LIFE

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

1. ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი - წყვილი ახლა დანიშნულია და მათი თაყვანისმცემლები ქორწილის მოლოდინში არიან. სანამ რომანტიკული პარტნიორები გახდებოდნენ, ისინი მეგობრები იყვნენ. ჰეილისა და ჯასტინს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ჯასტინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰეილის მამასთან, სტივენ ბოლდუინთანაც. ისინი წითელ ხალიჩაზე ერთადაც კი ჩნდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯასტინი და ჰეილი ხშირად უხამებდნენ ერთმანეთს ვარცხნილობას - მათ ერთნაირი ვარცხნილობები ჰქონდათ. 

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

2. არიანა გრანდე და პიტ დევიდსონი - კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი, რომელიც დანიშნულია. ისინი პირველად სამუშაო გარემოში შეხვდნენ და როგორც ამბობენ, მაშინვე მოიხიბლნენ ერთმანეთით. 

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

3. ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი - როცა ჯენიფერი და ალექსი ერთმანეთს შეხვდნენ ჯეი ლო მარკ ენტონთან იყო. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მალევე არ დაწყებულა. ისინი პირველად ერთად „იანკების“ თამაშზე 2005 წელს შენიშნეს, მაგრამ იმ პერიოდში მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. ჯენიფერსა და ალექსს დაახლოებით ერთ წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. 

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

4. ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგანი - ჯონი და კრისი ერთმანეთს მუსიკალური კლიპის გადაღების დროს შეხვდნენ. კრისი ტეიგანი ჯონ ლეჯენდის სიმღერის “stereo”-ს კლიპში მონაწილეობს. კლიპში კრისი ტეიგანი თითქმის შიშველია. მათი სასიყვარულო ურთიერთობა გაცნობიდან მალევე დაიწყო.

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

5. კიმ კარდაშიანი და კენი უესტი - კიმისა და კენის სასიყვარულო ურთიერთობამდე ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ. კენი უესტი კარდაშიანების მთელ ოჯახთან მეგობრობდა. 

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

6. ვიქტორია ადამსი და დევიდ ბეკჰემი - შორეულ 90-იანებში ვიქტორია ბეკჰემი არ არსებობდა, იყოს ჯგუფი Spice Girls და ამ ჯგუფის წევრი, ვიქტორია ადამსი. როგორც ცნობილია დევიდს ვიქტორია ერთი ნახვით შეუყვარდა, მათ შორის არ იყო არანაირი მეგობრული კავშირი. ეს ფოტო კი დევიდისა და ვიქტორია ქორწინებამდეა გადაღებული. წყვილი წითელ ხალიჩაზე ელტონ ჯონთან ერთად პოზირებს. ისინი 1999 წელს დაქორწინდნენ. 

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

7. მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი - წყვილი ერთად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუში - That 70s Show. იმ პერიოდში ეშტონი 20 წლის იყო, ხოლო მილა მხოლოდ 14-ის. ისინი დიდხანს იყვნენ მეგობრები, ჰყავდათ სხვა რომანტიკული პარტნიორები. 2015 წელს კი დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ.

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

8. ჯეი ზი და ბიონსე - ბიონსეს და ჯეი ზის თავდაპირველად სატელეფონო ურთიერთობა აკავშირებდათ. იმ პერიოდში ბიონსე 19 წლის იყო. ისინი ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთთან ტელეფონით ურთიერთობდნენ.

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

9. ელენ დეჯენერსი და პორტია დე როსი - ისინი ერთმანეთს 2004 წელს შეხვდნენ, ხოლო დაქორწინების გადაწყვეტილება 2010 წელს მიიღეს. როგორც ელენი ამბობს სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო და მანამდე მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდათ.

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ

10. პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი - შესაძლოა ამ ფოტოზე პირველად დები ოლსენები შენიშნეთ, მაგრამ რეალურად ამ ფოტოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის 2005 წელსაა გადაღებული ერთ-ერთ წვეულებაზე და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პენელოპესა და ხავიერის სასიყვარულო ურთიერთობა.

როგორ გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ვარსკვლავურ წყვილებს სანამ თანაცხოვრებას გადაწყვეტდნენ



<a href="https://www.wmagazine.com">https://www.wmagazine.com</a>