გთავაზობთ ფოტოს, რომლის საშუალებითაც თქვენი მთავარი შიშის შესახებ გაიგებთ. შეხედეთ მას, რა დაინახეთ პირველად? - მოძებნეთ შესაბამისი პასუხი და გაიგეთ, რისი გეშინიათ ქვეცნობიერად ყველაზე მეტად.

დანა - თუ ფოტოზე პირევლად დანა შენიშნეთ, ეს მიუთითებს, რომ ქვეცნობიერად უკურნებელი სენით დაავადების გეშინიათ. არ იცით რატომ გტანჯავთ ეს ფიქრი, თუმცა შინაგანად მუდამ გაწუხებთ, რომ რაიმე დაავადება შეგეყრებათ და თქვენს განკურნებას ვერ შეძლებენ.

თუ პირველად მუხლუხო შენიშნეთ - თქვენ ქვეცნობიერად პარანორმალური მოვლენების გეშინიათ. გეშინიათ სულების, მოჩვენებების. შინაგანად გჯერათ ამოუცნობი ობიექტების არსებობს და ძალიან გეშინიათ მათი.

თუ პეპელა დაინახეთ - ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ღალატის და ტყუილის გეშინიათ. დიდი ალბათობით, მწარე გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით და გტანჯავთ შიში იმისა, რომ იგივე არ განმეორდეს.

ვაშლი - თუ ფოტოს პირველივე შეხედვისთანავე ვაშლი დაინახეთ, თქვენ ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გარდაიცვლება. სავარაუდოდ, უკვე დაკარგეთ ვინმე ძალიან ძვირფასი ადამიანი და ახლა გეშინიათ, რომ იგივე ტკივილის გადატანა ისევ მოგიწევთ.

თუ ფოტოზე პირველად ბუზი დაინახეთ - ყველაზე მეტად მარტოობის გეშინიათ. ცდილობთ, გარშემო მუდამ ბევრი ადამიანი გყავდეთ და არასოდეს იყოთ მარტო.