LIFE

მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს ირთავენ ცოლად, უფრო დღეგრძელები არიან

მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს ირთავენ ცოლად, უფრო დღეგრძელები არიან

ქალებს ყოველთვის გვაინტერესებს, რას ნიშნავს კაცისთვის იდეალური ცოლი.
არის თუ არა ქალის გამჭრიახობა და ინტელექტი მამაკაცებისთვის ქალის უმთავრესი ღირსება? ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა ცოლის შერჩევისას პრიორიტეტი სწორედ ჭკვიან ქალს უნდა მიანიჭოს.

ბოლო კვლევებმა ქალის ტვინის საოცარი შესაძლებლობები აღმოაჩინა, რის შესახებაც აუცილებლად ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს.


საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ გონება და ინტელექტი უკიდურესად დაფასებული პიროვნული თვისებებია. თუმცა, ახალმა კვლევებმა გამოავლინა, რომ, თუ ქალს ეს თვისებები აქვს, მის პარტნიორს არა მხოლოდ ხანგრძლივი სიცოცხლის შანსი აქვს, არამედ მისი ტვინი დემენციისკენაც (გონებრივი უნარების შესუსტება) ნაკლებად მიდრეკილია.

იდენტურ ტყუპებზე (ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები) ჩატარებულმა დაკვირვებამ დაამტკიცა, რომ პიროვნების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოს.


კვლევას საფუძვლად ედო ჰიპოთეზა, რომ ჭკვიანი ქალის პარტნიორ მამაკაცებს უფრო ბედნიერი და დღეგრძელი ცხოვრება აქვთ, თანაც სხვებზე იშვიათად ემართებათ ნევროლოგიური დაავადებები – ალცჰეიმერის დაავადება და დემენცია.

მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს ირთავენ ცოლად, უფრო დღეგრძელები არიან

ცნობილია, რომ ამ დაავადებების თავიდან აცილებაში ინტელექტუალურად მასტიმულირებელი თამაშები გვეხმარება, რადგანაც ტვინის გავარჯიშებას მოითხოვს. ამიტომაც ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ შენს კოგნიტურ უნარებზე დადებით ეფექტს ახდენს ჭკვიანი პარტნიორი, რამდენადაც ურთიერთობაში მუდმივად შენი ინტელექტის მასტიმულირებელია.


დაუჯერებელია, მაგრამ ამ კვლევამ რამდენიმე ისეთი მამაკაციც გამოავლინა, რომლებიც მაღალი ინტელექტის მქონე ქალზე იყვნენ დაქორწინებული , ჰოდა ჭკვიანი ცოლების გავლენით, გონებრივი დაავადების არც ერთ სიმპტომს არ ავლენდნენ და საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და კომპეტენციაშიც სრულიად დარწმუნებულები იყვნენ.


კვლევის ავტორი, აბერდინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ლორენს უეილი აცხადებს: „თუ მამაკაცს დღეგრძელი ცხოვრება სურს, აუცილებლად ჭკვიან ქალზე უნდა დაქორწინდეს; დემენციის თავიდან ასაცილებელი უკეთესი ბერკეტი, უბრალოდ, არ არსებობს!“

მამაკაცები, რომლებიც ჭკვიან ქალებს ირთავენ ცოლად, უფრო დღეგრძელები არიან

ალბათ, გაინტერესებს, თავად ჭკვიან ქალებს რა დამატებითი სარგებელი აქვთ თავიანთი გამჭრიახი გონების დამსახურებით. აღმოჩნდა, რომ გოგონები, რომლებიც საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს აფასებენ, სტატისტიკურად უფრო დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის უნარით სავსე ქალებად ყალიბდებიან.

მამაკაცები კი, რომლებიც ამ მახასიათებლებს იზიარებენ, ქალებთან უფრო ჯანსაღ ურთიერთობებს ამყარებენ და ცოლ-შვილისთვის უკეთეს ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიან.


სამწუხაროდ, საზოგადოების ზოგიერთ ფენაში ისევ გაბატონებულია ცრურწმენა, თითქოს ქალს უპირველესად სილამაზე მოეთხოვება. ასე რომ, თუ შენს გარშემომყოფებსაც მსგავსი რწმენები აქვთ, აუცილებლად გაუზიარე ეს სტატია!



წყარო:&nbsp;<a href="https://brightside.me/wonder-curiosities/it-turns-out-that-men-who-marry-smart-women-actually-live-longer-238460/" target="_blank">brightside.me</a>