LIFE

რატომ უძნელდებათ ინტელექტუალ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? – 6 მიზეზი

რატომ უძნელდებათ ინტელექტუალ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? – 6 მიზეზი

შესაძლოა შესანიშნავი რომანტიკული პარტნიორი, მოსიყვარულე ოჯახი გყავთ და ამასთანავე, თავბრუდამხვევად წარმატებული კარიერა გაქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს მიზეზი, რომელთა გამოც ცუდი განწყობა არ გტოვებთ. გრძნობთ მოწყენილობასა და მარტოსულობას. იცით ასე რატომ ხდება? ცოტა უცნაურადმოგეჩვენებათ, მაგრამ ყოველივეს გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ თქვენ ინტელექტუალი ხართ.

ინტელექტუალ ადამიანთა დიდ ნაწილს უჭირს ბედნიერების პოვნა. შესაძლოა სხვებისთვის მათი ცხოვრება სრულყოფილი ჩანდეს, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარი იყოს. ყოველთვის არის რაღაც, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ და ბედნიერად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ.

ვნახოთ ექვსი მიზეზი, რომელთა გამოც ინტელექტუალი ადამიანები ბედნიერებას ვერ პოულობენ.

1. ისინი აწესებენ მაღალ სტანდარტებს - მათ იციან რისი მიღწევა სურთ ცხოვრებაში და როცა ვერ იღებენ სასურველს, ეს დამღუპველად მოქმედებს მათზე. ინტელექტუალ ადამიანებს არასოდეს აკმაყოფილებთ ის, რაც აქვთ - ყოველთვის სურთ უფრო კარგი სასიყვარულო ურთიერთობა, უფრო წარმატებული კარიერა. არ არიან კმაყოფილები საკუთარი თავით, საკუთარი მიღწევებით და არ ასვენებთ განცდა იმისა, რომ უფრო მეტის მიღწევა შეეძლოთ.

რატომ უძნელდებათ ინტელექტუალ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? – 6 მიზეზი

2. ისინი გამუდმებით ცდილობენ სიღრმისეულად გაანალიზონ ყველაფერი, უმნიშვნელო ცხოვრებისეული ფაქტებიც კი. ყველაფერში ქვეტექსტებს ეძებენ - ინტელექტუალ ადამიანთა უმეტესობა ძალიან ბევრს ფიქრობს. ამის გამო მათ ხშირად აწუხებთ შფოთვა და სტრესი. 

3. საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრეს იჩენენ - მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს სურთ რომ წარმატებულები იყვნენ როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერული თვალსაზრისით. მუდამ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ და სრულყოფილებისკენ მიილტვიან. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ძალიან დამღლელი. საკუთარ თავს დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

რატომ უძნელდებათ ინტელექტუალ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? – 6 მიზეზი

ნერვიულობენ წარსულ შეცდომებზე და წარუმატებლობაზე. ზოგადად უჭირთ წარსულისგან თავის დაღწევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი ნეგატიური ენერგიით არიან სავსენი, რაც რა თქმა უნდა, ბედნიერების პოვნაში ხელს უშლით.

4. მათ ცხოვრებისგან ყოველთვის უფრო მეტი უნდათ - არ ჩერდებიან, როცა ერთ მიზანს მიაღწევენ, მაშინვე ახალს დაისახავენ. არ შეუძლიათ აღფრთოვანება იმით, რაც აქვთ.

5. მათი გაგება ადამიანებს უჭირთ - ბევრი ინტელექტუალი ადამიანი გრძნობს, რომ მას სხვები ვერ უგებენ. ინტელექტუალ ადამიანს უჭირს იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ აზრებს გაუზიარებს.

რატომ უძნელდებათ ინტელექტუალ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? – 6 მიზეზი

6. ბევრ ინტელექტუალს ფსიქოლოგიური პრობლემები სტანჯავს - მაღალი IQ-ს მქონე ბევრ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ხშირად უვითარდებათ დეპრესია, რაც ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებული ფიქრის შედეგია. ისინი სიღმისეულად ფიქრობენ ყველაფერზე. მათ შორის სიცოცხლესა და სიკვდილზე.



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>