ვარსკვლავებმა კარგად იციან რომ პოპულარობა და ბევრი ფული მუდმივი არ არის, ამიტომ მათი დიდი ნაწილი ცდილობს კინო და მუსიკალური კარიერის პარალელურად ბიზნესშიც სცადოს ბედი და ეს წარმატებით გამოსდით.
ამის მაგალითი ეს ათი ვარსკვლავი გახლავთ.
1. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბამ 2011 წელს შექმნა კომპანია, რომელიც ბაზარზე ბავშვის ეკოლოგიურად სუფთა კოსმეტიკურ და საყოფაცხოვრებო პროდუქტს აწარმოებს. ბოლო მონაცემებით მისი ბიზნესის შემოსავალი 1.7 მილიარდი დოლარია. გასულ წელს ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსით „ფორბსის“ სიაშიც კი მოხვდა.
2. არნოლდ შვარცენეგერი
მრავალი ჯილდოს მფლობელი მსახიობი უკვე წლებია რაც საკუთარ საწარმოს ფლობს, სადაც საშენ მასალს, კერძოდ კი აგურს აწარმოებს. სწორედ ამის წყალობით გახდა ის ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში მილიონერი.
3. დები ოლსენები
ისინი აღიარებული და წარმატებული დიზაინერები არიან. მერი-კეიტ და ეშლი ოლსენები ორჯერ გახდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელები როგორიცაა - „ქალის ტანსაცმელის საუკეთესო დიზაინერი“.
4. სანდრა ბულოკი
სანდრას შეუძლია გადაიღოს საკუთარი ფილმები, რადგან მის მფლობელობაშია კინოკომპანია Fortis Films, რომლის ანგარიშზეა 12 ფილმი, მათ შორის „მის კონგენიალურობა“. გარდა ამისა, ბულოკს აქვს საცხობი, ყავისა და საჩუქრების მაღაზია. ის წარმატებული ქალი - ბიზნესვუმენია.
5. ბრედ პიტი
ბრედი 2012 წლიდან საკუთარ ავეჯის საწარმოს ფლობს. მან დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი 20 წლიანი გამოცდილება დიზაინერ Frank Pollar-ის საშუალებით მსოფლიოს გააცნო. ავეჯის კოლექციას Pitt-Pollaro ჰქვია და გაყიდვაში აქვთ სასადილო მაგიდები, სამზარეულოს ბარი, სკამები და საძინებელი კომპლექტი.
6. ჯეი ზი
რეპის წარმატებული მაგნატი, დამფუძნებელი და თანამფლობელია ისეთი პოპულარული ხმის ჩამწერი სტუდიის, როგორიც Roc-A-Fella Records-ი. მის მფლობელობაშია ღამის კლუბი, საკალათბურთო კლუბი NBA Brooklyn Nets, სპორტული კლუბების ქსელი და Rocawear-ის ტანსაცმლის ხაზი.
7. მადონა
უამრავი მსახიობი და მომღერალი ცდილობს ფული საკუთარი მემუარების წერით იშოვოს, მადონა კი სხვა გზით წავიდა და საბავშვო მოთხრობები დაწერა. მისი პირველი წიგნი რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და ის გახდა ყველაზე წარმატებული ავტორი დამწყებ მწერლებს შორის.
8. სელენ დიონი
გარდა იმისა, რომ ღვთაებრივი ხმის მფლობელია, წლების წინ მეუღლესთან ერთად შექმნა ბიზნეს კომპანია, რომლის ქვეშაც გაერთიანებულია რესტორნების ქსელი, ღამის კლუბები და გოლფის მოედნები. მაგრამ ყველაზე მომგებიანი მაინც მისი სახელობის სუნამო აღმოჩნდა, რომლის გაყიდვების შემოსავალმა სამ წელიწადში 800 მილიონი დოლარი შეადგინა.
9. რობერტ დე ნირო
მართალია, საკუთარი რესტორანი თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს, მაგრამ ამ სფეროში განსაკუთრებულად პოპულარული და წარმატებული მაინც რობერტ დე ნიროა. მსახიობი მსოფლიოში ყველაზე დიდი იაპონური რესტორნების ქსელის Nobu-ს მფლობელია. Nobu-ს რესტორნების რაოდენობა მსოფლიოს 28 ქალაქში - 32-ია.
10. სტინგი
მომღერალი სხვა დამწყებ მომღერლებს ეხმარება კარიერულ წინსვლაში. ამის გარდა იგი ფლობს საკუთარი სახელობის მაღაზიას იტალიაში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ზეითუნის ზეთი, თაფლი, ღვინო. სტინგი - ნიჭიერი მეღვინეა. ერთი წლის მანძლზე 30 ათასამდე ბოთლს აწარმოებს.
თემები: წარმატება, ბიზნესი, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>