სტერეოტიპი, რომელსაც არ ვეთანხმებით: "მამაკაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ"
- 11.10.2016
აკადემიური კვლევები საინტერესოა, თუმცა ზოგჯერ დამაბნეველიც. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველა მეცნიერული უაზრობა მოვიშოროთ და კლიშეები დავამსხვრიოთ.
მიზეზები
ზოგადად, ადამიანთა უმრავლესობას „პარტნიორის ძიების პროცესი" მოსწონს. მართლაც, განა ცუდია, იპოვო ადამიანი, შენზე მიმზიდველი, წარმატებული და ინტელექტუალური, იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც შეუდარებელი ხარ?
გააჩნია...
ისეთ ქალთან რომანმა, რომელიც მამაკაცზე ჭკვიანია, შესაძლოა „ძლიერი სქესის“ წარმომადგენელზე უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს.
კვლევები ადასტურებს, რომ ანალიტიკური შესაძლებლობები სტერეოტიპულად მასკულინურობის ნაწილად მიიჩნევა. თუმცა კომპეტენტურობა და კონკურენტუნარიანობა ნამდვილად მნიშვნელოვანია კაცებისთვის. ამიტომაც ინტელექტუალ ქალთან ურთიერთობის დაწყება მამაკაცთა უმრავლესობაში შიშს იწვევს.
ბოლო, 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად იცვლიან პარტნიორებს და სხვადასხვა ქალს ხვდებიან, მათზე ჭკვიანი და განათლებული ქალები ხვდებათ.
იმის თქმა რთულია, რა პრინციპით არის განზოგადებული ეს კვლევები, თუმცა ისინი ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: მიუხედავად იმისა, რომ, კაცების მტკიცებით, მათ მოსწონთ ჭკვიანი ქალები, ნუთუ მაშინაც ნამდვილად მოსწონთ, როცა ასეთი ქალები მათ წინაშეა?
ბუფალოს, კალიფორნიის ლუთერანული და ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს საკითხი თავიანთ უახლეს კვლევებში შეისწავლეს. მოსამზადებელი კვლევის პერიოდში მამაკაცთა 86%-მა აღნიშნა, რომ არ იგრძნობენ თავს კომფორტულად, თუ მათ გვერდით მყოფი ქალი მათზე ჭკვიანია. ექვსი ექსპერიმენტისგან შემდგარ სერიაში მკვლევრებმა ეს მოთხოვნები თავიანთ ტესტებში შეიტანეს.
კვლევის გამართულობა
კვლევის პირველ ნაწილში, მკვლევრებმა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ 105 მამაკაცს წააკითხეს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ კურსდამთავრებულ ქალებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ გამოცდებში, ვიდრე მათ. ამის შემდეგ ჰკითხეს მათ, რამდენად რომანტიკულად ან/და სასურველებად ეჩვენებოდათ მსგავსი ქალები.
მეორე შემთხვევაში მათ 151 კურსდამთავრებულ მამაკაცს შეავსებინეს ინტელექტუალური ტესტი. ხოლო შემდეგ ჰკითხეს, ისურვებდნენ თუ არა ჰოლში შეხვედროდნენ ქალებს, რომლებსაც იმავე ტესტებში უკეთესი ან უარესი მაჩვენებლები ჰქონდათ. ორივე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ როდესაც მამაკაცები აკეთებდნენ დაშვებას, რომ ქალი მათზე ჭკვიანია, ან უბრალოდ გაიცნობდნენ ქალს, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა და ისიც გადმოცემით იცოდნენ, ინტერესდებოდნენ და გამოთქვამდნენ არა მხოლოდ გაცნობის, არამედ მათთან ურთიერთობის სურვილსაც.
კვლევების მომდევნო ორ ვერსიაში მამაკაცები ურთიერთობდნენ ქალებთან (რომლებიც საიდუმლო გარიგებაში იყვნენ მკვლევრებთან) და რომლებსაც ჰქონდათ უკეთესი ან უარესი მაჩვენებლები ინტელექტუალური ტესტის შედეგებში. კვლევის მონაწილეების ქალებთან შეხვედრის შემდეგ ცხადდებოდა ტესტის შედეგები – როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა. შედეგები ცხადდებოდა საკმაოდ ხმამაღლა და მონაწილე მამაკაცებს სთხოვდნენ სკამები ქალების სკამების გვერდით მიედგათ. შემდეგ ჯერზე ერთმანეთის შესახებ შთაბეჭდილებებს ეკითხებოდნენ, კონკრეტულად კი, რამდენად მიმზიდველები და სასურველები ჩანდნენ ერთმანეთისთვის. სკამებს შორის მანძილის დაკვირვებით ასკვნიდნენ, რამდენად მოხიბლა ქალმა მამაკაცი.
იმ მამაკაცთა უმრავლესობა, რომლებიც პარტნიორობას უწევდა ტესტში მათზე მაღალი შედეგების მქონე ქალებს, დისტანციას იჭერდა.
ბოლო ორმა ექსპერიმენტმა კიდევ უფრო რთულად ასახა ის ხედვა, თუ როგორ აფასებენ მამაკაცები თავიანთ მასკულინურობას. მეხუთე ვერსიაში მამაკაცებს უთხრეს, რომ ქალები ისხდებოდნენ გვერდით ოთახში ან მათ პირისპირ. რა თქმა უნდა, ქალები ამჯერადაც შეთანხმებულები იყვნენ მკვლევრებთან. მონაწილეები და ქალები ამჯერად ცვლიდნენ ინფორმაციებს თავიანთ შესახებ. შემდეგ ერთმანეთის თანდასწრებით აკეთებდნენ ტესტს და ხმამაღლა წაკითხულ შედეგებს ეცნობოდნენ.
საბოლოოდ, მონაწილეები ავსებდნენ კვლევის საზომს იმის შესახებ, თუ რამდენად იყვნენ სტერეოტიპული გავლენების ქვეშ მასკულინურობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
კვლევის მეექვსე და საბოლოო ვერსია იმეორებდა მეხუთე ვერსიის პროცედურებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მამაკაცები ქალებს კვლევის დასაწყისშივე ხვდებოდნენ.
დასკვნები
კვლევის ბოლო ორი ვერსიის შედეგად აღმოჩნდა, რომ კაცები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული მათზე ჭკვიან ქალთან ურთიერთობითა და შეხვედრებით. მსგავსად მეხუთე ვერსიისა, როცა ფსიქოლოგიური დისტანცია არსებობდა ქალებსა და მამაკაცებს შორის (როცა ქალები გვერდით ოთახში ისხდნენ), მათ ასევე არ ჰქონდათ სურვილი ურთიერთობისა. რა თქმა უნდა, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად კარგი შედეგი აჩვენა ქალმა ტესტში. ფაქტობრივად, ქალებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ კაცებზე ჭკვიანებად, მამაკაცებს ურთიერთობა აღარ სურდათ.
საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ კაცებს მანამ აქვთ სურვილი ჭკვიან ქალთან ურთიერთობის, სანამ შეხვდებიან მას.
კაცები თავს ნაკლებად მამაკაცურად მიიჩნევენ ისეთი ქალების გვერდით, რომლებიც გაცილებით ჭკვიანები არიან, ვიდრე თავად.
ამ კვლევის შედეგად იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ არის ურთიერთობები რთული: ყოველთვის არ ვიცით, რა გვინდა, მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ ვიცით. რაც არ უნდა იყოს, ეს სამწუხარო რეალობაა.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ამბობენ, რომ სურთ, გვერდით ჰყავდეთ ჭკვიანი ქალი, მაშინ როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, ასეთი ქალები მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც მკვლევრებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, არსებობს მდგომარეობები, როცა თავდაცვის მიზნით, მამაკაცებისთვის უმჯობესია, ქალის ჭკუა და ინტელექტი ჩათვალოს გამოუსადეგარ თვისებებად და დისტანცია შეინარჩუნოს. უფრო კონკრეტულად კი: მამაკაცები, რომლებიც თავს არიდებენ განათლებულ ქალებს, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ მყიფე ეგოს იცავენ.
რა თქმა უნდა, ეს კვლევები არ გვარწმუნებენ იმაში, რომ სამყაროში არსებული ყველა კაცი გაურბის განათლებულ და ჭკვიან ქალს. მოცემული კვლევა და მისი შედეგები მხოლოდ ორი ათასწლეულის განმავლობაში გენდერის დინამიკის შესახებ პატარა დამატებაა, რომლის მიხედვით, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში არსებობს უამრავი სამწუხარო გართულება თავდაჯერებისა და ძალის გამოვლენასთან დაკავშირებით.
ამასობაში კი სულაც არ იქნებოდა ცუდი იდეა ჭკვიანი ქალით შეშინებული კაცისთვის, გაეკეთებინა რაიმე, რაც მას სულიერ საზრდოს მისცემდა და დაფიქრებულიყო, რატომ აშინებენ ძლიერი და განათლებული ქალები?
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, განათლებული ქალი, კლიშეები