ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის განმარტებით, ბულინგი არის აგრესიის ფორმა, რომლის დროსაც,ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი ინტენსიურად და რეგულარულად უქმნის დისკომფორტს კონკრეტულ პიროვნებას და აყენებს ტკივილს.
ბულინგს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, ეს იყოს სიტყვიერი ბულინგი, ფიზიკური კონტაქტის შედეგად ადამიანის დამცირება და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, მან შეიძლება წარმოუდგენლად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანოს მსხვერპლი.
ბულინგს შეიძლება ჰქონდეს ძალიან აგრესიული ხასიათი და მიმართული იყოს ადამიანის გაკონტროლებისკენ. ბულინგის შედეგად კი, ვიღებთ დამცირებულ და ფსიქოლოგიურად განადგურებულ პერსონას.
ფსიქოლოგები წერენ, რომ იმდენად დიდ ზიანს იღებს ადამიანი ბულინგის შედეგად, რომ მისი რეაბილიტაცია ურთულესი პროცესი ხდება. ბულინგის მსხვერპლს აღარ სურს საზოგადოებაში გამოჩენა, კარგავს ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილს, ნდობას, ის საკუთარ თავში იკეტება და ცხოვრების სურვილი უქრება.
გთავაზობთ ზრდასრულ ადამიანებში ბულინგის 5 ყველაზე გავრცელებულ ფორმას:
1. ფიზიკური ბულინგი - ეს გულისხმობს ფიზიკური განადგურებით, შევიწროებით დაფიზიკური ზიანის მიყენებით ადამიანის დაშინებას. ფიზიკური ბულინგის მაგალითები შეიცავს ფიზიკური თავდასხმის, ძალადობის, გამოძალვის, გაუპატიურების, პირადი სივრცის დარღვევის ფაქტებს.
2. მატერიალური ბულინგი - ეს არის ბულინგის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანს ხშირად ახსენებენ თავის მატერიალურ მდგომარეობას და იმას, რომ ის დამოკიდებულია ფინანსურად სხვაზე. ასეთ დროს მსხვერპლი ხდება შანტაჟის მსხვერპლი - თუ ის არ გააკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, აღარ ექნება ფინანსები. ბულინგის ამ ფორმას იყენებენ დომინირებისთვის და მსხვერპლის გაკონტროლების მიზნით.
3. ვერბალური ბულინგი - მსგავსი სახის ბულინგი გვხვდება როგორც პირისპირ, ცოცხალ ურთიერთობებში, ასევე გავრცელებულია სოციალურ ქსელებში. ბულინგის ეს ფორმა შეიცავს ნეგატიურ, დამამცირებელ კომენტარებს, მსხვერპლის შერცხვენის, შეურაცხმყოფელი კრიტიკის ფაქტებს.
ვერბალური ბულინგი სავსეა სექსისტური, რასისტული და ჰომოფობიური გამონათქვამებით. ფსიქოლოგ ლუნდი ბანკროფტის თქმით, მსგავსი ბულინგის მსხვერპლთა ჭრილობა და ტკივილი ხშირად სამუდამოა და მათი რეაბილიტაცია ზოგჯერ შეუძლებელი გახლავთ.
4. პასიური და ფარული ბულინგი - ასეთი ბულინგი ზოგჯერ რთულად ამოსაცნობია, ვინაიდან ის არის ფარული, თუმცა მსხვერპლი ქვეცნობიერად ამას ყოველთვის გრძნობს. მსგავსი ბულინგის მაგალითებია, ადამიანის შესახებ ნეგატიურ კონტექსტში ჭორაობა, ე.წ. შავი ხუმრობები პიროვნებისა და მისი ქმედებების მიმართ, სარკასტული კომენტარები. ყოველივე ადამიანის კეთილდღეობისა და ბედნიერების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს და მას იზოლირებულად ცხოვრების სურვილს უჩენს.
5. კიბერ ბულინგი - ჩვენს დროში ეს ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ნეგატიურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს ადამიანების მიმართ, მათ ფოტოებზე, სხვადასხვა პოსტებსა და პოსტების კომენტარებში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა სოციალურ ქსლებში და რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად „ფეისბუქში“.
ფსიქოლოგ ანა მარია ჩავეზის თქმით, კიბერ ბულინგის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ზიანიმიაყენონ. ამისთვის მათ არანაირი ფიზიკური, პირდაპირი კომუნიკაცია არ სჭირდებათ.
თემები: პრობლემები, ბულინგი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com/">https://www.psychologytoday.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია