7. ალოე ვერას წვენი
- მოაჭერი ალოეს რამდენიმე ფოთოლი.
- გაჭერი თითოეული ფოთოლი შუაზე მეტი წვენის მისაღებად.
- შეიზილე ალოეს წვენი თმის ძირებში. დაიმასაჟე თმის ძირები, ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს მის უკეთ შეწოვას.
- დაიტოვე თმაზე ნიღაბი 2 საათით, შეგიძლია, მთელი ღამეც გაიჩერო.
6. მოამზადე პანტენოლის ნიღაბი
- დაიბანე თმა, როგორც ამას ჩვეულებრივად აკეთებ.
- პანტენოლი (გელის ან ქაფის სახით) შეიზილე თმის ძირებში.
- შეგიძლია, მთელ თავზეც წაისვა პანტენოლი, ის გაასწორებს და განმუხტავს თმას.
5. ბანაობის შემდეგ თავზე ცივი წყალი გადაივლე
თმის დაბანის შემდეგ, ჩამოიბანე თავი ცივი წყლით. გადააქციე ეს ჩვევად. ცივი წყალი კეტავს ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, თმა კი უფრო მბზინვარე ხდება.
4. დაიბანე თავი ვაშლის ძმრით
- დაიბანე თავი.
- გამოიყენე ვაშლის ძმარი თმის კონდიციონერის მაგივრად.
- არ ჩამოიბანო – ღვინის ძმრისგან განსხვავებით, ვაშლის ძმარს არ აქვს მძაფრი სუნი.
3. მოუარე შენს თმას პროტეინის ნიღბის მეშვეობით
- აიღე ოთახის ტეპერატურის მქონე 2 კვერცხი.
- გააცალკევე კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფე ცილა და წაისვი თმის ძირებში.
- უკეთესი ეფექტისთვის, შეგიძლია, თავზე პოლიეთილენი წაიკრა ან ქუდი დაიხურო.
2. სცადე კვერცხისა და კონიაკის ნიღაბი
- აიღე ორი კვერცხი და კონიაკი.
- შეურიე ინგედიენტები ერთმანეთს, შემდეგ შეიზილე თმის ძირებში.
- დაუმატე ზეითუნის ზეთი, თუ მისი მთელ თმაზე წასმა გსურს – თმა დარბილდება და უფრო „დამჯერი“ გახდება.
1. გამოიყენე ეთერზეთები
ჟოჟობას, ნუშის, ლავანდის, როზმარინისა და ქონდრის ზეთები ძალიან კარგია თმის ფოლიკულებისთვის, ისინი შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მცენარეულ კომპონენტს.
- აურიე ზემოხსენებული ზეთები (რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს) და შემდეგ შეურია ქოქოსის ზეთს.
- შეიზილე თმის ძირებში და გაიჩერე 2-3 საათით.
- იმისთვის, რომ კარგად ჩამოიშორო ზეთი თმიდან, დაიბანე თავი 2-ჯერ ჩვეულებრივი შამპუნით ან ძლიერი და ღრმა გასუფთავებისთვის დაიბანე ერთხელ ტუტოვან ხსნარზე დამზადებული შამპუნით.
თემები: თმა, თავის მოვლა, რჩევები, თმის ზრდა, ინდოეთი
წყარო: <a href="https://brightside.me/inspiration-girls-stuff/seven-beauty-secrets-from-india-to-make-your-hair-grow-faster-243310/" target="_blank">brightside.me</a>