სილამაზე

თმის ნატურალური ზეთები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებს

თმის ნატურალური ზეთები, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებს

5. არგანის ზეთი

არგანის ზეთი ხშირად მოხსენიებულია, როგორც „თხევადი ოქრო“ ან „ჯადოსნური ზეთი“. იგი მშვენიერი ინტენსიური აღმდგენი თერაპიაა და ასევე, მზისგან დამცავ საშუალებასაც წარმოადგენს. ასე რომ, თუ მრავალფუნქციური დანიშნულების ნატურალურ თმის პროდუქტს ეძებ, არგანის ზეთი ნამდვილად უნდა სცადო: ის გამომშრალ, მტვრევად თმას გაგიუმჯობესებს, ზედმეტ ხვეულებს მოგაშორებს და თმას დაზიანებისგან დაიცვას.

დაუჯერებლად ჟღერს, არა? თუმცა, არგანის ზეთის აღნიშვნა, როგორც თმის მოვლის საშუალებებსა და ზეთებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და წარმატებულად, ნამდვილად ღირს!

4. ქოქოსის ზეთი

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯანმთელი თმის და სკალპის საიდუმლო! ქოქოსის ზეთი კარგია, როგორც მშრალი, ასევე — ცხიმიანი სკალპისთვის. ხელს უწყობს ჯანმთელ ბალანსს და დაზიანებულ თმას ბუნებრივი მბზინვარების დაბრუნებაში ეხმარება.

3. ყურძნის კურკის ზეთი

ყურძნის კურკის ზეთი ძალიან კარგი მზისგან დამცავი საშუალებაა: მისი შემადგენლობა თმის და სკალპის საუკეთესო თერაპიას განაპირობებს.

2. ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობას ზეთი ყველა ტიპის თმაზე საოცრად დადებითად ზემოქმედებს. ექსპერტების აზრით, მისი შემადგენლობა ადამიანის თმის მიერ გამოყოფილ ბუნებრივ ცხიმთანაა მიახლოებული: გარდა იმისა, რომ თმას საფუძვლიანად ატენიანებს, ასევე ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღიცაა. ჟოჟობას ზეთის შეძენა ონლაინ-მაღაზია www.amazon.com-ზე შეგიძლიათ.

1. აბუსალათინის ზეთი

სხვა უამრავ სასარგებლო ფუნქციასთან ერთად, აბუსალათინის ზეთი თმას აჯანსაღებს და მის ზრდასაც ხელს უწყობს. ასევე, თმის ბოლოებს დაზიანებისაგანაც იცავს.



წყარო: <a href="http://allwomenstalk.com">allwomenstalk</a>