თუ ხშირად მშობიარობა ან კოშმარები გესიზმრება, ნუ შეგეშინდება, რადგან შენ მარტო არ ხარ — ორსულობის პერიოდში უცნაურ სიზმრებს თითქმის ყველა ქალი უჩივის და ეს საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე). ამის მიზეზი, როგორც წესი, ხშირად ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული გაღიზიანება ხდება ხოლმე.
ორსულის სიზმრები ძალიან ცოცხალია, ზოგჯერ საკმაოდ ემოციურიც. ასეთ დროს, სასურველია განცდები ღიად გაუზიარო პარტნიორს, მეგობარს, ოჯახის წევრს ან გინეკოლოგის ასისტენტს. შენსავე სიზმრებზე ხმამაღლა საუბარი შვებას მოგგვრის, მომდევნო პერიოდში მათ კონტროლსაც ისწავლი და თანაც, გინეკოლოგი დაგარწმუნებს, რომ ამის შესახებ ნერვიულობა არ ღირს. ორსულებისთვის დამახასიათებელი ყველა სიზმრის აღწერა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე ძალიან გავრცელებული ხილვის შესახებ ვისაუბრებთ.
ეს სტატია შენთვისაა, თუ სხვა უამრავი ქალის მსგავსად, შენც გაწუხებს კითხვები:
რატომ მესიზმრება გამუდმებით უკვე დაბადებული ან გაზრდილი ბავშვი, მშობიარობა, წყალი, შენობები და მანქანის მართვა?
რატომ მესიზმრება, რომ ჩემი პატარა უკვე გარდილია?
პირველი ორსულობისას, შეიძლება ხშირად გესიზმროს, რომ მშობიარობ და უკვე გაზრდილ ბავშვს ან ჩამოყალიბებულ ადამიანს აჩენ. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეცნობიერი ღელავს, როგორ მოუვლის უმწეო ჩვილს, გაზრდილ ბავშვშში კი ნკლებ საფრთხეს ხედავს. ასევე, შესაძლებელია, შინაგანად იმის შესახებაც ნერვიულობ, მშობიარობის შემდგომ სამსახურს და ჩვეულ რეჟიმს როდის დაუბრუნდები ან გექნება თუ არა საკმარისი დრო, შენ პატარას ყურადღება რომ არ მოაკლო.
ასევე, მშობიარობის შიში ისეთ სიზმარსაც იწვევს, თითქოს შენი ბავშვი უეცრად არსაიდან გაჩდა.
რატომ მესიზმრება, რომ მანქანას ვატარებ? რატომ ვხედავ მუდმივად შენობებს?
ორსულობის პერიოდში, შენი სხეულის ცვლილება ხასიათის ცვლილებასაც იწვევს: შესაძლოა, გარკვეულ მომენტში მოგწონდეს ახალი, გამოკვეთილი ფორმები, ხან კი ამან დისკომფორტი შეგიქმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ემოციები სიზმრებზე მოქმედებს: მანქანის ტარება ცხოვრებისულ გზას ასახავს. დაგსიზმრებია, რომ დიდ სატვირთოს ან ავტობუსს მართავ და მანევრირება გიჭირს? ეს სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ სხეულის ახალი ფორმებისადმი შეგუება გიჭირს.
ორსულ ქალებს, ასევე, ხშირად შენობებიც ესიზმრებათ — უბრალო ოთახებით დაწყებული, უზარმაზარი ცათამბჯენებით დამთავრებული. ეს შენობები, შესაძლოა, ქარხნები ან გემთსაშენები იყოს. თუ გაიაზრებ, რომ იგივე პროცესები შენსავე სხეულში მიმიდნარეობს, სადაც ბავშვი ფორმირების ეტაპებს გადის, იმის მიხვედრაც ადვილია, რომ თვეების მატებასთან ერთად, სიზმარში დიდ შენობებს კიდევ უფრო ხშირად ნახავ.
რატომ მესიზმრება მუდმივად წყალი?
ორსულები სიზმარში ხშირად ხედავენ როგორც პატარა გუბეებს, ასევე ოკეანეებს. ცხოვრების დასაწყისში ადამიანიც წყლის არსებაა — ემბრიონი ხომ სითხით სავსე საშვილოსნოში ყალიბდება. ამიტომაც, ფეხმძიმობის პერიოდში, ხშირია წყლის ცხოველების ხილვებიც — მაგალითად, თევკომბალების და თევზების.
პირველ ტრიმესტრში, როდესაც საშვილოსნოში სითხის ჩამოყალიბება ხდება, ორსულებს ცურვაც ესიზმრებათ. საწყის ეტაპზე, სულ ცოტა, 36 კვირის თავზე კი შენ სხეულში 800-1000-მდე მილილიტრი სითხე გროვდება და თვეების მატებასთან ერთად, სიზმრები უფრო და უფრო დრამატული ხდება — თუ გიგანტური ტალღა გესიზმრება, შესაძლოა ძილში წყლებიც დაღვარე.
მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, რა გესიზმრება, მთავარია შენი სიზმრები პარტნიორს გაუზიარო: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალის ორსულობის დროს, პარტნიორი მამაკაციც უცნაურ სიზმრების ხედავს.
თემები: ძილი, ორსულობა, სიზმრები, ცუდი სიზმრები, უცნაური სიზმრები, უცნაური სიზმრები ორსულობის დროს, სიზმრები ორსულობის პერიოდში, ორსულობისას გავრცელებული სიზმრები, ორსულობა და ძილი
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a272/vivid-dreams-in-pregnancy#section1">babycentre</a>