ჰოროსკოპი

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

1. მორიელი - ამ თვეში სამსახურში დიდი დატვირთვა გელით და გამძლეობის, მოთმინების გამოჩენა დაგჭირდებათ, თუმცა მოახერხებთ, რომ ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება და შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

2. მშვილდოსანი - ნოემბერში ბევრი გამოწვევა გელოდებათ. უნდა გამოიჩინოთ კონკურენტუნარიანობა. მოიკრიბეთ ენერგია და აუცილებლად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კარგი იქნება, თუ გადაუხვევთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და რაღაც განსხვავებულს ცდით.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

3. თხის რქა - შესაძლოა რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ნუ მოგერიდებათ და სთხოვეთ დახმარება ახლობლებს. მოუსმინეთ შინაგან ხმას და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღეთ. იმისთვის, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ, დამშვიდება და განტვირთვა გჭირდებათ.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

4. მერწყული - ამბიციური ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავეთ, მსგავსი ქმედებებისთვის ნოემბერი წარმატების მომტანი ვერ იქნება. სჯობს სიახლეებზე ამ თვეში უარი თქვათ.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

5. თევზები - ადამიანები მოინდომებენ, რომ თქვენს წამოწყებულ საქმეებს შეუერთდნენ და თქვენთან ერთად კოლაბორაცია შექმნან. თუ გადაწყვეტთ ვინმესთან ბიზნეს-გაერთიანებას, სჯობს ამისთვის ნოემბრის შუა რიცხვები შეარჩიოთ. თქვენთვის არასასურველ ადამიანებს გვერდი ღიმილით აუარეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

6. ვერძი - გამოიჩინეთ გამბედაობა, შესანიშნავი თვეა თქვენთვის. სამსახურში დიდი წარმატება გელოდებათ, გაიზრდება შემოსავალი.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

7. კურო - სახიფათოა ფულის ინვესტირება რაიმე ახალ საქმეში, ასევე მოირიდეთ ფულის გასესხებას. ნოემბერში აუცილებლად იპოვით გამოსავალს იმ რთული სიტუაციიდან, რომელსაც დიდი ხანია ვერ აგვარებთ. ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

8. ტყუპები - ისეთ ადამიანებთან გამონახავთ საერთო ენას და იპოვით ბევრ საერთოს, რომლებთან ურთიერთობაც აქამდე გიჭირდათ. მოაგვარებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ნოემბერი თქვენთვის დამშვიდების პერიოდი იქნება. პოზიტიური თვალით შეხედეთ მოვლენებს და მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

9. კირჩხიბი - ნოემბრის დასაწყისში აუცილებლად კლასიფიკაცია მოახდინეთ თქვენი საქმის. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, სხვა შემთხვევაში მთელი თვე წარუმატებლობა გელით და ქაოსურ სიტუაციაში მოგიწევთ ყოფნა. ყველაფერი გააკეთეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

10. ლომი - აღმოაჩენთ, რომ უამრავი ადამიანი თქვენს წამოწყებებს მხარს უჭერს და ბევრი გენდობათ. ეცადეთ, გაამართლოთ ეს ნდობა. არ შეგიპყროთ უიმედობამ. ახლა ამის დრო არ გაქვთ. შემოსავალი გაიზრდება.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

11. ქალწული - ზოგადად, ხშირად ღელავთ ისეთ მოვლენებზე, რომლებზე ნერვიულობაც არ ღირს. ნოემბერში თქვენი ემოციურობის ხარისხი მოიმატებს და შესაძლოა, ვერც გააკონტროლოთ. არ არის საჭირო ამდენი დრამა. ნოემბრის ბოლოსკენ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი

12. სასწორი - მხიარული და თავგადასავლებით სავსე ნოემბერი გელით. ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, თუმცა ფრთხილად იყავით და ეცადეთ ბალანსი დაიცვათ. მხოლოდ გართობაზე ნუ იფიქრებთ, თორემ ნოემბრის ბოლოს, შესაძლოა, ჩადენილი ქმედებების გამო პრობლემები შეგექმნათ.

რა გელით ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - შემოდგომის ბოლო თვის ასტროპროგნოზი



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>