წარსულის 9 ვარსკვლავი და თანამედროვე ცნობილი ადამიანები, რომლებიც მათ ძალიან ჰგვანან
- 09.07.2017
წარსულის ვარსკვლავებმა დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოებაზე, სტილზე, მოდაზე, სილამაზის სტანდარტებზე. იმდენად დიდი, რომ თანამედროვე სამყაროშიც მათ არაერთი მიმბაძველი ჰყავთ.
არსებობენ თანამედროვე ვარსკვლავები, რომლებიც ცდილობენ ძველი დროის ვარსკვლავებს მიბაძონ, თუმცა ზოგიერთი მიბაძვის გარეშეც გჰავს მათ:
1. ახალი ალი - კენდალ ჯენერი - სახეზეა ვიზუალური მსგავსება, ორივე მათგანს მსგავსი სილუეტი აქვს.
2. თანამედროვე ოდრი ჰეპბერნი - ემა უოტსონი - ორივე მსახიობს უყვარს შავი მოკლე კაბა, აქვთ ალტრუისტული ხედვები.
3. ანა ევერსი, თანამედროვე ბრიჯიტ ბარდო - ანა ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბრიჯიტს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტი მსახობი იყო, ხოლო ანა სამოდელო კარიერას მისდევს, მას თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლოდ ქცევას უწინასწარმეტყველებენ.
4. ახალი დაიანა, ბიონსე - დაიანას მსგავსად, ბიონსეს სუპერწარმატებული სოლო კარიერა აქვს. გარდა ამისა, არის მათ ვიზუალში რაღაც საერთო.
5. თანამედროვე ელიზაბეტ ტეილორი - კიმ კარდაშიანი - კიმის სტილი ძალიან ჰგავს ლეგენდარული მსახიობის სტილს - ღრმა დეკოლტე, ბრილიანტები.
6. ამალ კლუნი, თანამედროვე ჯეკი კენედი - ორი ელეგანტური ქალი, რომლებისთვისაც ოჯახის პატივისცემა მთავარია. ორივე მათგანი ძლიერ, გავლენიან და მომხიბვლელ მამაკაცზე დაქორწინდა. ჯორჯ კლუნის მეუღლის დახვეწილ სტილს ბევრი აქვს საერთო აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის სტილთან.
7. ახალი ნაომი კემპბელი, რიჰანა - ეს ორი ულამაზესი ქალი განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან, თუმცა არის მათ სილამაზეში რაღაც საერთო. განსაკუთრებული შარმი, მომხიბვლელობა, დამატყვევებელი მზერა.
8. ახალი პენელოპე კრუსი - ემილი რატაკოვსკი - პენელოპე ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობია თავისი თაობის წარმომადგენლებს შორის, მაშინ როცა ემილი ახლა იწყებს სამოდელო კარიერას. ხშირად ამბობენ, რომ მათ საერთო სექსუალური შტრიხები აქვთ.
9. თანამედროვე მიკ ჯაგერი - ჰარი სტაილსი - საერთო აქვთ როკ მუსიკისადმი სიყვარული და რა თქმა უნდა, თმა.
თემები: ჰოლივუდი, ვარსკვლავები, მსგავსება
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>