LIFE

ინტელექტუალი ადამიანების მარცხი

ინტელექტუალი ადამიანების მარცხი

ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, რომელსაც სკოლიდან მოყოლებული ვაგროვებთ. ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჩვენი კარიერული და ცხოვრებისეული წარმატების წინაპირობა უნდა იყოს. თუმცა, არაერთხელ გავმხდარვართ მოწმენი, როდესაც ძალიან ჭკვიანი ადამიანები, წარმატების ნაცვლად, მარცხს განიცდიან. მსგავსი შემთხვევები უცნაური და გაუგებარია. როგორც ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი გაქვს და რამდენად მაღალი – ინტელექტუალური მაჩვენებელი, მთავარია, როგორ იყენებ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს. მუდამ გამარჯვებული ადამიანის ამპლუაში ყოფნა რთულია, თუმცა ამის მიღწევა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებითაც შეიძლება.

ნებისმიერ შეჯიბრში, როგორც წესი, ყოველთვის შეიძლება პროგნოზირება, ვინ გაიმარჯვებს, ან ვინ დადებს საუკეთესო შედეგს. როცა მსგავსი პროგნოზები არ მართლდება, საჭიროა მარცხის მიზეზების ძიება.

ადამიანებს საკუთარი მარცხისას სხვისკენ თითის გაშვერა, სხვისი დადანაშაულება გვჩვევია. თუმცა, მარცხის მიზეზები ყოველთვის ჩვენგანვე მოდის და შესაბამისად, დამნაშავენიც თავადვე ვართ.

ინტელექტუალი ადამიანების მარცხი

თუ გსურს, წარმატებას მიაღწიო ყველგან, ახალ ან ძველ სამსახურში, შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიუხედავად, მარცხის რისკი მაინც არსებობს. ამიტომ გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა და წარუმატებლობის რისკი მინიმუმამდე დაიყვანე.

ნუ შეიქმნი წინასწარ განწყობებს: ხშირად წინასწარი განწყობა ყველაფერს აფუჭებს და იმაზე ორიენტირებულს გხდის, გაიგო და დაინახო ის, რას ამბობენ სხვები. შეგიძლია, სამყაროს მხოლოდ საკუთარი ხედვით უყურო. თუმცა, რაც მეტი იცი საკუთარი მიდრეკილებებისა და განწყობების შესახებ, მით უფრო სწორად გადაწყვეტ, დაეთანხმო თუ უგულებელყო შინაგანი ხმები.

ისაუბრე ყოველთვის ღიად: ყველაფრის გასაღები სიმართლეა. ადამიანები აფასებენ სიმართლეს და გაცილებით დადებითად განეწყობიან მათ მიმართ, ვინც მუდამ სიმართლეს ამბობს. სიმართლის თქმა არ ნიშნავს სიმამაცეს. სიმართლის თქმა ნიშნავს, რეალურად აღწერო, რა ხდება ირგვლივ ან შენს თავს.

შეცდომებს აღიარება სჭირდება: საკუთარი შეცდომის აღიარების უნარი ის აუცილებელი რამაა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. იმის აღიარება, რომ არასწორად, უხეშად ან უადგილოდ თქვი რაღაც, შენს შესაძლებლობებს არ ამცირებს. დიდი და დაუსრულებელი ახსნა-განმარტებები საჭირო არ არის, რადგან ის უფრო თავის მართლებას ემსგავსება და არა შეცდომების აღიარებას.

გამოთქვი სხვების დახმარების სურვილი: დაეხმარე ადამიანებს, დაინახონ შენ მიერ შეთავაზებული გზებისა და საშუალებების დადებითი მხარეები. ნუ განეწყობი მტრულად ოპონენტების მიმართ. გაითვალისწინე მათი რჩევები და მხედველობაში მიიღე მათი გამოცდილება. აუცილებლად გაამხნევე და შეაქე ისინი, როცა ამას იმსახურებენ, და გაუზიარე უნიკალური პერსპექტივები იმის შესახებ, დამატებით რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

ინტელექტუალი ადამიანების მარცხი

შექმენი მთლიანი სურათი: სიტუაციის გაუმჯობესებისთვის საჭირო დეტალებზე ძალიან დიდ დროს ნუ დახარჯავ. უმჯობესია, წარმოიდგინო მთლიანი სურათი და შეიმუშაო მთლიანი გეგმა. ადამიანებს იმის ცოდნა სურთ, რომ შენ გაქვს გრძელვადიანი ხედვები და შეძლებ მათ დახმარებას წარმატების მიღწევაში, შეძლებ, დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტია მისცე. წარმოიდგინე და დაუხატე მათ მთლიანი სურათი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატე დეტალები.

იყავი განსაკუთრებული და არა ჩანაცვლებადი: ყველას და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ისაუბრე იმაზე, რომ რაღაცის შესასრულებლად ადამიანებს არ სჭირდებათ სხვების წინააღმდეგ მოქმედება. რაც უფრო მეტს ისაუბრებ ადამიანების ძირითად საჭიროებებზე, მით მეტ წარმატებას მიაღწევ. ყველას გვსურს, მოგვისმინონ და გვასწავლონ. ისეთ ლიდერებს, რომლებიც გარშემომყოფებს ამის საშუალებას აძლევენ, ყოველთვის ენდობიან.

ეძიე საკუთარ თავში მიზეზები, რას შეიძლებოდა გამოეწვია შენი წარუმატებლობა. ჰკითხე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ, რას ფიქრობენ შენს ქმედებებზე. ინტელექტი საკმარისი არ არის ლიდერობისთვის, ამას საკუთარი თავის კარგად ცნობა და უნარების მუდმივი დახვეწა სჭირდება.

გაითვალისწინე ჩვენ მიერ შემოთავაზებული წარმატების ხუთი რჩევა და გახდი ლიდერი.

ინტელექტუალი ადამიანების მარცხი



წყარო:&nbsp;<a href="http://www.inc.com/sylvia-lafair/5-reasons-why-intelligent-people-fail.html?cid=sf01002&amp;sr_share=facebook" target="_blank">www.inc.com</a>