მშობლები

კბილების ამოსვლა პატარებში: საწოვარა თუ ცერა თითი?

კბილების ამოსვლა პატარებში: საწოვარა თუ ცერა თითი?

გაგიკვირდება, მაგრამ ჩვილებს კბილების ამოსვლის პერიოდში პირში თითის ჩადებას სულ ტყუილად უკრძალავენ — ამ მოქმედებას საწოვარასთან შედარებით თავისი უპირტესობები აქვს. თუმცა, როდესაც საქმე გადაჩვევაზე მიდგება, შეიძლება ორივე მეთოდი პრობლემური გახდეს.

წარმოიდგინე, სრულიად შესაძლებელია, შენმა პატარამ თითის წოვა მანამ დაიწყო, ვიდრე ქვეყანას მოევლინებოდა: არსებობს ფოტოები, სადაც საშვილოსნოში არსებული ნაყოფი სწორედ ამ პოზაშია დაფიქსირებული — წოვა ბუნებრივი რეფლექსია, მას ჩვილები დასამშვიდებლად იყენებენ.

კბილების ამოსვლა პატარებში: საწოვარა თუ ცერა თითი?

თითის წოვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საწოვარას მსგავსად, იატაკზე არასოდეს დაგივარდება. ასევე, საჭირო არ არის, ბავშვის ტანსაცმელზე სამაგრით მიაბა, რომელიც შემდეგ ათას რამეს გამოედება და დისკომფორტს შეგიქმნით, როგორც შენ, ასევე — პატარას. რაც მთავარია, ბავშვი თავად აკონტროლებს, როდის ჩაიდოს თითი პირში.

პატარები, სავარაუდოდ, წოვას 3-4 წლის ასაკში ანებებენ თავს — ამ პერიოდში ახალ მეთოდებს სწავლობენ, როგორ შეიქმნან სიმშვიდის შეგრძნება. თუმცა, სტერსულ სიტუაციებში ან ძილში, შეიძლება კიდევ კარგა ხანს გაჰყვეთ ეს რეფლექსი. მეორე მხრივ, თუ შენი პატარა ბევრს ტირის და ატყობ, რომ უნდა, პირში რამე საგანი ჩაიდოს, საწოვარა სწრაფი და ეფექტური დამამშვიდებელია — ბავშვი სწრაფად წყნარდება და შენც დასვენების საშუალება გეძლევა. თუმცა, გახსოვდეს, რომ საწოვარას ხშირი მოხმარება შეიძლება ყურის ინფექციების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, შენ პატარას საწოვარა მხოლოდ მაშინ მიეცი, როდესაც დაძინებისთვის ამზადებ.

კბილების ამოსვლა პატარებში: საწოვარა თუ ცერა თითი?

არსებობს მოსაზრება, რომ საწოვარას მოხმარება შეიძლება ახალშობილის უეცარი გარდაცვალების პროფილაქტიკის საშუალება იყოს, თუმცა, საჭირო არ არის, ბავშვს საწოვარა მხოლოდ ამ მიზნით მისცე. ჩვილების სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად უამრავი სხვა მეთოდი არსებობს.

თუ ბავშვი ძუძუს კვებაზე გყავს, სასურველია საწოვარა მხოლოდ 1 თვის ასაკის შემდეგ მისცე: ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საწოვარამ ამ დროს შეიძლება ჩვილი დააბნიოს და ძუძუს მოთხოვნის რეფლექსი დაუქვეითოს. სხვა ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ საწოვარას მოხმარება იმ პერიოდს ამცირებს, რომელსაც ჩვილი ძუძუსთან ატარებს, შედეგად მკერდის სტიმულირება არასაკმარისად ხდება და შეიძლება, ამ ფაქტმა რძის მარაგის შემცირება გამოიწვიოს.

კბილების ამოსვლა პატარებში: საწოვარა თუ ცერა თითი?

თუ გადაწყვიტავ, რომ შენ პატარას საწოვარა მისცე, სცადე, 1 წლის ასაკის შემდეგ ნელ-ნელა გადააჩვიო მას, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან რომ აიცილო: რეალურად, როგორც ცერა თითი, ასევე საწოვარა, ბავშვის კბილების ამოსვლასა და განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ დიდი რაოდენობით საწოვარას მოხმარება შემდეგ წლებში მეტყველების პრობლემებსაც იწვევს.

თუ უფროსი ბავშვიც გყავს, რომელიც საწოვარას ჯერ კიდევ მოიხმარს, ახალდაბადებული და-ძმის პირობებში, შესაძლოა, მას შენი ძალისხმევის გარეშეც შეეშვას. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი ამისთვის მზად არასოდეს არ არის. თუ შენი შვილი უკვე 3 წლისაა და ხედავ, რომ საწოვარას არ ეშვება, გირჩევთ, რადიკალური მეთოდი გამოიყენო: უბრალოდ გამოართვი საწოვარა და მის მაგივრად საბანს ან რაიმე სათამაშოს შეაჩვიე, ხელის წავლების ჩვევა სხვა საგანზე რომ გადაიტანოს.



წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/x2199/which-is-better---dummy-or-thumb">babycentre</a>