Glovo: GTA VI-ის გამოსვლის ღამეს საქართველოში საკვების შეკვეთები 56%-ით გაიზარდა - რომელ საათზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა?
- 27.11.2026
GTA VI-ის გამოსვლის ღამეს საქართველოში მომხმარებლებმა სახლში დარჩენა, თამაში და საკვების შეკვეთა ამჯობინეს.
შუაღამიდან დილის 7 საათამდე საქართველოში Glovo-ს შეკვეთების რაოდენობა, წინა კვირის იმავე ღამესთან შედარებით, ერთ მესამედზე მეტით გაიზარდა.
ყველაზე მაღალი ზრდა ღამის 03:00-დან 04:00 საათამდე დაფიქსირდა, ამ პერიოდში შეკვეთების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა, რადგან ბევრი მოთამაშე თამაშს მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდა.
ყველაზე დიდი მოთხოვნა სწრაფი კვების ობიექტებზე დაფიქსირდა. შეკვეთების რაოდენობის ყველაზე მაღალი ზრდა McDonald’s-ში, KFC-სა და Wendy’s-ში აღინიშნა.
ამ სამ ბრენდზე იმავე ღამით დამატებითი შეკვეთების ნახევარზე მეტი მოდიოდა. ღამის საათებში სურსათის შეკვეთების რაოდენობაც დაახლოებით მესამედით გაიზარდა მომხმარებლები ხანგრძლივი თამაშისთვის საჭირო პროდუქტებს იმარაგებდნენ.
„მასშტაბური კულტურული მოვლენები ადამიანების კვებით ჩვევებზე გავლენას ახდენს და GTA VI-ის გამოსვლა ამის ერთ-ერთი მაგალითია.
ჩვენი პლატფორმა, პარტნიორი რესტორნები და კურიერები მზად იყვნენ ჩვეულებრივზე მეტად დატვირთული ღამისთვის.
მოხარული ვართ, რომ მოთამაშეებს დილამდე ენერგიის შენარჩუნებაში დავეხმარეთ“, - განაცხადა არტემ კოლოსიუკმა, Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია