ასაკის მატების ყველაზე შესამჩნევი ნიშანი ნაოჭების გაჩენაა. კანის დაბერების პროცესის შეფერხება დამოკიდებულია სახის კუნთებზე, რომლებსაც ვარჯიში სჭირდებათ.

გთავაზობთ სახის კუნთებისთვის ყველაზე ეფექტურ ვარჯიშებს. თუ პროფესიონალებს დავუჯერებთ, ეს დაგვეხმარება რომ სახე უფრო თხელი გამოჩნდეს და დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი.

9. პირველ რიგში „გავახუროთ“ კუნთები - წაიმღერეთ ხმოვნები - „ა“, „ე“ „ი“ და „ო“. ეს სავარჯიშო გააკეთეთ მანამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ სახე თითქოს გათბა.

8. დაჯექით, თავი გადაწიეთ და ქვედა ტუჩი ისე გამოწიეთ, როგორც მეორე ფოტოზეა აღბეჭდილი - ქვედა ტუჩი გამოწიეთ რამდენადაც შეგიძლიათ. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 5-10 წუთი. შემდეგ ცოტა შეისვენეთ და იგივე ვარჯიში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

7. გადააჯვარედინეთ ხელები გულმკერდთან და თავი უკან გადასწიეთ - ისუნთქეთ ღრმად და დაითვალეთ 15-მდე. შემდეგ კი, ნელ-ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

6. ეს ვარჯიში ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტურია. ის ეხმარება კანს რომ არ დაკარგოს ელასტიურობა - ვარჯიშის დრო თავი სწორად გეჭიროთ, ხოლო ტუჩის კუთხეები დაბლა უნდა ჩამოსწიოთ ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ვარჯიში გაიმეორეთ სულ მცირე 5-ჯერ.

5. დაჯექით სწორად, ტუჩებით დაიჭირეთ ფანქარი და სცადეთ ჰაერში დაწეროთ საკუთარი სახელი თავის მოძრაობის გარეშე - ამ სავარჯიშოთი დაკავდით სულ ცოტა 3 წუთი. შემდეგ შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

4. ეს სავარჯიშო ძალიან კარგია კისრის კუნთებისთვის. გადახარეთ თავი მარჯვნივ. სცადეთ, რომ მხარი ყურს შეეხოს - მარჯვენა ხელი ყურზე მიიდეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში ათი წამი და იგივე გააკეთეთ მარცხენა მხარესაც.

3. ღრმად ჩაისუნთქეთ. მჭიდროდ მოკუმეთ ტუჩები და ისე გააკეთეთ, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი - თქვენი ხელები ყურებს უნდა ფარავდეს. დაჰყავით ამ მდგომარეობაში ხუთი წამი, შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

2. გააღეთ პირი და ტუჩებით დაფარეთ კბილები. ახლა ყბა გამოსწიეთ წინ და ნიკაპზე თითი დაიდეთ - ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ.

1. ეს არის ბოლო და ყველაზე რთული სავარჯიშო. ორივე მუჭი ნიკაბის ქვემოთ განათავსეთ, გააღეთ პირი და ენით შეეხეთ ქვედა ტუჩს - ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.