ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად ფსიქიკური მდგრადობა აუცილებელია. ადამიანებს უნდა შეეძლოთ, რიგითი მარცხის გამო, ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ, ხელი არ ჩაიქნიონ და შემართებით განაგრძონ წარმატების მიღწევისკენ გზა.
მაგ: წარმატებულ სპორტსმენებს გარდა იმისა, რომ ესაჭიროებათ ფიზიკური ძალა და ამ კუთხით ვარჯიში, მათ ასევე სჭირდებათ გონებრივი სავარჯიშოები იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მდგრადები იყვნენ.
გთავაზობთ 4 მთავარ მეთოდს - როგორ უნდა გაავარჯიშოთ ტვინი იმისთვის, რომ ფსიქიკური მდგრადობა შეინარჩუნოთ.
1. იფიქრეთ მხოლოდ წარმატებაზე - ეს ნიშნავს. რომ ფოკუსირება მთლიანად წარმატებაზე, გამარჯვებაზე უნდა მოახდინოთ და გონებაში მცირედითაც კი არ უნდა დაუშვათ წარუმატებლობა. ინგლისის სპორტის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წარმატების მიღწევაში მცირე პროცენტითაც კი ეჭვის შეტანასაუცილებლად მოაქვს წარუმატებლობა.
პროფესორები წერენ, რომ არასოდეს არ უნდა თქვათ - „იმედი მაქვს, არ წავაგებ“, „იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევ“ და მსგავსი ფრაზები, ამის ნაცვლად უნდა თქვათ, „რა თქმა უნდა, გავიმარჯვებ“, „წარმატებას აუცილებლად მივაღწევ“, „აქ იმისთვის ვარ, რომ მოვიგო“, „ამ საქმეს წარმატებისთვის ვაკეთებ“.
2. გამოიმუშავეთ კონცენტრაციის უნარი - კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის ყურადღებიანობა და კონცენტრაციის უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორრეაგირებს ტვინი სტრესულ სიტუაციაზე. იმისთვის, რომ ადამიანმა რთული დავალებები შეასრულოს, მას კონცენტრირება და მაქსიმალური ყურადღების მოკრება სჭირდება. ამ მიზნით წარმატებული ადამიანები და მათ შორის, სპორტსმენებიც მედიტაციას მიმართავენ.
3. წარმატების ვიზუალიზაცია - ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი, ლიდსი ვონი ამბობს, რომ სანამ ის მარათონში ჩაერთვებოდა, ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე ვიზუალურად როგორ გაიმარჯვა, როგორ აჯობა ყველას და მიიღო ოქროს მედალი. ვონი ამბობს, რომ ეს მეთოდი დაეხმარა, ფსიქიკურად ძლიერი ყოფილიყო და საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ შეჰპარვოდა.
4. ესაუბრეთ საკუთარ თავს მხოლოდ პოზიტიურ ასპექტებზე - ესაუბრეთ საკუთარ თავს ხმამაღლა, მიმართეთ სახელით და ილაპარაკეთ იმაზე, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესი გახდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ წარმატებისკენ. კვლევის თანახმად, საკუთარ თავთან მსგავსი საუბარი ადამიანს ეხმარება დაამარცხოს შფოთვა და მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები. შესაძლოა, საკუთარ თავთან საუბარი უჩვეულოდ გეჩვენებათ, მაგრამ ეს მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ დაარეგულიროთ ემოციები და ენერგია წარმატების მიღწევისკენ მიმართოთ.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია