წაგიკითხავს ფრედერიკ ბეგბედერის „სიყვარული სამი წელი გრძელდება“? იქ ნათქვამია, რომ მილიონერები ყველაზე ხშირად მიმართავენ სუიციდს. გაინტერესებს რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები უბედურ მდგომარეობას მხოლოდ უფულობით ვხსნით, მილიონერებს კი ყველაფერი აქვთ და თავს მაინც უბედურად გრძნობენ, გამოსავალს ვეღარ ხედავენ და თავს იკლავენ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ახლა კი 7 წარმატებული ადამიანის რჩევებს გადახედე, როგორ ვიგრძნოთ თავი ბედნიერად და რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც გაეცანი:
7. მოერიდე ბედნიერების სტანდარტული მახასიათებლებით განსაზღვრას.
ეს რჩევა მცირე სახალისო მოქმედებებისგან სიამოვნების მიღებას გულისხმობს: მაგალითად, სახლის კინოთეატრის ყველა აქსესუარს ერთდროულად ნუ შეიძენ — პირველ ეტაპზე ეკრანი განაახლე, შემდეგ — დინამიკები და ა.შ. გარდა ამისა, ბედნიერების დიდი ნაწილი მოლოდინს უფრო მოაქვს, ვიდრე მიღწევას, ამიტომ გაიხანგრძლივე დრო სურვილის შესრულებამდე: საჭიროა, შენს ცხოვრებაში მუდმივად არსებობდეს რაღაც, რასაც სულმოუთქმელად ელოდები.
რამდენადაც ფსიქოლოგები ნეგატიური მოვლენების გადასალახად მათ გააზრებას და ახსნას გვირჩევენ, სასურველია, პოზიტიურ მოვლენებს არ ჩავუღრმავდეთ და უბრალოდ მივცეთ უფლება, გაგვაბედნიერონ. ასევე, წარმატებული ადამიანები ყველაფერში ზომიერების დაცვას გვირჩევენ — დაუთმე დრო შენთვის სიანტერესო საქმიანობას, მაგრამ ისე ნუ ჩაუღრმავდები, რომ შემდეგ მასზე ნერვიულობა დაიწყო. ნეგატიური მოვლენების დროს კი სასურველია, მათში დადებითი მხარე დაინახო — მაგალითად, თუ ტელეფონი გაგიტყდა, ეს ფაქტი მეორე მხრივ ახლის შეძენის შესაძლებლობას გაძლევს.
ბედნიერ ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ:
- დაქორწინებული მამაკაცები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მარტოხელები
- მამაკაცები, რომლებიც მეტად განათლებულ ქალზე არიან დაქორწინებული, უფრო ბედნიერები არიან
- ადამიანებს გადამეტებული სიმდიდრე ბედნიერებას ვერ ანიჭებს
- მეგობრების წრე და მყარი ოჯახი ადამიანის ბედნიერებას განაპირობებს, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის
6. იგრძენი და გამოხატე მადლიერება იმის გამო, რაც ცხოვრებამ მოგცა.
ეს შენს ბედნიერების მაჩვენებელს დაახლოებით 25%-ით გაზრდის; ფული კი უფრო მეტად გამოცდილებების მიღებაში დახარჯე, ვიდრე — ნივთებში. ფროიდმა ერთხელ თქვა: უბედურებას ადამიანები თავად ირჩევენ, რადგან უფრო ადვილია იყო უბედური და ბედნიერებისთვის არაფერი გააკეთოო.
5. დაამყარე შენ გარშემო წესრიგი.
იცხოვრე იმხელა სახლში, რამხელაშიც თავისუფლად შეძლებ, ყოველთვის სუფთა და დალაგებული ატმოსფერო შეინარჩუნო. თუ ამას თავად ვერ ასწრებ, დამხმარე აიყვანე. ასევე, შეეცადე, სამსახურში ყოველდღიური მგზავრობა სასიამოვნო გამოცდილებად აქციო — ტელეფონში წინასწარ შენი საყვარელი მუსიკა და გადაცემები ჩაწერე. ყოველგვარი მოლოდინი მინიმუმამდე დაიყვანე, იკვებე სწორად და რეგულარულად ივარჯიშე; ეს დაგეხმარება, უკეთესად გამოიძინო. ყურადღებით მოაწყე საძინებელიც: შეიძინე კომფორტული საწოლი და ეცადე, ის შენი სახლის ყველაზე მშვიდ კუთხეში განათავსო. თუ საძინებელში სიჩუმის დამყარებას ბოლომდე ვერ ახერხებ, საძილე ყურსასმენები გამოიყენე. ხშირად დაისვენე და ბევრი ისეირნე. ეცადე, მეტი გასცე.
4. ამოიღე ლექსიკონიდან ფრაზა „ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა…“
3. შეეგუე ისეთ მოვლენებს, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ შეცვლი. მათზე ნერვიულობას აზრი არ აქვს. იმისთვის კი, რისი შეცვლაც თავად შეგიძლია, ძალა მოიკრიბე.
2. აიყვანე შინაური ცხოველი
1. ბედნიერება შენი სწორად ცხოვრების შედეგია
ფაქტები ბედნიერების შესახებ
იცოდი, რომ განვითარებულ სამყაროში ადამიანები უფრო და უფრო უბედურები არიან? 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2005 წლიდან 2012 წლამდე ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ბედნიერების მაჩვენებელი შემცირდა; ლათნურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში და საჰარას მიმდებარე აფრიკაში კი პირიქით — გაიზარდა. ეს ტენდენცია კი მიგვანიშნებს, რომ სოციო-ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესება ბედნიერების მაჩვენებლის ზრდაზე უმნიშვნელოდ მოქმედებს.
ეკონომისტებმა ბედნიერების ფორმულაც გამოსახეს:
ბედნიერება = რეალობას — მოლოდინი;
ცივილიზებულ სამყაროში სწორედ მაღალი მოლოდინი განაპირობებს ბედნიერების ნაკლებობას; იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო შუა საუკუნეების მსგავსად, მასობრივი ომების, შიმშილის ან ეპიდემიაების გამოწვევების წინაშე აღარ დგას. შენ წამოიდგინე, ეს დისონანსური ტენდენცია მედიის და განსაკუთრებით სოცილაური მედიის გავრცელებამაც განაპირობა: ფილმებში იდეალურ პერსონაჟებს ვხედავთ, სოციალური მედიით კი ადამიანების მხოლოდ ნათელ მხარეებს და პოზიტიურ გამოცდილებებს ვეცნობით და გვეჩვენება, რომ მათსავით ბედნიერები არ ვართ.
თემები: ბედნიერება, ბედნიერი, ბედნიერი ცხოვრება
წყარო: <a href="http://flipup.club/stop-being-sad-and-start-being-happy-heres-how-you-can-start-now/4/" target="_blank">flipup.club</a>