ჰოროსკოპი

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება. ასტროლოგიაში მშვილდი ცნობილია როგორც თავისუფლებისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი.

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

გასათვალისწინებელია, რომ ამ წელს იუპიტერი უბრუნდება მშვილდოსნის ნიშანს, ანუ ნიშანს, რომელსაც ის განაგებს. შესაბამისად, ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ მომდევნო ერთი თვე იქნება შესაძლებლობებით სავსე და ყოველი წუთი რაღაც სიკეთეს, სიხარულს და წარმატებას მოგვიტანს. ეს ეხება ზოდიაქოს ყველა ნიშანს.

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მივიღებთ რაღაც დიდი და წარმატებული საქმის დასაწყებად საოცრად მომგებიან შანსებს.

მშვილდოსანი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი, მხიარული და თავგადასავლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშანი. მისი ენერგეტიკა ზოდიაქოს სხვა ნიშნებზეც გავრცელდება და ამიტომ, უნდა ელოდოთ ცხოვრებაში ბევრ მხიარულებას და ამაღელვებელ თავგადასავლებს.

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

ეცადეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და მაქსიმალურად იურთიერთოთ ადამიანებთან, არ თქვათ უარი ახალი ნაცნობების შეძენაზე. მშვილდოსანს არ უყვარს მოწყენილი ადამიანები. ეცადეთ ცხოვრების ყველა წუთისგან მიიღოთ სიამოვნება.

ადამიანების დიდი ნაწილი იგრძნობს, რომ უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება, რომ სამსახური, ოჯახი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და სწორედ ახლა დაინახავენ ამას ყევლაზე მკაფიოდ.

გექნებათ განცდა, რომ რაღაც ახლის დაწყების დრო მოვიდა, ცხოვრების შეცვლის დრო დადგა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ შეგეშინდეთ და გადადგით თამამი ნაბიჯები, ენდეთ ინტუიციას და გარისკეთ. ამ შემთხვევაში მშვილდი წარმატებას გპირდებათ.

შესაძლოა, მორიელის პერიოდმა სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება მოგიტანათ, მშვილდოსნის პერიოდი კი მოგცემთ საშუალებას, რომ დაივიწყოთ ის ტკივილი, რაც რომანტიკულ ურთიერთობაში იმედგაცრუებას მოჰყვა. ცხოვრება უნდა გააგრძელოთ იმედიანად და ოპტიმიზმით. ყველაზე რთულ მომენტშიც კი, მშვილდოსნის დადებითი ენერგეტიკის გავლენით, მომავლის იმედი გექნებათ და ოპტიმიზმით იქნებით სავსე.

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

არ იფიქროთ წარსულ იმედგაცრუებასა და ტკივილზე. კონცენტრირდით მხოლოდ მომავალზე.

მიხვდებით, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ, საკუთარ კეთილდღეობაზე, გარეგნობაზე, ვიზუალურ მხარეზე და ეს კიდევ უფრო მეტად შეგმატებთ საკუთარი თავის რწმენას. იქნებით უფრო მოტივირებულები და ამბიციურები.

მშვილდოსანს სურს, რომ მიიღოთ გამოცდილება, იმოგზაუროთ, იფიქროთ ფილოსოფიურად, ჩაეძიოთ სხვადასხვა საკითხს სიღრმეებში, იყოთ ბუნებრივები და არ შეინიღბოთ. მშვილდს უყვარს მართალი ადამიანები. ბევრ ადამიანს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს ზოდიაქოს ეს ნიშანი. განსაკუთრებით წარმატებული კი ცეცხლის ნიშნებისთვის - ლომების და ვერძებისთვის იქნება.

22 ნოემბრიდან მშვილდოსნის პერიოდი იწყება - რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში ამ დროის განმავლობაში?

ზოგადად, მშვილდოსანს მარტივად უყვარდება და ის ხშირად არის შეყვარებული. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ მოულოდნელად სასიყვარულო თავგადასავალში გაეხვეთ. შეიყვაროთ ადამიანი, რომლისთვისაც სიყვარულის თვალით აქამდე არასოდეს შეგიხედავთ.

მთავარია გააცნობიეროთ, რომ ახლა წარსულზე დარდის დრო არ არის. დროა, დაივიწყოთ წარსული ჭრილობები და მომავლისკენ გაიხედოთ. ამ შემთხვევაში ოპტიმისტი მშვილდოსანი შესაძლებლობების ყველა კარს გაგიღებთ.



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>