LIFE

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

1. ნარინჯისფერი ჰერბერა

ეს მზიური ყვავილი არა მხოლოდ შესანიშნავად ასუფთავებს ჰაერს, არამედ ინტერიერსაც ალამაზებს. ამის გარდა, ჰერბერა აუმჯობესებს ძილს: მცენარე ისრუტავს არა მხოლოდ ტოქსიკურ ნივთიერებას ბენზოლს, არამედ ჩვენს მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგსაც, და მის ნაცვლად გამოყოფს ჟანგბადს.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

2. ნიმი

ნიმი არაჩვეულებრივად წმენდს ჰაერს. გარდა ამისა, ის მოქმედებს როგორც ნატურალური პესტიციდი და იცავს ოთახს კოღოსგან. იმისათვის რომ გაზარდოთ ნიმი სახლის პირობებში, ცოტა შრომა მოგიწევთ: მას სჭირდება კარგი ნიადაგი და ბევრი შუქი.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

3. ალოე ვერა

ის ცნობილია არა მხოლოდ თავისი სამკურნალო თვისებებით, არამედ ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ვინაიდან ღამე გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ალოე - უპრეტენზიო მცენარეა და არ ითხოვს ხშირ მორწყვას.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

4. სანსევიერია

ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჰაერის გამწმენდი მცენარეა, რადგან ისიც ალოეს მსგავსად ღამე გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. გარდა ამისა, სანსევიერია შესანიშნავად უხდება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

5. დეკემბერა

კაქტუსის ეს ნაირსახეობა აწარმოებს ჟანგბადს მთელი ღამე, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელ ძილს. მცენარე შეიძლება გაიზარდოს ბნელ ოთახშიც, ამიტომ მას საძინებელიც კარგად მოუხდება. ის უპრეტენზიოა, ამიტომ მისი მოვლა არ მოგანიჭებთ ზედმეტ საზრუნავს.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

6. ტულასი (წმინდა ბაზილი)

ტულასი სასარგებლოა არა მხოლოდ კერძებში, არამედ ჰაერის გასაწმენდათაც. მისი ფოთლების სურნელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას. ეს ის არის, რაც საჭიროა ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

7. პალმის მცენარეები

პალმის მცენარეები კარგად ასუფთავებენ ჰაერს და ამავე დროს ატენიანებენ კიდეც მას. ისინი უხდებიან არა მხოლოდ საძინებელ ოთახებს, არამედ ოფისებსაც. პალმებს უყვართ ადგილები ნაკლები შუქით. ყოფაში ისინი საჭიროებენ დელიკატურ მოვლას, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

8. ორქიდეა

ორქიდეის დიდ ღირსებად წარმოადგენს ის, რომ ის გამოყოფს ღამე ჟანგბადის დიდ რაოდენობას და წმენდს ჰაერს ქსილოლისგან - მავნე ნივთიერებისგან, რომელიც შედის საღებავების შემადგენლობაში. ეს მცენარე არ მოგანიჭებთ ბევრ საზრუნავს: რაც ნაკლებად მოუვლით მას, მით უკეთესი. მთავარია, ყვავილს დღის განმავლობაში ჰქონდეს საკმარისი მზე.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს

9. კალანჰოე

კალანჰოეს გაზრდისა და ყვავილობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალი და მზის შუქი. მისი დიდი პლიუსია, რომ ის აწარმოებს ჟანგბადს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. გარდა ამისა, მისი არომატი ეხმარება დეპრესიის მოხსნაში.

ოთახის 9 მცენარე, რომლებიც ღამე გამოყოფენ ჟანგბადს და უზრუნველყოფენ მშვიდ და ჯანმრთელ ძილს