შვილის აღზრდის თვალსაზრისით ორივე მშობლის - დედის და მამის როლი უმნიშვნელოვანესია. კვლევის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, მამები დედისგან განსხვავებით ნაკლებ სიმკაცრეს იჩენენ და შვილების და განსაკუთრებით გოგონების ნამდვილი მეგობრები ხდებიან.

არ ვიცით, როგორ არის თქვენ შემთხვევაში, არის თუ არა მამა თქვენთვის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი როლი, უმნიშვნელოვანესია ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით.

მამებისგან ბევრს ვსწავლობთ, მაგრამ ვნახოთ, რა არის ფსიქოლოგების აზრით, ის 7 მთავარი რამ, რასაც გოგონები მამებისგან სწავლობენ და არასოდეს ავიწყდებათ.

1. ყოველთის გქონდეს დრო საკუთარი თავისთვის - მამა არის ის, ვინც ხშირად შეგახსენებს, რომ საჭიროა საკუთარ თავს დრო დაუთმოთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. როცა რაიმე პრობლემა გაქვთ, რჩევასაც მოგცემთ, მაგრამ ამავდროულად, გეტყვით რომ საკუთარ თავთან დარჩეთ მარტო და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ.

2. ის გასწავლით, თუ რა მნიშვნელოვანია, გქონდეს საკუთარი ფული - რა თქმა უნდა, როცა გჭირდება მამა მზადაა, რომ შეუძლებელი შეძლოს. მისი ფული შენი ფულია, მაგრამ ამავდროულად ის გასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისწავლო საკუთარი ფულის თვითონ გამომუშავება. როცა ცდილობ ზრდასრული ადამიანივით იცხოვრო, დამოუკიდებელი იყო, ამ მხრივ ფინანსური თვალსაზრისით დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია. ვერ გახდებით დამოუკიდებლები, თუ ყოველ ჯერზე როცა რაიმე გჭირებათ, მამას ურეკავთ და ფულს სთხოვთ.

3. ის იქნება პირველი, ვინც გასწავლის, თუ როგორ უნდა გაუწიო სხვას პარტნიორობა ცეკვის დროს - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი მოცეკვავეა. ის აუცილებლად შეეცდება საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინოს და გასწავლოთ, როგორ იცეკვოთ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, ან რაიმე წვეულებაზე. გარდა ამისა, მისგან ისწავლით, რომარაფერია ცუდი იმაში, თუ ახლის ძიებაში იქნებით, თუ ახალ ჰობს გაიჩენთ და თუნდაც რაიმე ძალიან უჩვეულო საკითხით დაინტერესდებით. ის თქვენი ენერგიისა და ინსპირაციის წყარო იქნება.

4. მამისგან ისწავლით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი - არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, რა საქმიანობით ხართ დაკავებული - ოჯახისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოთ. როცა ზრდასრული ხდებით, შესაძლოა, სხვა სახლში, ან თუნდაც სხვა ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად. გექნებათ დაკავებული გრაფიკი, გეყოლებათ ახალი მეგობრები, საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ოჯახისთვის დრო ვერ უნდა გამონახოთ.

რამდენი წლისაც უნდა იყოთ, მამას ყოველთვის ენდომება თქვენთან ერთად შაბათ-კვირის გატარება, თქვენთან ერთად ვახშმობა. ოჯახთან ერთად დროის გატარება, მათ გვერდით მხიარულება არის ის, რასაც ვერაფერში გაცვლით.

5. მამისგან ისწავლით თუ როგორ შეინარჩუნოთ ლოგიკურად აზროვნების უნარი რთულ სიტუაციებში - მამა არის ადამიანი, რომელიც დაგაბრუნებთ მიწაზე და დაგეხმარებათ, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ. ჩვენ, ქალები მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები და მეოცნებეები ვართ. მამა კი, არის ის მამაკაცი, რომლისგანაც ვსწავლობთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში.

6. მისგან ისწავლით, რომ საკუთარ თავს კრიტიკული თვალით უნდა შეხედოთ და რატომაც არა, დასცინოთ კიდეც ზოგჯერ საკუთარ თავს - თვითირონია ზოგადად ადამიანებს ბევრი თვალსაზრისით გვეხმარება. მათ შორის იმ კუთხითაც, რომ უკეთ დავინახოთ საკუთარი შეცდომები. მამების უმეტესობას კარგად გამოსდის საკუთარ თავზე სიცილი. ეს კიდევ ერთი დადებითი რამაა, რასაც მისგან ისწავლით.

7. რამდენი წლისაც უნდა იყო, ნუ მოკლავ შენში ბავშვს - შეინარჩუნო ბავშვურობა ნებისმიერ ასაკში, ეს შესანიშნავია და მამებს ეს ძალიან კარგად გამოსდით. გაიხსენეთ, რამდენჯერ უთამაშია თქვენთან ერთად, რამდენჯერ მოქცეულა პატარა ბავშივით. ის ყოველთვის მზად არის თავის შვილს ნებისმიერ დროს და ადგილას ეთამაშოს.