შეუთავსებელი ზოდიაქოს წყვილები, რომლებსაც ერთმანეთისადმი საოცარი მიზიდულობა აქვთ
- 24.01.2019
1. ვერძი და თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებულიპიროვნული მახასიათებლები აქვთ. რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობენ ყველა საკითხზე, მაგრამ როცა თევზები და ვერძი ერთმანეთს ხვდება, ისინი, როგორც წესი, ვნებიან და საოცრად მოსიყვარულე წყვილს ქმნიან.
ვერძი ცეცხლის ნიშანია, თევზები კი წყლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ შორის რაღაც საოცარი მიზიდულობა, უხილავი კავშირი არსებობს. მათი ერთმანეთისგან განსხვავებულობა არის სწორედ მყარი კავშირის შექმნის წინაპირობა.
ვერძი დამოუკიდებელია, თევზებს კი არ უყვართ ადამიანების შეზღუდვა და საყვარელი ადამიანისთვის თავისუფალი სივრცის დატოვება შეუძლიათ. თევზების ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეიძლება რამდენიმე დღე ჩუმად იყოს და ვერავინ მიხვდეს მისი სიჩუმის მიზეზს, ვერძი კი პატივს სცემს მის პირად სივრცეს და ღირებულებებს და აცდის მარტო, სიჩუმეში ყოფნას.
2. კურო და მშვილდოსანი - კურო მიწის ნიშანია, მშვილდოსანი კი ცეცხლის. სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, მაგრამ ერთმანეთისადმი დიდი მიზიდულობა აქვთ. კუროს უყვარს, როცა თავს დაცულად გრძნობს, მშვილდოსანი კი მუდამ კომფორტის ზონის დატოვებას ცდილობს.
წვიამიან დღეს კუროს ურჩევნია საბანი გადაიფაროს და დაიძინოს, ან წიგნი წაიკითხოს, საჭმელი მოამზადოს, მშვილდოსანი კი ყოველივეს წვიმაში ცეკვას ამჯობინებს.
მიუხედავად ამისა, კუროსა და მშვილდს შორის ბევრი საერთოც არის. პირველ რიგში, ეს არის სექსუალური მიზიდულობა, ლტოლვა ერთმანეთისადმი. მათ აქვთ მსგავსი გემოვნება როცა საქმე ეხება საჭნელს, წიგნებს, მუსიკას, ფილმებს. ორივე მათგანი პატიოსანი და გულწრფელია. ვერ იტანენ ტყუილს და ყველაზემეტად ერთმანეთს ენდობიან.
3. ტყუპები და კირჩხიბი - ტყუპები ბავშვურია, კირჩხიბი კი მზრუნველი ხასიათით გამოირჩევა. მიუხედავად განსხვავებულობისა, ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ტყუპების ბავშვური ქცევებით დროთა განმავლობაში ყველა იღლება, ყველას ჰბეზრდება, თუმცა ერთადერთი ზოდიაქო, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მას, კირჩხიბია. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სხვადასხვა პოლუსზეა, მყარ კავშირს ქმნიან.
4. ლომი და მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს სჯერათ, რომ მყარ სასიყვარულო ურთიერთობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
იმდენად დიდი სხვაობაა ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომ ზოგისთვის მათი ერთად ყოფნაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მთავარი, რაც მათ ურთიერთობას ასაზრდოებს, ერთმანეთისადმი ლტოლვა, ვნება და ცეცხლია. მათ შორის დიდი ემოციური კავშირია.
5. ქალწული და მერწყული - მათ შორის ბევრი გაუგებრობაა, მაგრამ ერთმანეთის გარეშეც ვერ ძლებენ. ქალწულს წესებით ცხოვრება უყვარს, მოსწონს როცა ყველაფერი გეგმის მიხედვითაა მაშინ, როცა მერწყულს ყველაფრის არევა უყვარს, ყოველთვის სპონტანურად მოქმედებს.
სწორედ ეს განსხვავებულობა აღაფრთოვანებთ ერთმანეთში და ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ქალწული და მერწყული მხოლოდ ერთმანეთის გვერდით პოულობენ ბალანსს.
6. სასწორი და თხის რქა - ასტროლოგები ამბობენ, რომ ერთი შეხედვით, სასწორის და თხის რქის ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ რეალურად ეს ორი ერთმანეთისთვის არის შექმნილი და მიუხედავად დიდი სხვაობისა, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი და მიზიდულობაა.
მათი მთავარი საერთო თვისება დიპლომატიის განსაკუთრებული უნარია. შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთის შეხედულებებს, მაგრამ სწორი კომუნიკაციის შედეგად ყველა პრობლემას მარტივად უმკლავდებიან და საბოლოო ჯამში, იდეალურ წყვილს ქმნიან.
თემები: ზოდიაქო, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, 2019წლისზოდიაქო, 2019 წელი
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია