LIFE

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

რა ხდება იმის მიზეზი, რომ ზოგჯერ ადამიანები, ისეთ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, რომლებიც ბედნიერებას აღარ ანიჭებთ? აგრძელებენ ისეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რომელთა მიმართაც ლტოლვასაც აღარ განიცდიან? მსგავსად იქცევიან არა მარტო დაქორწინებული წყვილები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და ჩვევად ექცათ უთანხმოება და უბედურება, არამედ ასე ისეთი წყვილებიც, რომლებსაც, უბრალოდ, აკმაყოფილებთ და მორგებული აქვთ გარემოებები, რომლებიც ურთიერთობაში სიცარიელესა და დაუკმაყოფილებლობას იწვევს.

რატომ რჩებიან ასეთ დროს ადამიანები ერთად?

ამას რამდენიმე ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ, რომელიც რეალურ სურათს დაგვიხატავს. მაგალითად, ისინი, ვისაც დამატებითი პრობლემები აქვთ, ურთიერთობის დასრულებას არ დაუშვებენ, რამდენად საჭირო და დროულიც არ უნდა იყოს ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაზე ხშირად სწორედ ეს გარემოებაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ურთიერთობას ინარჩუნებენ. თავის გასამართლებელი ძირითადი არგუმენტი კი ყოველთვის ასე ჟღერს: „მე ვიცი, რას ნიშნავს ტანჯვა და კიდევ უფრო კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იტანჯებოდე მარტოობით“.

გარდა ამისა, ხშირად წყვილები სხვა მიზეზებსაც ასახელებენ, როცა იციან, რომ ურთიერთობის ძალით შენარჩუნება შეცდომაა და მაინც ამ არჩევანს აკეთებენ:

1. „ბავშვების გამო ვერ დავშორდებით“

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

ეს მიზეზი შედარებით გასაგებია. თუმცა, ზოგჯერ და უფრო ხშირადაც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბავშვების სწორად აღზრდის საკითხი. შეუძლია კი ორ ადამიანს, რომელიც ქორწინებაში უბედურია, ბავშვის სწორად აღზრდა? რამდენად არის ბავშვი ფსიქოლოგიური წნეხისგან დაცული დაძაბულ გარემოში?

ხშირად არჩევანი არ არსებობს: როცა წყვილი გამუდმებულ კონფლიქტშია, როცა ოჯახში გამუდმებული ჩხუბია, ბავშვებისთვისვე უმჯობესია, მშობლებმა განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. მსგავს გარემოში ისინი ხშირად ხედავენ, როგორ გადაიზრდება კონფლიქტი ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებაში. ეს კი სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. გარემო, რომელშიც სითბოსა და სიყვარულის ნაცვლად, ბავშვები გამუდმებით დაპირისპირებასა და ემოციურ დაძაბულობას გრძნობენ, ვერ განვითარდებიან. ხშირად ბავშვებს ოჯახის შენარჩუნების ფსევდომიზეზად ასახელებენ. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ზრდასრულ ადამიანთა საჭიროებებსა და შიშებს, რომლებსაც ხმამაღლა ვერ აღიარებენ.

2. „საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს (ან არც ისე ცუდი)“

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

ზოგიერთი ადამიანი ყველანაირ საშუალებას მიმართავს იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნოს და განქორწინებას გაექცეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მათი მეუღლესთან ურთიერთობა აუტანელიც კი იყოს. მსგავსი შემთხვევების შედეგად ადამიანები ემოციურად და ფიზიკურად იტანჯებიან. თუ ეს ხდება, ერთადერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, ახალი სული შთაბერონ თავიანთ ცხოვრებას და უფრო შინაარსიანი გახადონ ის. „საკმაოდ კარგი“ ურთიერთობა გასაგები ხდება მაშინ, როცა წყვილი ამ მიზეზით პრობლემების მოგვარებას იწყებს და მიიჩნევს, რომ ერთად ყოფნას, კიდევ ერთხელ ცდას აზრი აქვს.

3. „ვერ ვიტან მარცხის აღიარებას“

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

რაიმე კავშირი იმასთან, რასაც, როგორც წესი, „ურთიერთობების კრახს“ უწოდებენ, ზოგიერთი ადამიანისთვის, უბრალოდ, მიუღებელი და სამარცხვინოა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოჯახებითა და მეგობრებით არიან გარშემორტყმული და ვინც სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებით გამოირჩევიან.

4. „არ არსებობს უპრობლემო ურთიერთობები“

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

ყველაზე ხშირად ადამიანები ამ მიზეზს ასახელებენ, როცა შეუმდგარი ქორწინებისა და ურთიერთობების დასრულება არ შეუძლიათ ან არ სურთ. ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს თანაცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაკვირვებითა და ანალიზით. ისინი ხშირად ამბობენ, რომ, თუ ადრე შეძლეს პრობლემების მოგვარება, ახლაც შეძლებენ და მაგალითად მოჰყავთ მსგავსი შემთხვევები.

მრავალი ფაქტორი და განმაპირობებელი მიზეზი არსებობს იმისა, რატომ გაფუჭდა ურთიერთობა ერთხელ, ორჯერ, რატომ არ დაშორდნენ ან ვერ დაშორდნენ წყვილები მაშინ, როცა ამის გაკეთება სჯობდა. მნიშვნელოვანია, რომ წყვილებმა, რომელთაც პრობლემები აქვთ ან ბედნიერად აღარ გრძნობენ თავს ერთად, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მათი ურთიერთობა გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს და არ იცხოვრონ დისჰარმონიასა და გამუდმებულ უბედურებაში.

5. „განქორწინება ძვირად დამიჯდება“

რატომ ვინარჩუნებთ ცუდ ურთიერთობებს ?

ზოგიერთი ადამიანი, სანამ მოქმედებას დაიწყებს, განშორებისა და განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ძალიან დიდ დროს ანდომებს. ზოგიერთისთვის განქორწინება ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. თუ გადაწყვეტს, რომ უღირს, მაშინ აუცილებლად გადადგამს ამ ნაბიჯს. ზოგიერთისთვის კი სწორედ ფინანსური საკითხი ხდება მიზეზი ერთად დარჩენისა, რადგან მიიჩნევენ, რომ ერთად ყოფნის შემთხვევაში დანახარჯი ნაკლები ექნებათ.

ზოგიერთი კი იმდენად უბედურია თავის პარტნიორთან და იმდენად ესაჭიროება მისგან შორს ყოფნა, რომ ვერანაირი თანხა ვერ დააკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება, არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებიც თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ, თუმცა ორივე მხარეს სურს განქორწინება.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.psychologytoday.com/blog/moments-matter/201611/5-reasons-people-stay-in-unhappy-relationships?utm_source=FacebookPost&amp;utm_medium=FBPost&amp;utm_campaign=FBPost">www.psychologytoday.com</a>