LIFE

ჭკვიანი ადამიანები უცენზურო სიტყვებს ხშირად იყენებენ

ჭკვიანი ადამიანები უცენზურო სიტყვებს ხშირად იყენებენ

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ინტელექტუალ ადამიანებს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება აქვთ. მართალია, უნაკლო არავინაა, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ რამდენიმე საშინელი ჩვევა მხოლოდ ინტელექტუალებს ახასიათებთ.

ჭკვიანი ადამიანების განსაკუთრებით ცუდ თვისებად ექსპერტები გვიან დაწოლას, არეული და დასვრილი ნივთების დატოვებასა და უცენზურო მეტყველებას მიიჩნევენ.

ბავშვივით ბრაზდები, როცა ადამიანები მიგითითებენ, რომ დროა, ოთახი დაალაგო ან ადრე დაწვე? შეურაცხყოფაშიც გადანაშაულებენ, შენი უცენზურო მეტყველების გამო? კვლევების მიხედვით, მსგავს ქცევებს შესაძლოა, შენი მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი განაპირობებდეს.

1. ჭკვიანი ადამიანები უცენზუროდ საუბრობენ

ჭკვიანი ადამიანები უცენზურო სიტყვებს ხშირად იყენებენ

ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებაში მიღებული ფორმით საუბრობს. თუმცა, ვხვდებით ისეთებსაც, ან თავად ხარ ის ადამიანი, რომლებიც საზოგადოებას ანგარიშს არ უწევენ და თავიანთ აზრს უცენზურო მეტყველებით გამოხატავენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს, გაეხსენებინათ, რაც შეიძლება მეტი უცენზურო სიტყვა. ექსპერიმენტის შედეგად საკმაოდ საინტერესო სურათი გამოიკვეთა: ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე მეტი უცენზურო სიტყვა დაასახელეს, ჰქონდათ ძალიან მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი. ორატორული ნიჭის თვალსაზრისითაც, ეს ადამიანები, გაცილებით ნიჭიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ვერ შეძლეს დიდი რაოდენობით უცენზურო სიტყვების გახსენება.

სცადე, გაიხსენო ყველა უცენზურო სიტყვა, რაც კი ოდესმე გსმენია :)

2. ნიჭიერი და ინტელექტუალი ადამიანების უმრავლესობა გვიან ღამემდე არ იძინებს

ჭკვიანი ადამიანები უცენზურო სიტყვებს ხშირად იყენებენ

გიყვარს შუაღამემდე ფხიზლად ყოფნა? შესაძლოა, ამაშიც ინტელექტის ხელი ერიოს. მეცნიერული კვლევები გვიან დაძინების ჩვევასაც ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უკავშირებენ. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, ქეით რიჩარდსი და ელვის პრესლი – ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დასაძინებლად ადრე არასოდეს წვებოდნენ. თუ შენც მათსავით გიჭირს ადრე დაწოლა და მიდრეკილი ხარ შუაღამემდე სიფხიზლისკენ, გამოდის, რომ რამდენიმე შესანიშნავი ადამიანის კვალს მიყვები.

3. ჭუჭყიანი გარემო და ინტელექტი „მეგობრობენ“

ჭკვიანი ადამიანები უცენზურო სიტყვებს ხშირად იყენებენ

მინესოტის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო შედეგი გამოიღო: არეულობა და ქაოსი ადამიანების პირად სივრცეში, საცხოვრებელ გარემოსა თუ სამუშაო ადგილას, არ განაპირობებს ამ ადამიანებისვე არაჰიგიენურობასა და სიბინძურეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ასეთი ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ იმაზე კონცენტრირდება, რაც რეალურად მნიშვნელოვანია. უბრალოდ, დაფიქრდით – როდის იწყებთ ყურადღების გამახვილებას შედარებით უმნიშვნელო საქმეებზე ან იწყებთ თუ არა სახლის დალაგებას მაშინ, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ, თუმცა, არც ის გსურთ, რომ უსაქმურად იყოთ?



წყარო:&nbsp;<a href="http://www.corespirit.com/expert-says-intelligent-people-go-bed-late-leave-mess-everywhere-use-bad-language/" target="_blank">www.corespirit.com</a>