მშობლები

ბავშვის გაჩენას გეგმავ? იკვებე ჯანსაღად

ბავშვის გაჩენას გეგმავ? იკვებე ჯანსაღად

კვება და განაყოფიერება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია. თუ შენ და შენი პარტნიორი ჯანსაღ, დაბალანსებულ დიეტას დაიცავთ, დაფეხმძიმების შანსები საგრძნობლად გაიზრდება.

ბავშვის გაჩენას გეგმავ? იკვებე ჯანსაღად

რას გულისხმობს ჯანსაღი დიეტა?

ის, უბრალოდ, დაბალანსებულ რეჟიმში მიღებულ მრავალფეროვან საკვებს მოითხოვს. გთავაზობთ საჭმლის ნაირსახეობების ჩამონათვალს, რომლებიც შენ და შენმა პარტნიორმა, ყოველი ჭამის დროს, დღეში სულ ცოტა 5 პორციად უნდა მიიღოთ:

  • ხილი და ბოსტნეული — ახალდაკრეფილი, გაყინული, დაკონსერვებული ან გამომშრალი (ჩირები), 2 თავი ბროკოლი და ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი საშუალო ზომის ჭიქით.
  • სახამებლის შემცველი საკვები — პური, პასტა, ბურღულეული, ცილები და ბრინჯი. ეცადეთ, თითო ჯერზე თითო სახის სახამებლის შემცველი კერძი მიირთვათ. სასურველია, უპირატესობა მთელმარცვლიან სახეობებზე გააკეთოთ, ისინი მეტ უჯრედისს შეიცავს.
  • ცილები — საქონლის და ფრინველის მჭლე ხორცი, თევზეული, კვერცხი, ლობიო, ცერცვი და ოსპი. აუცილებელია, სულ ცოტა, დღეში 2 პორცია ცილის შემცველი საკვები მიიღოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვეგეტარიანელები ხართ — ლობიო, ცერცვი ან ოსპი, სულ მცირე, დღეში 3-ჯერ მიირთვით.
  • თევზეული — თევზმა თქვენი საჭმლის რაციონი, სულ მცირე, კვირაში 2-ჯერ უნდა შეადგინოს. თანაც, ერთხელ აუცილებლად ზეთში გამოყვანილი თევზი უნდა მიირთვათ. თუმცა, ამავდროულად ეცადეთ, ზეთიანი თევზი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ მიიღოთ, სხვა დღეებში კი — მოხარშული სახით.
  • დაბალი ცხიმიანობის შემცველი რძის პროდუქტები — კალციუმის შემცველი საკვები დღეში 3 პორცია უნდა მიიღოთ, თანაც, კარგი იქნება, ერთ-ერთი პორცია იოგურტი ან ნახევრად მოხდილი რძე თუ იქნება.
  • რკინის შემცველი საკვები — წითელი ხორცი, ცერცვი, გამომშრალი ხილი, პური, მწვანე ბოსტნეული და ფორტიფიცირებული საუზმის ბურღულეული რკინის რესურსების დაგროვებაში დაგეხმარება და შენ ორგანიზმს ორსულობისთვის მოამზადებს.
ბავშვის გაჩენას გეგმავ? იკვებე ჯანსაღად

ზოგადად, ორსულობისთვის მზადებისას გახსოვდეს, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველი საკვები უნდა მიიღო. უპირატესობა ხილის ახალგაწურულ წვენებს და რკინით მდიდარ რაციონს მიანიჭე. ამ 2 კომპონენტის კომბინაცია დაგეხმარება, შენმა ორგანიზმმა რკინა ხორცის გარეშე შეიწოვოს.

გახსოვდეს:

იშვიათად მიირთვი ტორტები, საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები და სწრაფი კვების პროდუქტები. ისინი მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა, თუმცა ნოყიერი სულაც არ არის.

თუ ფიქრობ, როდის დაიწყო დიეტა, იცოდე, რომ დღევანდელ დღეზე კარგი დრო არ არსებობს: ჯანსაღი კვება თანასწორად მნიშვნელოვანია, როგორც დაფეხმძიმებამდე, ასევე ორსულობის პერიოდში.



წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a3558/fertility-diet-for-women">babycentre</a>