LIFE

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის! - იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით უფრო ხშირად ვამყარებთ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში და სოციალურმა სამყარომ უკანასკნელ წლებში ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, არც ის იქნება არასწორი, თუ ქართულ ანდაზებს ეს უკანასკნელიც დაუმშვენებს გვერდს :)

უთხოვია თქვენთვის დამსაქმებლებს თქვენი ფეისბუქ ექაუნთი? შეგივსიათ აპლიკაციები, რომლებიც თქვენს პირად მონაცემებთან ერთად სოციალური ქსელების ლინკებსაც ითხოვენ? დიახ! ადამიანის უკეთ გასაცნობად, მისი ინტერესების, გემოვნების, აზროვნებისა და ინტელექტის გასარკვევადაც კი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია სოციალურმა ქსელმა შეიძინა.

გასაკვირი ამაში არაფერია, რადგან მეტწილად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარი თავის შეხახებ ინფორმაციას და არამარტო საკუთარი თავის შესახებ. სოციალურ სამყაროში თავის სწორად წარმოჩენა არც ისე მარტივია, რადგან არსებობს რამდენიმე "ჭეშმარიტება", რომელიც სასურველია იცოდეთ და რაც არანაირ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოთ.

ჩვენ გირჩევთ:

1. არ ითხოვოთ ლაიქები

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

არ ითხოვოთ ლაიქები ძალიან ხშირად. ის, რომ სულ საკონკურსო ფოტოების მოწონებებს ითხოვთ, ან რაიმე მგრძნობიარე ისტორიისთვის ხმისმიცემას, შექმნის შთაბეჭდილებას, რომ გამუდმებით ისტერიკაში ხართ და მუდამ ხელგაწვდილი. არავის მოსწონს ასეთი ადამიანი.

2. ნუ მოითხოვთ დაუყონებლივ პასუხს

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

როგორ ვიურთიერთოთ სოციალურ ქსელში? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხედავთ, რომ ვინმე, ვისთანაც კომუნიკაცია გსურთ, ონლაინაა, ნუ შეაწუხებთ მათ ზედმეტი კითხვებით. თუ ასე მოიქცევით, რა თქმა უნდა, პასუხსაც მიიღებთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას სურდა ეპასუხა. ფაქტია, რომ როცა ადამიანს არ სურს პასუხის გაცემა, არც ხსნის მათ.

3. უპასუხე სწრაფად

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

დიახ! დიახ! იმისთვის, რომ თავად არ ჩაგთვალონ ადამიანად, რომელსაც არ აინეტერესებს რას გწერენ, იმისთვის, რომ თავად არ აღმოჩნდეთ შემაწუხებელი კითხვების ადრესატი, უპასუხეთ.

4. ნუ მოიპარავ ფოტოებს

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

მარტივად გეტყვით: მსგავსი, უბრალოდ, არასდროს არ უნდა გააკეთოთ.

5. ყოველ კაფეში ჩექინი საჭირო არ არის

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

თქვენს ფეისბუკ მეგობრებს სულაც არ აინტერესებთ, შოპინგის შემდეგ, ყავის დასალევად სად შეიარეთ. გულრწფელად, ეს მართლა არავისთვის არის საინტერესო.

6. საჭმლის ფოტოების განთავსება არც ისე კარგი ტონია

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

განსაკუთრებით, შვრიის, ბოსტნეულისა და ფუნთუშების ფოტოებს მოერიდეთ. შვრიის და ბოსტნეულის ფოტოები, იშვიათად გამოდის ესთეტიკური. ფუნთუშების ფოტოები, ხშირად ზედმეტად მადისაღმძვრელად გამოიყურება.

7. პირად ამბებს საჯაროდ ნუ დაპოსტავ

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

დავუშვათ, შენი მეგობრები კითხულობენ იმის შესახებ, ამჯერადაც როგორ ეჩხუბე შენს საყვარელ ადამიანს. თუმცა, მაინც გირჩევთ მოერიდოთ ყველა დეტალის გასაჯაროვებას. გასაგებია, რომ მსგავს ისტორიებს სწორედ მეგობრებს უზიარებენ, რათა მათ უთანაგრძნონ, დაამშვიდონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ ყველა ფეისბუკ მეგობარი ახლო მეგობარი ხომ არ არის? თუ მსგავსი პოსტებისგან თავს ვერ იკავებთ, მაშინ შეარჩიეთ ახლო მეგობრების აუდიტორია.

8. სულელური სტატუსებისგან თავი შეიკავე

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

"ჩემი პოვნა რთულია, დაკარგვა ადვილი და დავიწყება შეუძლებელი" - კარგი რა :(

9. დამოკიდებულებებზე საუბარი პირისპირ სჯობს

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებების გარჩევა სოციალური ქსელის მეშვეობით, ძალიან ცუდი ტონია. ასეთ საკითხებზე, უმჯობესია, პირისპირ ესაუბრო ადამიანებს. თუმცა, ეს არ ეხება მათ, რომლებიც პირისპირ არც კი იცნობენ ერთმანეთს.

10. არ გირჩევთ ერთდროულად რამდენიმე სელფის ატვირთვას

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

ინსტაგრამზეც კი არ გირჩევთ ამის გაკეთებას. როგორ კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდეთ ფოტოებში, ეს უბრალოდ შემაწუხებელია.

11. ასოების ნაცვლად სიმბოლოებს ნუ გამოიყენებ

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

სიტყვებში ასოების ნაცვლად სიმბოლოების გამოყენება, საერთოდ არ უსვამს ხაზს იმას, რომ ვინმეზე მეტი იცით და ვინმეზე ჭკვიანი ხართ. გაბრაზებული ხარ? - გაბრაზდი! შეყვარებული ხარ? - გიყვარდეს! ოღონდ გამოხატეთ თქვენი ემოციები სიტყვებით.

12. პირად ინფორმაციას სხვის კედელზე ნუ დაპოსტავ

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

თუ თქვენი მეგობრის კედელზე თქვენი და თქვენი მეგობრის პირად ინფორმაციას დაპოსტავთ, გახსოვდეთ, რომ ამას მხოლოდ თქვენი მეგობრები არ ნახავენ. მას კი შესაძლოა, სულაც არ სურდეს ამის გაზიარება თავისი მეგობრებისთვის.

13. ჰეშტეგი - ზოგჯერ ბოროტებაა!

მაჩვენე მისი ფეისბუქ გვერდი და გეტყვი ვინ არის ის!

ერთ ფოტოზე, ყავით ხელში, 100-მდე ჰეშტეგის გაკეთება, უბრალოდ, ბოროტებაა და მეტი არაფერი.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.cosmo.ru/lifestyle/society/15-pravil-etiketa-v-socialnyh-setyah-kotorye-stydno-ne-znat/?utm_medium=social&amp;utm_source=facebook&amp;utm_campaign=20161105&amp;utm_content=weekend" target="_blank">www.cosmo.ru</a>