LIFE

WIZZ AIR-ი მგზავრებს სადღესასწაულო სეზონის წინ თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

WIZZ AIR-ი მგზავრებს სადღესასწაულო სეზონის წინ თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

ავიაკომპანია მომხმარებლებს მხოლოდ ოფიციალური არხებით უკავშირდება და ელფოსტით ბარათის ან საბანკო ანგარიშის მონაცემებს არასდროს ითხოვს

თბილისი, 27 ნოემბერი, 2026 - სადღესასწაულო პერიოდში მილიონობით მგზავრი მოგზაურობისთვის ემზადება და Wizz Air-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ისეთი შეტყობინებების გახსნისას, რომლებიც თითქოს ავიაკომპანიის სახელით იგზავნება. თაღლითები პერსონალური და საგადახდო მონაცემების მოსაპარად რეგულარულად ავრცელებენ ყალბ ელექტრონულ წერილებს, SMS-შეტყობინებებსა და სოციალური ქსელების პოსტებს, რომლებშიც Wizz Air-ის სახელს, ლოგოსა და დიზაინს იყენებენ. კიბერუსაფრთხოება ავიაკომპანიის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ აქტიურად ებრძვის როგორც თაღლითებს, ისე თავისი სახელის უკანონო გამოყენებას.
ასეთ შეტყობინებებში მომხმარებლებს ხშირად უფასო ბილეთებს, ვაუჩერებს ან თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან, ან ჯავშანში გადაუდებელი ცვლილებების შესახებ აუწყებენ. შეტყობინებაში მითითებული ბმული ყალბ ვებგვერდზე მიიყვანს ადრესატს, სადაც მას ბარათის მონაცემების, პაროლების ან სხვა პირადი ინფორმაციის შეყვანას სთხოვენ.
როგორ უკავშირდება Wizz Air-ი მომხმარებლებს :
იმისთვის, რომ მგზავრებმა ნამდვილი შეტყობინება ყალბისგან მარტივად გაარჩიონ, Wizz Air-ი მათ მოუწოდებს, გაითვალისწინონ შემდეგი:

  • ელფოსტას ავიაკომპანია მხოლოდ თავისი ოფიციალური მისამართებიდან აგზავნის. სხვა მისამართიდან მოსული ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც Wizz Air-ის სახელით იგზავნება, საეჭვოდ უნდა ჩაითვალოს.

  • Push-შეტყობინებებს ავიაკომპანია WIZZ-ის ოფიციალური აპლიკაციით აგზავნის. რეისის განახლებებსა და სამოგზაურო ინფორმაციას აპლიკაციის მომხმარებლები პირდაპირ სმარტფონზე იღებენ.

  • ელფოსტით ავიაკომპანია საბანკო ბარათის ან ანგარიშის მონაცემებს არასდროს ითხოვს. Wizz Air-ი მომხმარებლებს არასდროს სთხოვს ბარათის ნომრის, უსაფრთხოების კოდის, PIN-კოდის ან საბანკო ანგარიშის ინფორმაციის გაზიარებას ელფოსტით ან შეტყობინებაზე პასუხად.


Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ განაცხადა:  
„სადღესასწაულო სეზონი წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია როგორც ჩვენი მგზავრებისთვის, ისე, სამწუხაროდ, თაღლითებისთვისაც. გვსურს, რომ ყველა მომხმარებელმა მშვიდად იმოგზაუროს. თუ შეტყობინება საეჭვოდ გამოიყურება ან თქვენგან ბარათის ან საბანკო ანგარიშის მონაცემებს ითხოვს, ბმულზე არ გადახვიდეთ. გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლი და თქვენი WIZZ ანგარიშის პაროლი არასდროს გაუზიაროთ სხვას. თაღლითებს შეუძლიათ Wizz Air-ის სახელით სოციალურ ქსელებში არაოფიციალური გვერდები შექმნან და კომპენსაციის მიღების ან მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისების სანაცვლოდ თანხა მოითხოვონ. მოგზაურობის სამართავად ყველაზე უსაფრთხო გზა WIZZ-ის აპლიკაციით სარგებლობა ან wizzair.com-ზე პირად ანგარიშში შესვლაა.“
მოგზაურობას უსაფრთხოდ მართეთ: გამოიყენეთ WIZZ-ის აპლიკაცია ან wizzair.com
Wizz Air-ი მომხმარებლებს ურჩევს, ჩამოტვირთონ WIZZ-ის ოფიციალური აპლიკაცია და მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მაგალითად, რეისზე რეგისტრაცია, დამატებითი სერვისების შეძენა ან ფრენის სტატუსის შემოწმება, სწორედ მასში შეასრულონ:

ალტერნატივის სახით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ ანგარიშში wizzair.com-ზე პირდაპირ შევიდნენ, ოღონდ საიტის მისამართი ბრაუზერში ხელით უნდა აკრიფონ და არა შეტყობინებებში მოცემული ბმულები გამოიყენონ.
რჩევები თაღლითური შეტყობინების ამოსაცნობად:

  • ყურადღებით შეამოწმეთ გამომგზავნის ელფოსტის მისამართი და არა მხოლოდ მისი სახელი;

  • ფრთხილად მოეკიდეთ საეჭვო შეთავაზებებს, მაგალითად, უფასო ან ძალიან დიდი ფასდაკლებით შემოთავაზებულ ბილეთებს;

  • არ გადახვიდეთ ბმულებზე და არ გახსნათ მიმაგრებული ფაილები ისეთ მოულოდნელ შეტყობინებებში, რომლებიც სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს;

  • ელფოსტაზე პასუხად არასდროს გააგზავნოთ საბანკო ბარათისა და ანგარიშის მონაცემები ან პაროლები;

  • ეჭვის შემთხვევაში შედით WIZZ-ის აპლიკაციაში ან wizzair.com-ზე და ჯავშანი უშუალოდ იქ გადაამოწმეთ.


Wizz Air-ი მადლობას უხდის მგზავრებს მუდმივი ნდობისთვის და ყველას უსაფრთხო, ბედნიერ და მშვიდ მოგზაურობას უსურვებს სადღესასწაულო დღეებში. ავიაკომპანია მგზავრებს თავის ბორტზე მომდევნო კვირებშიც და ახალ წელსაც მოუთმენლად ელოდება.
WIZZ AIR-ის შესახებ
Wizz Air-ის ფლოტში Airbus-ის A320-ისა და A321-ის ტიპის 275 საჰაერო ხომალდია. ავიაციისადმი თავდადებული პროფესიონალების გუნდი მგზავრებს უმაღლესი დონის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს სთავაზობს. 2025 წელს Wizz Air-ი 68,6 მილიონმა მგზავრმა აირჩია. WIZZ Holidays-ის მეშვეობით ავიაკომპანია კონკურენტულ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს ტურისტულ პაკეტებს, რომლებიც Wizz Air-ის ფრენებს, საგულდაგულოდ შერჩეულ საცხოვრებელსა და სამოგზაურო სერვისებს აერთიანებს მთელ მარშრუტულ ქსელში. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება Wizz Air-ის აქციები (ტიკერი: WIZZ). უსაფრთხოებისა და პროდუქტის შეფასების მსოფლიოში ერთადერთმა სარეიტინგო სააგენტომ, airlineratings.com-მა, კომპანია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის დაასახელა, ხოლო 2019 და 2023 წლებში Air Transport Awards-მა მას „წლის ავიაკომპანიის“ წოდება მიანიჭა. 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“ აღიარეს. 2026 წელს საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის გლობალურ რეიტინგში ავიაკომპანიების გამონაბოლქვის მიხედვით Wizz Air-მა მეორე ადგილი დაიკავა, რაც გამონაბოლქვის ინტენსივობის შემცირების მიმართულებით ჩატარებული მუშაობის შედეგია.