როგორ უნდა ჩაიცვათ 30 წლის ასაკში? - აუცილებელი რჩევები ქალებს ვარსკვლავების სტილისტისგან
- 10.07.2017
30 წლის ასაკის ქალს საკუთარი,ჩამოყალიბებული სტილი უნდა ჰქონდეს და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს სტილი მისია.
თუ ჯერ არ ხართ საკმარისად დარწმუნებული, თუ როგორია თქვენი სტილი, ნება მოგვეცით დაგეხმაროთ.
ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტი კიმ იაპი 30 წლის ქალებს სტილის ოთხ ძირითად წესს აცნობს. მაშ ასე, როგორ უნდა შეიმოსოთ ამ ასაკში:
1. უნდა იცოდეთ რა გიხდებათ, როგორი სამოსი უხდება თქვენს სილუეტს - კიმი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შესწავლილი გვქონდეს ჩვენი სხეული და მისი ყველა დეტალი.
„რთული წარმოსადგენია, რომ ყველანაირი სამოსი მოგიხდეთ. უნდა იცოდეთ კარგად ზომები. შეიძლება მოგეწონოთ მაისური, რომელიც მანეკენს აცვია, თუმცა სულ სხვაგვარი იყოს ის, როცა თქვენ ჩაიცვამთ“, - ამბობს კიმი.
სტილისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოსი იმიტომ კი არ უნდა ჩაიცვათ, რომ ის ტრენდულია, არამედ იმიტომ, რომ ის გიხდებათ. ტრენდული სამოსი შეიძლება სრულებით არ გიხდებოდეთ.
2. უპირატესობა მიანიჭეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს - თავად სტილისტს ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. ის ქალებს ურჩევს, რომ ისწავლონ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ლამაზად სიარული, დაამატონ ელეგანტური მოძრაობა. ეს ქალის სილუეტს მომხიბვლელს ხდის.
3. ინვესტიცია ჩადეთ სწორად შერჩეულ სამოსში - კიმი ამბობს,რომ როცა სამოსს ყიდულობს,დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სწორ არჩევანს აკეთებს და არასოდეს ყიდულობს გამოუსადეგარ ტანსაცმელს.
„როცა იცი საკუთარი სტილი, რა გიხდება, შეცდომას თითქმის არასოდეს უშვებ და ყიდულობ იმას, რასაც აუცილებლად ჩაიცვამ“, - ამბობს სტილისტი.
კარგი იქნება თუ შეავსებთ გარდერობს სამოსით, რომელიც ზუსტად თქვენი ზომისაა.
4. ტრენდული სამოსის ნაცვლად აირჩიეთ სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ და რომელიც გიხდებათ - კომფორტული სამოსი უმნიშვნელოვანესია. კიმი ამბობს, რომ ადამიანის თავდაჯერებულობა კომფორტულ სამოსთან პირდაპირ კავშირშია. როცა სამოსში თავს კომფორტულად გრძნობთ,თქვენ უფრო თავდაჯერებული ხართ.
თემები: სტილი, ტრენდი, ელეგანტურობა
<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია