ალბათ, ურთიერთობებსაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. თუმცა, ამ ურთიერთობების უპირატესობები ახლოსაც ვერ მივა იმ გასაოცარ შეგრძნებასთან, როცა დღის ბოლოს, დაღლილს, სამსახურიდან სახლში მისულს, წყლიანი და სიყვარულით სავსე თვალებით ერთგული ოთხფეხა მეგობარი გველოდება და რომელიც ძალიან ბედნიერია ჩვენი დანახვით. ურთიერთობები ხშირად ფუჭდება, ხოლო ისეთი მეგობრობა, როგორიც შინაურ ცხოველთან შეიძლება გვაკავშირებდეს, სამუდამოდ გრძელდება და არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს მტკივნეული განშორებისგან გამოწვეული იარების მოშუშება მოგვიწევს.
ასეთ დროს, იმის ნაცვლად, რომ ვიტიროთ, ვიდარდოთ და ვინერვიულოთ ადამიანებისა და იმ შემთხვევების გამო, რომლებსაც, რატომღაც, ყოველთვის მტკივნეულ შედეგებამდე მივყავართ, ხომ არ აჯობებს, ჩვენი სიყვარული და მზრუნველობა ფუმფულა, ერთგული და ძალიან პოზიტიური არსებებისკენ, ძაღლებისკენ მივმართოთ?
დიახ! ეს ოთხფეხა არსებები, ხშირად ადამიანებისგან განსხვავებით, მართლაც იმსახურებენ ჩვენგან სიყვარულსა და სითბოს. რატომ?
11. საუკეთესოებს შორის საუკეთესო მეგობრები არიან
ძაღლები საუკეთესო მეგობრები არიან, ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ დროს.
10. ისინი ერთგულები არიან
არასოდეს მიდიან სხვა ცხოველების მფლობელებთან.
9. მათი გვერდიდან მოშორება რთულია
მათი მოკვრა, მოხუტება, მოწოლა და ჩაკონება არაჩვეულებრივი თერაპიაა.
8. ყოველთვის ჩვენთან არიან, როცა თავს მარტო ვგრძნობთ
ძაღლები ყოველთვის გრძნობენ ჩვენს ემოციურ დისბალანსს და „სასწრაფო დახმარების ჩახუტებებს“ არ იშურებენ.
7. კოცნებსა და ჩახუტებებს არასოდეს გვაკლებენ
ჩამხუტებელ მეგობრებად რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე!
6. საუკეთესო მსმენელები არიან
არასოდეს გვაწყვეტინებენ, ყურების დაცქვეტითა და კუდის ქიცინით ყურადღებით გვისმენენ.
5. ჩხუბი, მაქსიმუმ, 10 წამი გრძელდება
აბა, ვის შეუძლია, მეტხანს გაუძლოს მათ საყვარლად მოწყენილ, ფუმფულა გამომეტყველებას?
4. ორად ორი სიტყვა: არანაირი სტრესი!
მხოლოდ იმ გამონაკლისის გარდა, როცა ფეხსაცმელს ღრღნიან.
3. არასოდეს აქვთ არარეალური მოლოდინები
მარტივი მოფერება და თამაშიც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი მადლიერები და ბედნიერები იყვნენ.
2. ჩვენი ცუდი ჩვევების მიუხედავად, არასოდეს გვაკრიტიკებენ
კარაოკეს საშინელი საშემსრულებლო ნიჭის მიუხედავად, ისინი ოთახიდან არ გარბიან, პირიქით, ყოველთვის ცდილობენ, შემოგვიერთდნენ.
1. მათ ყოველთვის ვენატრებით, როცა სახლში არ ვართ
როცა კარი იღება და სახლში შევდივართ, არავის აღელვებს და ახარებს ჩვენი დანახვა ისე, როგორც მათ.
თემები: ძაღლი, შეყვარებული, ოთხფეხა მეგობარი
წყარო: <a href="http://www.femalenetwork.com/lifestyle/why-having-a-dog-is-way-better-than-a-boyfriend-a00002-20161216" target="_blank">www.femalenetwork.com</a>