1. ვერძი - თქვენთვის აუცილებელია რომ საძინებელი ნათელ ფერებში იყოს გადაწყვეტილი. მოგწონთ გაფორმება გეომეტრიული ფიგურებით და გიყვართ ნივთები, რომლებსაც არასოდეს გამოიყენებთ. დისკომფორტი იქნება თქვენთვის თუ ოთახს ძალიან გააფერადებთ.
2. კურო - შექმენით მსუბუქი ატმოსფერო, მსუბუქი და ჰაეროვანი ფერებით. ასეთი ფერების პალიტრა დადებით გავლენას მოახდენს თქვენზე. ვიცით, რომ ჯიუტი ხართ, მაგრამ ნუ უგულებელყოფთ თქვენი პარტნიორის იდეებს და საძინებლის მოწყობის დროს გაითვალისწინეთ მისი აზრიც.
3. ტყუპები - თქვენი საძინებელი უნდა იყოს მყუდრო სივრცე, სადაც თქვენი უნიკალური სტილი იქნება გამოხატული. შეგიძლიათ ზოლებიანი ბალიშები გქონდეთ. საძინებელი თქვენთვის დათქვენი მეგობრებისთვის საუბრის საყვარელი ადგილია, ამიტომაც ის მაქსიმალურად მყუდრო უნდა იყოს.
4. კირჩხიბი - თქვენი საძინებელინათელ ფერთა გამა უნდა იყოს, სახალისო და პატარა დეკორაციული ელემენტებით გაფორმებული. თავი დაანებეთ ძველი ნივთების ოთახში თავმყორას. ის ცუდ გავლენას ახდენს თქვენს აურაზე და საძინებელს მოსაწყენს ხდის.
5. ლომი - ხართ თავდაჯერებული, ელეგანტური, გიყვართ გლამურული გარემო. თქვენი შესაფერი მდიდრული, სამეფო დეკორაციაა, მხოლოდ ასეთ გარემოში იგრძნობთ თავს კომფორტულად. თქვენთვის სასიამოვნოა სხვადასხვა ორნამეტებით დაპრინტული თეთრეული.
6. ქალწული - პრაქტიკულ ქალწულებს აუცილებლად დიდი საძინებელი უნდა ჰქონდეთ, მათთვის დიდი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე პროპორციებისა და სიმეტრიის დაცვა ავეჯის განლაგებისას.
7. სასწორი - სასწორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დახვეწილი იყოს მისი საძინებელიც. მოსწონთ „პრინცესული“ ნივთები და დეკორაცია. ამით ისინი საკუთარ თავს გამოხატავენ. არ უყვართ ძველი ნივთები.
8. მორიელი - ფილოსოფიურები და იდეებით სავსე ხართ. საძინებელიც გამორჩეული და კრეატიული შეგეფერებათ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. თავს ვერ იგრძნობთ კომფორტულად, თუ თქვენი საძინებელი რაიმით სხვების მსგავსი იქნება. აუცილებლად შეარჩევთ ისეთ დეტალს, რომელიც ყველასგან გამოგარჩევთ.
9. მშვილდოსანი - თქვენს საძინებელში აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს თავისუფლება, გიყვართ სიმწვანე, ამიტომაც კომფორტულად იგრძნობთ თავს, თუ ოთახში მცენარეები გექნებათ. თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ოთახში ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. მოგწონთ ქაოსი, არ გიყვართ ისეთი გარემო, სადაც ყველაფერი იმდენად მოწესრიგებულია, რომ ხელს ვერაფერს ახლებთ.
10. თხის რქა - არ მოგწონთ ისეთი დეკორაცია, როცა ყველაფერი ერთ ფერშია გადაწყვეტილი. მოგწონთ სიჭრელე და ფერთა ფართო პალიტრა, საბავშვო დეკორი. თავს კომფორტულად მხოლოდ ასეთ გარემოში გრძნობთ.
11. მერწყული - დიდ პატივს სცემთ ხელოვნებას, ამიტომაც მხოლოდ ისეთ საძინებელში იგრძნობთ თავს კომფორტულად, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
12. თევზები - მგრძნობიარე და რომანტიკულ თევზებს მოსწონთ რომანტიკული გარემო და ამიტომ საძინებელიც ასე უნდა ჰქონდეთ მოწყობილი. საძინებელი - ეს უნდა იყოს ადგილი, რომელიც თქვენი ოცნებების ინსპირაციის წყარო იქნება და დადებით ემოციებს მოგიტანთ. ასევე გიყვართ ნივთები ძველი ეფექტით. ასეთი ნივთები თქვენს განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.
თემები: ქალი, სექსუალური ქალი, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, საძინებელი
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია