რა პროდუქტები უნდა მიირთვათ, თუ მუდამ დაღლილი ხართ და თავს სუსტად გრძნობთ?
- 03.11.2017
თუ არ ვარჯიშობთ, არაჯანსაღად იკვებებით და საათებს მაგიდასთან კომპიუტერის წინ ატარებთ, ყოველივე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.
გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს:
1. თვალებისთვის - ბოსტნეული, კომბოსტო, სალათის ფურცლები,ისპანახი, კვერცხი თევზი.
კომპიუტერი, ციფრული ტექნოლოგიები ზიანს აყენებს თვალს და იწვევს მხედველობის ნაადრევ ასაკში დაქვეითებას. იმისთვის, რომ თვალის სიჯანსაღე შეინარჩუნოთ, უნდა მიირთვათ თევზის ქონით, თუთიით, A, C და E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. ამიტომ, მიირთვით ბოსტნეული, ისპანახი, სალათის ფურცლები, კვერცხი, ციტრუსები, თხილი და მარცვლეული, კენკროვანი მცენარეები, თევზი (ორაგული, კალმახი, თინუსი).
2. იმუნური სისტემისთვის - ციტრუსი, კოჭა, კივი.
ოფისში ბაქტერიები მარტივად ვრცელდება. ოფისში, დახურულ და უჰაერო სივრცეში უწევთ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში ყოფნა და არ არის გასაკვირი, რომ ისინი ვირუსები მარტივად ხვდებათ.ამიტომ, უნდა მიირთვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც იმუნურ სისტემას გააძლიერებს. ასეთი პროდუქტებია ციტრუსები, წითელი წიწაკა, ბროკოლი, ნიორი, კივი, კოჭა, პაპაია.
3. მეტაბოლიზმის გაზრდისთვის - ზღვის მცენარე,სანელებლები, მჭლე ხორცი.
ადამიანებისთვის, რომლებიც საოფისე საქმიანობით არიან დაკავებულნი, რთულია ცხიმების დაწვა და მეტაბოლიზმის პროცესი ორგანიზმში შეფერხებულია. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები კი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და კალორიები უფრო მარტივად დაიწვება. მიირთვით ზღვის მცენარეები, ყავა, ჩაი, სანელებლებით მდიდარი საკვები, ბარდა, მჭლე ხორცი.
4. ტვინის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის - მოცვი, კაკალი, შავი შოკოლადი.
კვების რაციონი უმნიშვნელოვანესია ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ამისთვის მიირთვით: თევზეული, მოცვი, კაკალი და მარცვლოვანი მცენარეები, ასევე ბროწეულის წვენი და შავი შოკოლადი.
5. საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკეთ მუშაობისთვის მიირთვით ბროკოლი, შვრია, მარცვლოვანი მცენარეები, ასევე ისპანახი და ციტრუსები.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>