდეგ ტაირამ 8 კგ მოიმატა და ეს დიდად არ ადარდებს. აქვს საკუთარი ბიზნესი, ზრდის ვაჟს და ხშირად ჩნდება საჯარო შეხვედრებზე.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

6. კელი ოზბორნი - გამხდარი არასოდეს ყოფილა, თუმცა 2013 წელს თავყვანისმცემლები ნამდვილად გააკვირვა, როცა საზოგადოების წინაშე საოცრად გამხდარი წარსდგა, თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა.კელი დაღალა დიეტებმა. ახლა ამბობს, რომ ბედნიერია და აკმაყოფილებს თავისი გარეგნობა.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

7. ვინ დიზელი - როდესაც 2015 წელს მსახიობი პაპარაცებმა წელს ზემოთ შიშველი“ გამოიჭირეს“, მისმა სხეულმა ყველა გააკვირვა, თუმცა როგორც ცნობილია, ვინს სწრაფად შეუძლია ფორმაში ჩადგეს.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

8. ქეით უინსლეტი - ქეითს ჰოლივუდის შესაფერისად არასოდეს მიიჩნევენ, მას არასოდეს ჰქონია სრულყოფილი ფიგურა, სტანდარტების შესაბამისი. მსახიობს ეს არ ადარდებს და თავს კომფორტულად გრძნობს. მას არასოდეს უზრუნია იმაზე, რომ ჰოლივუდის სტანდარტების ყოფილიყო.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

9. ჯენიფერ ლოურენსი - ჯენიფერი ვერ იტანს დიეტებს, უყვარს ჭამა და ამას გულწრფელად აღიარებს. 5 წლის წინ ის ბევრად უფრო გამხადრი იყო, ახლა მოპუტკუნდა.

ვარსკვლავები, რომლებსაც ზედმეტი კილოგრამები არ ადარდებთ

10. ადელი - ბრიტანელ დივას წონის გამო ხშირად აკრიტიკებენ. 2015 წელს ადელმა მცირედით დაიკლო წონაში, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.



brightside.me