LIFE

„წამიერი" სოციალური მედია

„წამიერი" სოციალური მედია

შესაძლოა, გსმენია ან გინახავს, როგორ იყენებენ ადამიანები ყვითელ აპლიკაციას, რომელსაც Snapchat-ს უწოდებენ. ან იქნებ უკვე თავადაც სარგებლობ ამ აპლიკაციით. თუ ასე არაა, მაშინ შევეცდებით, აგიხსნათ, რა არის Snapchat-ი.

Snapchat-ი სახალისო მობილური აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია გააზიარო ვიდეოები, ფოტოები, ტექსტები და ნახატები. შენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი რამ, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ ავტომატურად იშლება. ეს დრო რამდენიმე წამიდან 24 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს, დროს კი, ბუნებრივია, თავად ირჩევ. Snapchat-ი შექმნიდან მალევე გახდა პოპულარული მოზარდებსა და ტინეიჯერებში. აპლიკაციის გადმოწერა და შეტყობინებების გაგზავნა უფასოა. რეალურად, აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები ამით შემოიფარგლება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში მან ეს ფუნქციები საგრძნობლად გააუმჯობესა.

Snapchat-ის გადმოწერა შეიძლება ნებისმიერი Google-ის ოპერატიული მობილური სისტემიდან, ანდროიდიდან ან Apple-ის ოპერატიული სისტემიდან, iOS-დან ან Samsung Galaxy-ის, Sony Xperia-სა და iPhone-ის მობილური ტელეფონებიდან (ეს, რა თქმა უნდა, მცირე ჩამონათვალია).

რატომ ითვლება Snapchat-ი „წამიერ“ სოციალურ მედიად?

2011 წელს ჩაეშვა Snapchat-ის პირველი აპლიკაცია Picaboo, რომელიც ყველა არსებული სერვისისგან (Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი), რომლებიც მომხმარებელთა ისტორიებს ინახავენ, რადიკალურად განსხვავებულ სერვისს გვთავაზობდა - მასში მყისიერად იშლებოდა მომხმარებელთა მიერ განთავსებული ფოტოები, ვიდეოები თუ ტექსტები.

Snapchat-ის ყველაზე დიდ სატყუარად მისი წამიერება მიიჩნევა, რომელიც ზრდის აწმყოს, ამჟამინდელობის შეგრძნებას და რომელსაც დროის კონტენტი ქმნის. Snapchat-ზე განთავსებული მასალა მხოლოდ გარკვეული დროითაა ხელმისაწვდომი.

„წამიერი

სხვა ფუნქციები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Snapchat-ის აპლიკაცია სახალისოა. მისი სხვადასხვა ფუნქცია აქცევს მას ასეთად. შეგიძლია შენი სახე წინა კამერის ჩარჩოში მოათავსო და იქცე ძაღლად, გაააქტიურო წარბების ანიმაცია, მიიხატო ულვაშები ან სათვალე და ა.შ.

შენ მიერ შერჩეული ნებისმიერი გამომეტყველება თუ იმიჯი ამავე აპლიკაციით მოსარგებლე მეგობრებს შეგიძლია გაუზიარო.

დროთა განმავლობაში ეს ფუნქციებიც დაიხვეწა, თუმცა ნებისმიერით სარგებლობა უფასოა. Snapchat-ს გააჩნია ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ პირობებშია ხელმისაწვდომი.

Snapchat-ის მეშვეობით ფოტოებისა და ვიდეობის გაგზავნა ყოველთვის არ გიწევს. შეგიძლია პირადი საუბრები აწარმოო მეგობრებთან ჩვეულებრივი ფორმით, ასევე ავტომატური ტექსტური შეტყობინების ან ვიდეოზარის მეშვეობით.

აპლიკაციას Live-ის ფუნქციაც გააჩნია, რაც საშუალებას გაძლევს, თავი მოუყარო სხვადასხვა დღის ამბავს, როგორც ერთ მთლიანს.

„წამიერი

ყველაფერი ამით არ სრულდება. Snapchat-ს აღმოჩენების განყოფილებაც აქვს, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ბრენდის მიერ განთავსებულ სხვადასხვა მასალას იპოვი. ეს ფუნქცია სპეციალურად Snapchat-ისთვის შეიქმნა. აქ ყოველდღიურად აღმოაჩენ ახალ ამბებს, გასართობ და სხვა სერვისებს. აღმოჩენების განყოფილებაში სიახლეების შინაარსი და ცვალებადობა შენს ადგილმდებარეობაზეცაა დამოკიდებული.

აშშ-ში აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით რეალური ფულის გადაგზავნაც არის შესაძლებელი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. 13 წლამდე ასაკის მომხმარებელთათვის კი აპლიკაციის წვდომა შეზღუდულია, მათთვის აპლიკაციის განსხვავებული ვერსია არსებობს, რომელსაც SnapKidz-ი ჰქვია. საბავშვო აპლიკაციის მეშვეობით, ბავშვები იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს, იყენებენ აპლიკაციის ფუნქციებსა და ფილტრებს, სტიკერებს, თუმცა სოციალური გაზიარების კომპონენტი მათთვის შექმნილ აპლიკაციას აკლია.

13 საინტერესო ფაქტი Snapchat-ის შესახებ:

1. Snapchat-ის ლოგოს სახელწოდებაა Ghostface Chillah.

2. საიდუმლო ფუნქციის გამოყენებისას შეგიძლია წერო შავად და თეთრად.

3. Snapchat-ის თავდაპირველი სახელია Picaboo.

4. მომხმარებელთა 70% ქალია.

5. შეგიძლია ფოტოს დამუშავება სპეციალური ფილტრების ფუნქციით.

6. Snapchat-ის თანადამფუძნებელი ევან შპიგელი, გავრცელებული ინფორმაციით, ტეილორ სვიფტს ხვდება. [U1]

7. 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Snapcat-ის საბავშვო ვერსია არსებობს - SnapKidz-ი.

8. სტუდენტთა მხოლოდ 2% იყენებს Snapchat-ს ეროტიკული ტექსტებისთვის.

9. 2013 წლის ოქტომბერში Facebook-ი ცდილობდა Snapchat-ის შეძენას 1 მილიარდ დოლარად.

10. სკოლის მოსწავლეთა 46% ყოველდღიურად იყენებს აპლიკაციას.

11. 2012 წლის კვლევებით დადასტურდა, რომ სამი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებს შორის იყო Angry Birds-ი, Instagram-ი და Snapchat-ი.

12. მომხმარებელთა მხოლოდ 12 % აზიარებს რამდენჯერმე.

13. სტუდენტთა 58%-ს სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვადასხვა ბრენდის მიერ Snapchat-ში გაგზავნილი რეკლამებითა და ფასდაკლებების ბარათებით

„წამიერი